ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია ლეიკემიის, ლიმფომის, მიელოდისპლასტიკური სინდრომის, მრავლობითი მიელომას და სხვა მსგავსი ონკოლოგიური დაავადების მკურნალობის მეთოდია. იგი გულისხმობს თვითონ პაციენტის ან თავსებადი დონორის ძვლის ტვინში არსებული ჯანსაღი ღეროვანი უჯრედების გადანერგვას.
ალლოგენური ტრანსპლანტაცია გამოიყენება ისეთ დაავადებებში, როგორიცაა მწვავე მიელოიდური ლეიკემია, ქრონიკული მიელოციტური ლეიკემია, ქრონიკული ლიმფოციტური ლეიკემია, არაჰოჯკინის ლიმფომა, მიელო დისპლასტიკური სინდრომი, მძიმე აპლასტიკური ანემია. აუტოლოგიური ტრანსპლანტაცია რეკომენდებულია მრავლობითი მიელომას ზოგიერთი სახეობის, ჰოჯკინის ლიმფომის და მწვავე მიელოიდური ლეიკემიის დროს.
მედიკანა ჯანდაცვის ჯგუფი თავისი გამოცდილი ექიმებითა და პროფესიონალთა გუნდით წარმატებით ახორციელებს ძვლის ტვინის გადანერგვის პროცედურას და გთავაზობთ უსაფრთხო და ხარისხიან მომსახურებას ჩვენს თანამედროვე კლინიკებში.