ოთხშაბათი, ნოემბერი 27, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარისხვა-ამბებიგატესტვის პრაქტიკას ვუბრუნდებით?

გატესტვის პრაქტიკას ვუბრუნდებით?

„ზამთრის სეზონი პროგნოზირებადი პერიოდია, როდესაც დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, როდის ველოდებით გრიპის და გრიპისმაგვარი დაავადებების მატებასა და პიკს”, – განაცხადა იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ და აღნიშნა, რომ გრიპის ვირუსმა პიკს გასულ თვეში მიაღწია.

“სტატისტიკიდან ჩანს, რომ გრიპის შემთხვევები ნოემბრიდან იწყებს მატებას, დეკემბერ-იანვარი პიკია, თებერვალ-მარტ-აპრილში კი თანდათან მცირდება. იყო რამდენიმე წელი უახლოეს ისტორიაში, როცა მარტ-აპრილში მეორე პიკი გვქონდა, შედარებით დაბალი, თუმცა – პიკი.

წელს დეკემბერში დაიწყო გრიპის შემთხვევები და ქვეყანაში არსებობდა გრიპის ვირუსი, თუმცა ის არ იყო ძირითადი. ლაბორატორიული კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ გრიპის მაჩვენებელი ამ პერიოდში ჯერ იყო 5%, შემდეგ 16-20%, და იანვრიდან უკვე გახდა წამყვანი: 48-50-56% უკვე გრიპს ეჭირა”, – განმარტავს ივანე ჩხაიძე.

იაშვილის საავადმყოფოს დირექტორი ასევე განმარტავს, რომ, სტატისტიკაზე დაყრდნობით, თვიდან თვემდე ასევე იცვლება გრიპისთვის დამახასიათებელი სიმპტომების მკურნალობის პროტოკოლიც.

„როდესაც დეკემბერში შემოდის კლინიკაში დაავადება, მე არ ვიცი, რომ ის გრიპია. პირიქით, იმდენად მცირეა ამ პერიოდში ამ ვირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა, ვიცი, რომ გრიპი არ უნდა იყოს. მაგრამ როდესაც კლინიკაში შემოდის ბავშვი სიცხით, ხველებით, ყელის ტკივილით, იანვარში უკვე ვიცი, რომ ეს არის გრიპი და ვალდებული ვარ, დავიცვა ანტივირუსული პრეპარატი. ამიტომ ეს სტატისტიკა ექიმებს სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში გვეხმარება, იანვარში ჩვენ ძალიან ბევრი შემთხვევა სწორედ ამ ვირუსული პრეპარატის გამოყენებით ვმართეთ და ძალიან სწრაფი შედეგიც მივიღეთ. თებერვალ-მარტიდან კი შესაძლოა, კვლავ გატესტვის პრაქტიკას დავუბრუნდეთ”, – აღნიშნავს ივანე ჩხაიძე.

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniSilamaze.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

25 November, 2024
„აღნიშნულ სისტემას სჭირდება კარგად იმპლემენტაცია, ყველა იმ ნაკლოვანებისა და ხარვეზის აღმოფხვრა“ – მიხეილ სარჯველაძე

„აღნიშნულ სისტემას სჭირდება კარგად იმპლემენტაცია, ყველა იმ ნაკლოვანებისა და ხარვეზის აღმოფხვრა“ – მიხეილ სარჯველაძე

ნოემბერი 27, 2024
რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

25 ნოემბერი 2024
მყუდრო ინტერიერის 4 აუცილებელი შემადგენელი

მყუდრო ინტერიერის 4 აუცილებელი შემადგენელი

ნოემბერი 27, 2024
თბილისში საახალწლო ღონისძიებები 13 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით გაიმართება

თბილისში საახალწლო ღონისძიებები 13 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით გაიმართება

ნოემბერი 27, 2024
როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

20 ნოემბერი 2024
Euronews – ხარიხიანი თოვლი, იაფი სერვისი, რატომ უნდა ვისრიალოთ ამ ზამთარს საქართველოში

Euronews – ხარიხიანი თოვლი, იაფი სერვისი, რატომ უნდა ვისრიალოთ ამ ზამთარს საქართველოში

ნოემბერი 27, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ზეთის იმპორტი -რა ფასად ვყიდულობთ ზეთს

ზეთის იმპორტი -რა ფასად ვყიდულობთ ზეთს

ნოემბერი 26, 2024
რატომ უნდა ვიმოგზაუროთ ზამთარში? 4 რჩევა მოგზაურებს

რატომ უნდა ვიმოგზაუროთ ზამთარში? 4 რჩევა მოგზაურებს

27 ნოემბერი 2024
თბილისში საახალწლო ღონისძიებები 13 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით გაიმართება

თბილისში საახალწლო ღონისძიებები 13 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით გაიმართება

ნოემბერი 27, 2024
„ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნება საქართველოსა და მსოფლიოში

„ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნება საქართველოსა და მსოფლიოში

ნოემბერი 26, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
spot_img

ბოლო სიახლეები