ოთხშაბათი, ნოემბერი 27, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარიUncategorized„აკრედიტაციასა და სერტიფიკაციას შორის დიდი განსხვავებაა...“

„აკრედიტაციასა და სერტიფიკაციას შორის დიდი განსხვავებაა…“

საქართველოში სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციის პროცესი დაიწყო.

საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანიზაციას „აკრედიტაცია კანადას“ საქართველოში გიორგი ფხაკაძე წარმოადგენს.

„აკრედიტაცია კანადა მსოფლიოს 40-მდე ქვეყანაში 15,000-მდე ორგანიზაციას დაეხმარა, რომ დანერგონ საერთაშორისო სტანდარტი თავიანთ სამედიცინო დაწესებულებებში“, – ამბობს გიორგი ფხაკაძე.

ორგანიზაციამ საქართველოში უკვე ჩამოაყალიბა ოფისი, რომელიც ქართველ ექსპერეტებს მოამზადებს, რომლებიც შემდგომში დაეხმარებიან კლინიკებს საერთაშორისო სტანდარტების დაკმაყოფილებაში.

მთავრობის დადგენილება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართულ კლინიკებს, 2025 წლის იანვრიდან საერთაშორისო აკრედიტაციის გავლას ავალდებულებს.

ხარისხიანი ჯანდაცვა, სამედიცინო სერვისები, კვალიფიციური პერსონალი და გამართული ინფრასტრუქტურა – ეს იმ სტანდარტების ნაწილია, რომელსაც კლინიკები უნდა აკმაყოფილებდნენ.

გიორგი ფხაკაძე მოუწოდებს კლინიკებს, დროულად დაიწყონ აკრედიტაციისთვის მზადების პროცესი, რასაც, შეიძლება რამდენიმე თვე ან წელი დაჭირდეს.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ორგანიზაციის – „კანადა აკრედიტაციის“ ხელმძღვანელი გიორგი ფხაკაძე აცხადებს, რომ გადავდივართ რაოდენობრივ, ხარისხიან ჯანდაცვაზე, რათა ჯანდაცვა იყოს ხარისხიანი და კარგი.

რას ნიშნავს საერთაშორისო აკრედიტაცია კლინიკებისთვის და რას შეცვლის ეს საქართველოში?

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე ამბობს, რომ აკრედიტაციასა და სერტიფიკაციას შორის დიდი განსხვავებაა.

„აკრედიტაციასა და სერტიფიკაციას შორის დიდი განსხვავებაა. ISO-ს საერთაშორიშო სერტიფიკაცია საქართველოში უკვე ცნობილია, ბევრი ქარხანა და წარმოებაა აკრედიტებული ISO-ს მიერ. მაგალითისთვის ვიტყვი, რომ ინდოეთში საპირფარეშოები ISO-ს მიერაა სერტიფიცირებული.

ამიტომ, ზოგჯერ მეცინება ხოლმე, ზოგი კომპანია ისე ამაყობს ამ სტანდარტით, მაგრამ როცა ვსაუბრობთ აკრედიტაციაზე, ეს სულ სხვა პროცესია და ეს არ არის სტანდარტიზაცია. თუ ISO იმას უყურებს, დოკუმენტაცია არის თუ არა მოწესრიგებული, აკრედიტაცია, ამასთან ერთად, აკონტროლებს იმას, რომ პროცესები უნდა იყოს დალაგებული“, – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.

მისი თქმით, მსოფლიოში, სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციის პროცესი ინტენსიურად, 90-იანი წლებიდან დაიწყო, მაგრამ აკრედიტაციის მიმნიჭებელი პირველი ორგანო 1951 წელს, აშშ-ში ჩამოყალიბდა, რომელსაც ჰქვია Joint Commission და რომლის ძირითადი ფუნქცია სამედიცინო დაწესებულებების სტანდარტიზაციაა

„მსოფლიოში, სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციის პროცესი ინტენსიურად, 90-იანი წლებიდან დაიწყო, მაგრამ აკრედიტაციის მიმნიჭებელი პირველი ორგანო 1951 წელს, აშშ-ში ჩამოყალიბდა, რომელსაც ჰქვია Joint Commission და რომლის ძირითადი ფუნქცია სამედიცინო დაწესებულებების სტანდარტიზაციაა. 1958 წელს, მეორე ასეთი ორგანიზაცია – „აკრედიტაცია კანადა“ ჩამოყალიბდა ანუ, პრაქტიკულად, ყველაზე ძველი ორგანიზაციები მსოფლიოში ეს ორია. აშშ-ში, საავადმყოფოების უმრავლესობა აკრედიტებულია Joint Commission-ის მიერ, ხოლო კანადაში – „აკრედიტაცია კანადას“ მიერ.

შემდეგ შეიცვალა კანონმდებლობა აშშ-სა და კანადაში, აშშ-ის ფედერალურმა მთავრობამ გადაწყვიტა, რომ თუ ვინმეს უნდოდა, მიეღო ერთი დოლარიც კი ფედერალური მთავრობისგან, მაშინ უნდა ჰქონოდა Joint Commission-ის აკრედიტაცია. ეს კი იმის მანიშნებელი იყო, რომ საავადმყოფო აკმაყოფილებდა სტანდარტებს. ასე დაიწყო აკრედიტაციის მეშვეობით საავადმყოფოებსა და სახელმწიფოებთან ურთიერთობები. კანადაშიც აბსოლუტურად იგივე კონცეფციაა, რომელიც შემდეგ გადაიღეს ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებმა. 90-იან წლებში, ამ ორმა ორგანიზაციამ დაიწყო საერთაშორისო დონეზე მუშაობა.

ასე ჩამოყალიბდა Joint Commission International – JCI და „კანადა აკრედიტაცია“ დარჩა ამ სახელწოდებით, მათთან ერთად ათეულობით ორგანიზაცია შეიქმნა, რადგან აკრედიტაციაც დიდი მოთხოვნა იყო.

შესაბამისად, 90-იან წლებში, ჩამოყალიბდა საერთაშორისო ორგანიზაცია ჟენევაში, რომელიც არის აკრედიტაციის მიმნიჭებელი ორგანიზაციების აკრედიტატორია. პარალელურად, მაგალითად, საფრანგეთმა გადაწყვიტა, რომ უარი ეთქვა საერთაშორისო სტანდარტებზე, რადგან ჰქონოდა საკუთარი, ეროვნული და ერთის გარდა, ყველა საავადმყოფო საფრანგეთში, აკრედიტაციის მიმნიჭებელი ეროვნული ორგანიზაციის მიერაა აკრედიტებული.

ორგანო რომ ჩაითვალოს საერთაშორისოდ, თავად უნდა იყოს აკრედიტირებული და მისი სტანდარტები უნდა იყოს საერთაშორისო დონის. სამწუხაროდ, საქართველოში ბევრი ორგანიზაციაა, რომლებიც არ არიან აკრედიტირებულნი, როგორც საერთაშორისო ორგანიზაციები. ეს იგივეა, მე და თქვენ რომ ჩამოვაყალიბოთ ორგანიზაცია და ვთქვათ, რომ საერთაშორისოა. მეორე საკითხია სტანდარტები, რომელთა მიხედვითაც, საავადმყოფოებში პროცესები უნდა იყოს საერთაშორისო დონის შესაბამისი…“ – აღნიშნა გიორგი ფხაკაძემ.

 
 
 
 
მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი სიახლეები
11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

25 November, 2024
არის თუ არა ჰიპერაქტიურობა ნევროლოგიური დარღვევა? სჭირდება თუ არა ამ დროს ბავშვს დახმარება?

არის თუ არა ჰიპერაქტიურობა ნევროლოგიური დარღვევა? სჭირდება თუ არა ამ დროს ბავშვს დახმარება?

ნოემბერი 27, 2024
რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

25 ნოემბერი 2024
მყუდრო ინტერიერის 4 აუცილებელი შემადგენელი

მყუდრო ინტერიერის 4 აუცილებელი შემადგენელი

ნოემბერი 27, 2024
საიდან და როგორ დაიწყო „შავი პარასკევის“ ისტორია და რატომ მიიღო მან ეს სახელი

საიდან და როგორ დაიწყო „შავი პარასკევის“ ისტორია და რატომ მიიღო მან ეს სახელი

ნოემბერი 26, 2024
როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

20 ნოემბერი 2024
სჯობს თავად ნახოთ – წინანდალი – ადგილი, სადაც ქართული მეღვინეობის ისტორია იწერებოდა

სჯობს თავად ნახოთ – წინანდალი – ადგილი, სადაც ქართული მეღვინეობის ისტორია იწერებოდა

ნოემბერი 26, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ზეთის იმპორტი -რა ფასად ვყიდულობთ ზეთს

ზეთის იმპორტი -რა ფასად ვყიდულობთ ზეთს

ნოემბერი 26, 2024
5 საუკეთესო საშობაო ბაზრობა ევროპაში

5 საუკეთესო საშობაო ბაზრობა ევროპაში

27 ნოემბერი 2024
სპექტაკლი “დარაბებს მიღმა გაზაფხულია” – ახმეტელის თეატრში

სპექტაკლი “დარაბებს მიღმა გაზაფხულია” – ახმეტელის თეატრში

ნოემბერი 26, 2024
„ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნება საქართველოსა და მსოფლიოში

„ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნება საქართველოსა და მსოფლიოში

ნოემბერი 26, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
spot_img

ბოლო სიახლეები