6 შეცდომა, რომლებიც ქალბატონებს ინტიმური ადგილების ქარსვისას უქმნის პრობლემას

0
18
#image_title

მანამ, სანამ იმ შეცდომებზე დავიწყებდეთ საუბარს, რომლებსაც, დიდი ალბათობით, ყველა ქალბატონი უშვებს, უნდა ვიცოდეთ ერთი რამ: არ არსებობს სტანდარტული, სწორი ან არასწორი ვარიანტი თქვენი თმების სიგრძისა. ეს მთლიანად თქვენი პირადი საქმეა.

6 შეცდომა, რომლებიც ქალბატონებს ინტიმური ადგილების ქარსვისას უქმნის პრობლემას
თუმცა, თუ ინტიმურ ზონაში გლუვი კანი გსურთ და დამოუკიდებლად, საშინაო პირობებში იცილებთ თმებს და არ მიმართავთ ეპილაციას, შესაძლოა, უამრავი შეცდომა დაუშვათ.

6 შეცდომა, რომლებიც ქალბატონებს ინტიმური ადგილების ქარსვისას უქმნის პრობლემას
შეცდომა #1: ძველი სამართებლის გამოყენება

თქვენ ხომ არასდროს გინახავთ მამაკაცი, რომელიც მყარი საპნითა და ჟანგიანი სამართებლით იპარსავს კანს, არა?
ეს იმიტომ, რომ ინსტრუმენტებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს! არასდროს გამოიყენოთ ბლაგვი ან ძველი სამართებელი ინტიმურ ზონაში, რადგანაც ამან, შესაძლოა, გამოიწვიოს ჩაზრდილი თმები და ტრავმები. გირჩევთ, ძველი სამართებლები სხვა, ნაკლებად მგრძნობიარე ადგილებისთვის შეინახოთ, მაგალითად, ფეხებისა და ხელებისთვის.
ხოლო, თუ სამართებელზე ჟანგს ხედავთ, მაშინვე მოიშორეთ იგი თავიდან და იყიდეთ დამატებითი 5 სამართებელი, რათა ყოველთვის გქონდეთ ხელთ ახალი საპარსი, როცა სადმე გეჩქარებათ.


შეცდომა #2 : პარსვა გახურების გარეშე

ვიცით, რომ ყოველთვის გეჩქარებათ, მაგრამ ეს არ უნდა იყოს ამ უმნიშვნელოვანესი ეტაპის გამოტოვების მიზეზი. თმის მოშორებამდე 10 წუთის განმავლობაში მაინც უნდა გაახუროთ ბიკინის ზონა თბილი წყლით. ეს დაარბილებს კანს, გახსნის ფორებს და მნიშვნელოვნად გაამარტივებს მთელ პროცესს. ამას გარდა, რეგულარულად გამოიყენეთ სკრაბები, რათა მოიშოროთ მკვდარი უჯრედები, რითაც ჩაზრდილი თმების პრობლემას მოაგვარებთ.

6 შეცდომა, რომლებიც ქალბატონებს ინტიმური ადგილების ქარსვისას უქმნის პრობლემას
შეცდომა #3 : თმის სიგრძის უგულებელყოფა

მაშინაც კი, თუ სამართებელი თქვენი „საუკეთესო მეგობარია“, არის შემთხვევები, როცა მისი გამოყენება არაა მიზანშეწონილი.
თმის სიგრძე, რომლის გაპარსვასაც აპირებთ, არ უნდა აღემატებოდეს 6 მილიმეტრს. თუ თმა ამ სიგრძეზე მეტია, გამოიყენეთ ტრიმერი. ასე დაამოკლებთ თმებს და შემდეგ სამართებელს გამოიყენებთ.

6 შეცდომა, რომლებიც ქალბატონებს ინტიმური ადგილების ქარსვისას უქმნის პრობლემას

შეცდომა #4 : მშრალი კანის პარსვა

ალბათ, ცხოვრებაში გქონიათ ისეთი მომენტიც, როცა პაემანზე ძალიან გეჩქარებოდათ. ჩვენ ყოველთვის სადღაც გვეჩქარება, მაგრამ ეს არ უნდა ეხებოდეს პარსვას, რადგან თმების მოშორება სწრაფად, კანის დარბილებისა და დასველების გარეშე იწვევს გაღიზიანებასა და ჭრილობებს. იზრუნეთ თქვენს მგრძნობიარე კანზე და წინასწარ დაალბეთ იგი წყლით. ეს პროცესს გაცილებით უვნებელს გახდის.

6 შეცდომა, რომლებიც ქალბატონებს ინტიმური ადგილების ქარსვისას უქმნის პრობლემას
შეცდომა #5 : ტანსაცმლის არასწორად შერჩევა

თუ ეს შესაძლებელია, არ ჩაიცვათ სინთეტიკური სტრინგები გაპარსვისთანავე. კანი ამ დროს სტრესს განიცდის, ამიტომ მას კარგად დასვენება სჭირდება. აირჩიეთ ბამბის თეთრეული, რომელიც არსად გიჭერთ.

6 შეცდომა, რომლებიც ქალბატონებს ინტიმური ადგილების ქარსვისას უქმნის პრობლემას

შეცდომა #6 : ჩვეულებრივი ლოსიონის გამოყენება პარსვის შემდეგ

მას-მარკეტში ნაყიდი საპარსი ლოსიონი, შესაძლოა, შეიცავდეს ისეთ კომპონენტებს, რომლებიც კანს გააღიზიანებს. ბუნებრივია, გაჩნდება კითხვა – რომელი პროდუქტი უნდა გამოიყენოთ? შეგიძლიათ, წაისვათ ქოქოსის ზეთი ან ალოე ვერას გელი – ისინი იდეალურად დაარბილებს და დაატენიანებს კანს.

6 შეცდომა, რომლებიც ქალბატონებს ინტიმური ადგილების ქარსვისას უქმნის პრობლემას
ნუ გაიმეორებთ ამ შეცდომებს, თუ გსურთ, რომ თქვენი კანი იდეალურად გლუვი და ჯანმრთელი იყოს.

მასალის გამოყენების პირობები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ