7 რჩევა ქალის ინტიმური ორგანოების ჰიგიენაზე სწორი ზრუნვისათვის

0
30
#image_title

ქალბატონების ინტიმური სასქესო ორგანოები ცალკე მდგომ, დაბალანსებულ ნატურალურ სისტემას წარმოადგენს. მათი სიჯანსაღის შესანარჩუნებლად ზედმეტი მზრუნველობა შესაძლოა უარყოფითი ზეგავლენის მოხდენით დასრულდეს, თუმცა ძირითადი მოვლისა და გამაჯანსაღებელი პროცედურების საუკეთესო ვარიანტები მაინც საჭიროა ოპტიმალურ მდგომარეობაში ყოფნისთვის.

7 რჩევა ქალის ინტიმური ორგანოების ჰიგიენაზე სწორი ზრუნვისათვის

1. კომფორტული და მაღალი ხარისხის ნაჭრის საცვალი

ზედმეტად მოტკეცილი და მხოლოდ ფორმების გამომკვეთი საცვლები თქვენთვის შესაძლოა ვიზუალურად მომხიბვლელი იყოს, თუმცა საბოლოო ჯამში ისინი არაჯანსაღ კომფორტს ქმნიან.

ჩაიცვით ბამბის ნაჭრისგან დამზადებული თეთრეული, რომელიც თქვენს ინტიმურ ორგანოებს უკეთესად სუნთქვის საშუალებას მისცემს და ზედმეტი სითბოსგან წარმოქმნილი ინფექციებისგან დაიცავს.

7 რჩევა ქალის ინტიმური ორგანოების ჰიგიენაზე სწორი ზრუნვისათვის

2. გააფორმეთ აბაზანა სწორად

ცხელ აბაზანაში ჩაწოლა სურნელოვანი საშუალებებით გაჯერებული წყლისა და სანთლების ფონზე შესაძლოა იდეალური განტვირთვის საშუალებად ითვლება, თუმცა ზედმეტი კომფორტი აქაც არ არის მისაღები.

თავი შეიკავეთ წყლის შემაფერადებელი საშუალებებისგან, რომლებიც საკუთარი ბუშტებით შესაძლოა სასიამოვნო სანახაობად წარმოგიდგეთ, თუმცა მათი შემცველი მინერალები თქვენი ორგანოებისთვის ძალიან ცუდია.  გამოიყენეთ ისინი მაქსიმუმ 1–2 თვეში ერთხელ.

7 რჩევა ქალის ინტიმური ორგანოების ჰიგიენაზე სწორი ზრუნვისათვის

3. დაიბანეთ სწორად

ქალბატონების სასქესო ორგანოები უმეტეს შემთხვევაში საკუთარი გამწმენდი პროცესებით გამოირჩევა, თუმცა მათი გარე ნაწილები ამ სიამოვნებას მოკლებულია.

როდესაც თქვენი ინტიმიური ორგანოების გარე ნაკეცებს იბანთ, უმჯობესია მათთან მიმართებაში სპეციალური დასაბანი საშუალებების მაგივრად სურნელის არმქონე საპონი გამოიყენოთ, რომლის შემადგენლობაც ბევრად უფრო შეესაბამება მათ სენსიტიურ ზედაპირს.

7 რჩევა ქალის ინტიმური ორგანოების ჰიგიენაზე სწორი ზრუნვისათვის

4. ნუ გადაწყვეტთ საშვილოსნოს არეს უხეშად გაწმენდას

ინტიმური ადგილების სისუფთავისა და ვარდის სურნელის გათანაბრება ბევრისთვის იდეალურ შედეგად ითვლება, თუმცა თქვენს სასქესო ორგანოს საშუალება უნდა მისცეთ საკუთარი გაწმენდითი პროცესები ბოლომდე მიიყვანოს.

მას ეს იდეალურად შეუძლია და ამ სიტუაციაში თქვენი ზედმეტი ჩარევა არასასურველ შედეგს გამოიწვევს.

7 რჩევა ქალის ინტიმური ორგანოების ჰიგიენაზე სწორი ზრუნვისათვის

5. ყველა ქალბატონის ინტიმურ ორგანოს განსხვავებული სურნელი აქვს

ინტიმური ადგილების დამახასიათებელი სუნი ხშირად შეშფოთებას იწვევს, თუმცა უნდა გახსოვდეთ, თითოეული გოგონას სასქესო ორგანოს მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი, სპეციალური სურნელი ახლავს თან და მისი განსხვავებულობა ყოველთვის ცუდ ნიშნად არ უნდა მიიღოთ. არ შეეცადოთ ამ დამახასიათებელ ნიშანთან რადიკალურად ბრძოლას პარფიუმერიისა და სუნამოების გამოყენებით.

6. შხაპის წნევა

თქვენი სასქესო ორგანოებისა და მისი შიდა ნაწილის დაბანა მაღალი წნევის მქონე წყლის ჭავლით ერთ–ერთი ყველაზე ცუდი ჰიგიენური საშუალებაა. ინტიმური ორგანოები საკუთარი სიჯანსაღისთვის საჭირო სითხეს გამოყოფენ და მისი ძლიერი წნევით ჩამორეცხვა მხოლოდ ინფექციების გამომწვევი ბაქტერიების ადვილად გამრავლებას გამოიწვევს.

7 რჩევა ქალის ინტიმური ორგანოების ჰიგიენაზე სწორი ზრუნვისათვის

7. კოსმეტიკა

სურნელოვანი კრემები, შხაპის გელები, არაბუნებრივი დანამატებით დამზადებული საპონი და საპარსი კრემი თქვენი სასქესო ორგანოებისთვის ყველაზე დიდ და მრავალჯერ გამოყენებად მტერს წარმოადგენენ.

ყოველთვის თავი შეიკავეთ ინტიმურ ადგილებში ამ საშუალებების მოხვედრისგან, ასევე უკეთესი იქნება, თუ სველი ხელსახოცების გამოყენებასაც შეამცირებთ მათ გასაწმენდად.

მასალის გამოყენების პირობები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ