,,შეიძლება, უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ ყოველ დილით სარკის წინ პოზიტიური განცხადებების გამეორებამ შესაძლოა, მართლაც შეცვალოს მომავალი” – 5 რჩევა plus-size მოდელისგან
5 რჩევა რომელსაც მსოფლიოში ყველაზე ცნობილი plus-size მოდელი ეშლი გრეჰემი გვიზიარებს. მოდელი უამრავ გოგონას აძლევს შთაგონებას, რომ საკუთარი თავის არ შერცხვეთ. ის საკმაოდ თავდაჯერებულია, ამაყად დადის პოდიუმსა და ღონისძიებებზე და სოციალური ქსელებიდან გულშემატკივრებს საკუთარ გამოცდილებასაც ხშირად უზიარებს.
2020 წელს ეშლიმ წიგნი, სახელწოდებით “ახალი მოდელი” გამოსცა. წიგნში მოდელი წარმატების გზაზე, არსებულ სტერეოტიპებზე, დაბრკოლებებსა და სირთულეებზე საუბრობს და მკითხველს არაერთ საინტერესო რჩევას უზიარებს. დღეს ეშლი გრეჰემის რამდენიმე საინტერესო რჩევას გაგიზიარებთ, რომლებიც სხეულისა და საკუთარი თავის უკეთ აღქმაში დაგეხმარებათ.
თანამედროვე სამყაროში, როცა ყველა იდეალური სხეულისა და პარამეტრებისაკენ ისწრაფვის, ეშლი გვასწავლის, რომ უბრალოდ საკუთარი თავი, ყველა ნაკლითა და ხარვეზით შევიყვაროთ. მოდელი ხშირად იღებს ისეთ ფოტოებს, სადაც სტრიები, ცელულიტი, მოშვებული კანი ჩანს, საკმაოდ თავდაჯერებულად გამოიყურება და ყველას ეუბნება, რომ ამაში არაბუნებრივი არაფერია.
ეშლი გრეჰემი ქალებს ურჩევს, რომ საკუთარი, ინდივიდუალური სტილი შექმნან და არსებული ტენდენციების გაუაზრებლად კოპირებას ნუ შეეცდებიან.
,,არსებობს მცდარი წარმოდგენა, რომ პლუს ზომის ქალები არ ვარჯიშობენ, არ იკვებებიან სწორად და უბრალოდ, არ ზრუნავენ საკუთარ სხეულზე. გულწრფელად რომ ვთქვათ, ეს პირიქითაა! ,,- აცხადებს მოდელი.
https://shenipositive.ge/ https://shenisilamaze.ge/
გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi
მასალის გამოყენების პირობები