რა ზემოქმედებას ახდენს მარიხუანა ადამიანის ტვინსა და პოტენციაზე. ამის შესახებ ფსიქიატრი ლევან ანდრონიკაშვილი „იმედის დღეს“ ესაუბრება.
„მარიხუანა არის მესამე ყველაზე მოხმარებადი ნივთიერება მსოფლიოში, რომელმაც შეიძლება გამოიწვისო ადიქციაც. დოზის რეგულირება ასე ადვილი რომ იყოს, კარგი იქნებოდა. რას მოელიან, რა გინდა შეცვალოთ მარიხუანის მიღებით? ზოგი ამბობს, კრეატიულობა მიუკეთესდებაო, მაგრამ რომ შეადარეს, ეს არის შეგრძნება და არა სინამდვილე. იმავე პიროვნებას ბევრად მცირე დროში შეუძლია გააკეთოს იმავენაირი პროექტი, ვიდრე მარიხუანას გამოყენების დროს… მეხსიერება, კონცენტრაცია, გადაწყვეტილებების მიღება… ადამიანი კარგავს დროის შეგრძნებას. მინახავს ხალხი, რომელმაც ერთხელ მოწია და იმის შემდეგ შფოთვებსა და პანიკებშია. 10-15 წლის წინ უკვე ვიცოდით, რომ ორსულობის მოშლის დროს ან მამაკაცი იყენებდა მარიხუანას, ან ქალი. ორჯერ მეტია ასეთ შემთხვევებში. მერე დაისვა კითხვები, რა გავლენა ჰქონდა კვერცხუჯრედსა და სპერმატოზოიდზე…“, – ამბობს ანდრონიკაშვილი.
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
მასალის გამოყენების პირობები