9 მიზეზი სასწრაფო რეაგირებისთვის! – როდის გაკლიათ ვიტამინები

0
18
#image_title

ხშირად თვლიან, რომ მშრალი კანი, სუსტი ფრჩხილები და გაფუჭებული თმები ცუდი ეკოლოგიის, გენების თუ ნერვების ბრალია. თუმცა სინამდვილეში, ისინი ავიტამინოზის სიმპტომები არიან. ბოსტნეულის და ხილის დეფიციტი და ნახევაფაბრიკატებისა და სწრაფი კვების პროდუქტების რეგულარული გამოყენება ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის ბალანსს არღვევს. ამიტომაც მიაქციეთ ყურადღება ამ 9 სიმპტომს:

ავიტამინოზის ნიშნები

ცივი ხელები

9 მიზეზი სასწრაფო რეაგირებისთვის! – როდის გაკლიათ ვიტამინები
მუდმივად ცივი ხელები იოდის ნაკლებობასთანაა კავშირში. იოდი ხელებში, ფეხებსა და ყურებში ნორმალურ სისხლის მოძრაობას აღადგენს. ორგანიზმში იოდის რაოდენობის დაკმაყოფილებისთვის მიირთვით თევზი და ზღვის პროდუქტები, არ დაგავიწყდეთ წიწიბურა და ხურმა.

კანის სიმშრალე

9 მიზეზი სასწრაფო რეაგირებისთვის! – როდის გაკლიათ ვიტამინები
თუ ადამიანი კანის დაავადებებისგან არ იტანჯება და დამატენიანებელ კრემს რეგულარულად მოიხმარს, მისი კანი მშრალი არ იქნება. ასეთი მდგომარეობა ვიტამინი a-ს ნაკლებობას გულისხმობს. ამის გამოსასწორებლად მიღეთ წითელი ხორცი, სტაფილო, ბულგარული წიწაკა და თევზის ქონი.

მსუბუქი და დატეხილი ფრჩხილები

9 მიზეზი სასწრაფო რეაგირებისთვის! – როდის გაკლიათ ვიტამინები
ფრჩხილები თქვენი ჯანმრთელობის საუკეთესო ინდიკატორია. მსუბუქი და ტეხვადი ფრჩხილები მაგნიუმის ნაკლებობაზე მიგვითითებს. ამ ელემენტის ნაკლებობა ზოგად სისუსტეს იწვევს. მაგნიუმის მიღება შეგიძლიათ მწვანე ფერის ბოსტნეულისგან, თევზისგან და ჩირისგან.

ლაქები ფრჩხილებზე

9 მიზეზი სასწრაფო რეაგირებისთვის! – როდის გაკლიათ ვიტამინები
თეთრი ზოლები ფრჩხილებზე თუთიის ნაკლებობაზე მიგვითითებს, რომელიც განვითარებისთვის მნიშვნელოვანი მიკროელემენტია. ის საჭიროა იმუნიტეტისთვის, ტვინის ნორმალური ფუნქციონირებისთვის და აშ. გაამახვილეთ ყურადღება ზღვის პროდუქტებზე, თხილზე, ფხალზე, სოკოსა და ბოსტნეულზე.

გამონაყარი

9 მიზეზი სასწრაფო რეაგირებისთვის! – როდის გაკლიათ ვიტამინები
ძალიან ცხიმიან კანზე ხშირი გამონაყარის მიზეზი ვიტამინი b2ის ნაკლებობა შეიძლება გახდეს. გაამდიდრეთ რაციონი ფხალით, ნატურალური იოგურტებით და ინდაურის ხორცით.

ნაპრალები ენაზე

9 მიზეზი სასწრაფო რეაგირებისთვის! – როდის გაკლიათ ვიტამინები

ენაზე ნაპრალები შეიძლება ძალიან მტკივნეული იყოს. გაზარდეთ თევზის, მწვანე ბარდას, ავოკადოს, არაქისის მოხმარება, რომლებიც b3-ით არიან მდიდრები.

ნაადრევი გააჭაღარავება

9 მიზეზი სასწრაფო რეაგირებისთვის! – როდის გაკლიათ ვიტამინები
გაჭაღარავება ბუნებრივი ბიოლოგიური პროცესია, რომელიც ასაკის მატებას ახლავს თან. ცუდადაა საქმე, თუ ახალგაზრდა ადამიანი ჭაღარავდება. ვიტამინი B12-ის დეფიციტი ფერის ცვლილებას და გაჭაღარავებას იწვევს. პროცესის შეჩერება შეიძლება, თუ რაციონში თევზს, თეთრ ქათმის ხორცს და იოგურტს შეიტანთ.

ენის სიწითლე

9 მიზეზი სასწრაფო რეაგირებისთვის! – როდის გაკლიათ ვიტამინები
ფოლიუმჟავას ნაკლებობა ენის სიწითლეს და შეშუპებას იწვევს. ჭამეთ ბარდა, ბროკოლი, ოსპი.

ჭარბი ოფლი

9 მიზეზი სასწრაფო რეაგირებისთვის! – როდის გაკლიათ ვიტამინები
ამ დროს პრობლემა ვიტამინ D-ს დეფიციტია. ამის კომპენსირებისთვის ხშირად იყავით მზეზე, განსაკუთრებით ზამთრის დღეებში.

სრულფასოვანი და ბალანსირებული კვება ავიტამინოზს აგარიდებთ. რა თქმა უნდა, ყოველთვის შეგიძლიათ აფთიაქში ვიტამინების აბები შეიძინოთ, მაგრამ სინთეტიკური ვიტამინების მოხმარება სწორადაა საჭირო.

მასალის გამოყენების პირობები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ