დასავლეთ საქართველოში არასრულწლოვანმა იმშობიარა, გაუპატიურების ბრალდებით მოზარდის მამა დააკავეს – “რადიო თავისუფლება”

0
22
#image_title

დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთ რაიონში არასრულწლოვანმა იმშობიარა. გოგოს გაუპატიურების ბრალდებით პოლიციამ მოზარდის მამა დააკავა – ინფორმაციას “რადიო თავისუფლება” ავრცელებს.

გამოცემას შსს-ში უდასტურებენ, რომ ოჯახის არასრულწლოვანი წევრის გაუპატიურების ბრალდებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11-137-ე პრიმა მუხლით დაიწყო. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულს 15-დან 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, 4 თებერვალს კაცს ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა. ამ ეტაპზე უცნობია, აღიარებს თუ არა კაცი მის მიმართ წაყენებულ ბრალს.

მასალის გამოყენების პირობები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ