პარასკევი, თებერვალი 21, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგი„ყველაფერი ეს კეთდება იმისათვის, რომ გავაძლიეროთ ჯანდაცვის სისტემა – ვიწყებთ საავადმყოფოების ხარისხი

„ყველაფერი ეს კეთდება იმისათვის, რომ გავაძლიეროთ ჯანდაცვის სისტემა – ვიწყებთ საავადმყოფოების ხარისხი

24/03/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



„ვალდებული ხარ, გახსნა შენი ყველა ფინანსური-ტექნიკური ანგარიში, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, სად მიდის საზოგადოების ფული!


ძვირფასო კოლეგებო, მე ექიმთან არ მაქვს პრეტენზია, ექიმის ბრალი არ არის, ის რომ მუშაობს საშინელ სისტემაში. ჩვენ უნდა დავეხმაროთ ჩვენს ექიმებს, ექთნებს და სანიტრებს! უნდა გავაძლიეროთ ჩვენი სისტემა! ამის გამკეთებელი კი ქვეყანაში არავინ არ არის!


ვიწყებთ საავადმყოფოების ხარისხის კონტროლს!“ – წერს გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში, პროფესორი გიორგი ფხაკაძე.


საქართველოს სამედიცინო დაწესებულებების დამოუკიდებელი შეფასებისა და აკრედიტაციის ინიციატივა


ვიწყებთ საავადმყოფოების ხარისხის კონტროლს, ეს არის მინიმალური სტანდარტი, პირველი – ბაზისური ეტაპი. ეს იქნება ძალიან მინიმალური ინდიკატორები, ეს გაიზრდება ყოველწლიურად. ყველაფერი ეს კეთდება იმისათვის, რომ გავაძლიეროთ ჯანდაცვის სისტემა.


აღნიშნული ინიციატივა ეკუთვნის პროფესორ გიორგი ფხაკაძეს, რომელიც ფრანგული ორგანიზაციის – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ – მიერ არის მხარდაჭერილი
ინიციატივის პრინციპებია:
• გამჭვირვალობა
• ხელმისაწვდომობა
• უსაფრთხოება


საქართველოში ნებისმიერ სამედიცინო დაწესებულებას, რომელსაც აქვს პრეტენზია მაღალ ხარისხზე, აწვდის უმაღლესი ხარისხის მომსახურებას და პაციენტებისთვის შექმნილი აქვს უსაფრთხო გარემო, შეუძლია გაიაროს და მიიღოს ქვეყანაში ერთადერთი დამოუკიდებელი სამედიცინო დაწესებულების აკრედიტაცია.


პროცესი 3-ეტაპიანია, საკმაოდ მარტივი და გამჭვირვალეა:
1. განაცხადის და კითხვარის შევსება (თანდართულია)
2. გასაუბრება და დაწესებულებაში ვიზიტი (ვირტუალური/პირდაპირ ფორმატში)
3. დასკვნის საჯარო გამოქვეყნება და აკრედიტაციის 2-წლიანი ვადის მინიჭება (80-ქულიანი ბარიერის გადალახვის შემთხვევაში),
მთელი პროცესი არის ნებაყოფლობითი და უფასო,
დამოუკიდებელი სამედიცინო აკრედიტაციის კრიტერიუმები არის დაყოფილი 4 თავად.


ყველა კითხვაზე უნდა იქნას გაცემული პასუხი:
1.კი; 2.არა; 3.კითხვარი მომზადების სტადიაშია.


ორგანიზაციამ უნდა წარადგინოს თითოეულ პუნქტზე დამადასტურებელი საბუთი.
ორგანიზაციის „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ქართული საკრედიტაციო კითხვარი (ვერსია 2021.1)
1. უწყვეტი სამედიცინო განათლება (30 ქულა)
1.1. 50 საათი წელიწადში – ექიმებისთვის (5 ქულა) konferenve
1.2. 25 საათი წელიწადში – ექთნებისთვის (10 ქულა)
1.3. ბოლო 2 წელიწადში 1 სამეცნიერო სტატია საერთაშორისო სამედიცინო ჟურნალში (5 ქულა)
1.4. ბოლო 2 წელიწადში 3 სამეცნიერო სტატია ქართულ სამედიცინო ჟურნალში (5 ქულა)
1.5. უწყვეტ განათლებაში დახარჯული თანხა შეადგენს დაწესებულების თანხის ბრუნვის მინიმუმ 2%-ს (5 ქულა)
2. სამედიცინო აპარატურის მინიმალური სტანდარტი (20 ქულა)
2.1. ყველა სამედიცინო აპარატურას ჩაუტარდა კალიბრაცია მწარმოებლის მიერ დადგენილი წესით (5 ქულა)
2.2. სამედიცინო აპარატურის სათადარიგო ნაწილები, სახარჯი მასალები, რეაგენტები აპარატურის მწარმოებლის მიერ არის რეკომენდებული (5 ქულა)
2.3. სამედიცინო აპარატურის კომპიუტერული მართვა (ანალიზების მართვა) (5 ქულა)
2.4. ჰაერის სავენტილაციო სისტემების არსებობა (ჰეპა ფილტრებით აღჭურვილი საცირკულაციო სისტემა) (5 ქულა)
3. ინფექციის კონტროლი (25 ქულა)
3.1. ინფექციის კონტროლის სახელმწიფო სტანდარტები და ნორმები განხორციელებულია (5 ქულა)
3.2. დაწესებულების დეკონტამინაციის (სანიტარიული) სამსახურის სისტემა (დალაგება, ხელსაწყოები, ქიმიკატები, ნაგვის/ნარჩენების უტილიზაცია) გეგმის მიხედვით ფუნქციონირებს (10 ქულა)
3.3. პაციენტებისა და სამედიცინო პერსონალისათვის სამრეცხაოსა და კვების (სასადილოს) სტანდარტები შემუშავებულია და კონტროლდება (10 ქულა)
4. გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება (25 ქულა)
4.1. დანერგილია ელექტრონული მართვის (e-health) სისტემა (5 ქულა)
4.2. წლიურ ანგარიშს დაწესებულება აქვეყნებს საჯაროდ (ფინანსური, პროგრამული) (5 ქულა)
4.3. პაციენტთა კმაყოფილების/უკმაყოფილების გამოკითხვის ანგარიში (პაციენტების მიერ შეფასების სისტემა (არ უნდა იყოს წაშლის შესაძლებლობა)) გასაჯაროებულია და გადადგმულია შესაბამისი კონკრეტული ნაბიჯები (5 ქულა)
4.4. დაწესებულების შესახებ: დასახელება, მისამართი, სერვისების ჩამონათვალი, სპეციალისტების/ექიმების ჩამონათვალი, მმართველი გუნდის/საბჭოს ჩამონათვალი, მფლობელების ჩამონათვალი, საჯარო ხელმისაწვდომობა ვებგვერდზე/ სოციალურ ქსელში (5 ქულა)
4.5. ბოლო 2 წელიწადში ექიმის პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხი თუ განხილულა სამედიცინო დაწესებულებაში კომპეტენტური ორგანოს მიერ (5 ქულა)
5. ხელმისაწვდომობა და უსაფრთხოება
5.1. დაწესებულება ხელმისაწვდომია შშმ პირებისთვის (10 ქულა)
5.2. თამბაქოს კონტროლი რეგილაციები დანერგილია (5 ქულა)
5.3. სახანძრო უსაფრთხოება უზრუნველყოფილია (5 ქულა)
გისურვებთ წარმატებებს,


დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: info@accreditation.ge

Accréditation Sans Frontières | 32, Boulevard de Rochechouart, 75018 Paris – France Tél : + 33 (0) 753902263 | www.france-asf.fr | Association d’intérêt général à but humanitaire et non lucratif régie par la loi du 01/07/1901 déclarée à la Préfecture de Police Paris le 18/06/2020 RNA n° W751257030 – Insertion au Journal Officiel du 27/06/2020 – Annonce n° 1340 – SIRET n° 88807681700012 – APE n° 9499Z




Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი სიახლეები
საუკეთესო ტაპას ბარები ესპანეთში

საუკეთესო ტაპას ბარები ესპანეთში

20 February, 2025
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა საზედამხედველო საქმიანობის გეგმა დაამტკიცა

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა საზედამხედველო საქმიანობის გეგმა დაამტკიცა

თებერვალი 21, 2025
ტორონტოში 17 თებერვალს მომხდარი ავიაკატასტროფის დროს გადარჩენილ მგზავრებს კომპენსაციის სახით 30 ათასი დოლარი შესთავაზეს

ტორონტოში 17 თებერვალს მომხდარი ავიაკატასტროფის დროს გადარჩენილ მგზავრებს კომპენსაციის სახით 30 ათასი დოლარი შესთავაზეს

21 თებერვალი 2025
სწორი ვენტილაცია საკანალიზაციო არხებში: მნიშვნელობა, პრინციპები და ეფექტური გადაწყვეტილებები

სწორი ვენტილაცია საკანალიზაციო არხებში: მნიშვნელობა, პრინციპები და ეფექტური გადაწყვეტილებები

თებერვალი 21, 2025
ამინდის გაუარესებასთან დაკავშირებით 112 მოსახლეობას აფრთხილებს

ამინდის გაუარესებასთან დაკავშირებით 112 მოსახლეობას აფრთხილებს

თებერვალი 21, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
ამინდის გაუარესებასთან დაკავშირებით 112 მოსახლეობას აფრთხილებს

ამინდის გაუარესებასთან დაკავშირებით 112 მოსახლეობას აფრთხილებს

თებერვალი 21, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
რატომ ეკრძალებათ ორსულებს სუშის მირთმევა?

რატომ ეკრძალებათ ორსულებს სუშის მირთმევა?

თებერვალი 21, 2025
სრულყოფილი გზამკვლევი ბარსელონასთვის: ადგილები, ხარჯები, კვება

სრულყოფილი გზამკვლევი ბარსელონასთვის: ადგილები, ხარჯები, კვება

21 თებერვალი 2025
თბილისში ახალგაზრდა კაცი მოკლეს — დაკავებულია 3 პირი

თბილისში ახალგაზრდა კაცი მოკლეს — დაკავებულია 3 პირი

თებერვალი 21, 2025
თბილისი ციფრული მომთაბარეებისთვის მსოფლიოს საუკეთესო ქალაქად დასახელდა — Enjoy Travel

თბილისი ციფრული მომთაბარეებისთვის მსოფლიოს საუკეთესო ქალაქად დასახელდა — Enjoy Travel

თებერვალი 21, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
spot_img

ბოლო სიახლეები