სახის კანის მოვლა ყველასთვის მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით მათთვის, ვინც ბუნებრივი მეთოდებით ცდილობს სილამაზის შენარჩუნებას. კივი ერთ-ერთი საუკეთესო ინგრედიენტია სახის ნიღბისთვის,
სახის ნიღაბი, ცოცხალი კივით დამზადებული შეიცავს ვიტამინ C-ს, ანტიოქსიდანტებსა და ფერმენტებს, რომლებიც კანს ანახლებს, ატენიანებს და აძლევს ბზინვარებას.
კივის ნიღბის სარგებელი
1. კანის გაწმენდა – კივი მდიდარია ანტიოქსიდანტებით, რომლებიც აშორებს მკვდარ უჯრედებს და ამცირებს კანის ცხიმიანობას.
2. ატენიანებს და კვებავს – კივი შეიცავს ვიტამინებსა და მინერალებს, რომლებიც ხელს უწყობს კანის დატენიანებას.
3. ამცირებს პიგმენტაციას – კივიში არსებული ვიტამინი C ხელს უწყობს მუქი ლაქების გასუფთავებას და კანის ტონუსის გათანაბრებას.
4. კანის გაახალგაზრდავება – კივის ნიღაბი ხელს უწყობს კოლაგენის გამომუშავებას, რაც კანს სიძლიერესა და ელასტიურობას უნარჩუნებს.
კივის ნიღბის მომზადება
ინგრედიენტები: 1 ცალი კივი, 1 ჩაის კოვზი თაფლი, 1 სუფრის კოვზი იოგურტი (ან არაჟანი)
მომზადების და გამოყენების წესი:
1. გათალეთ კივი და ჩანგლით კარგად დაწურეთ, რომ მიიღოთ პიურეს მსგავსი მასა.
2. დაამატეთ თაფლი და იოგურტი, შემდეგ კარგად აურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
3. დაიტანეთ ნიღაბი სუფთა და მშრალ კანზე.
4. გაიჩერეთ 15-20 წუთის განმავლობაში.
5. ჩამოიბანეთ თბილი წყლით და მსუბუქი მოძრაობებით შეიმშრალეთ სახე.
6. ნიღბის შემდეგ, სახეზე წაისვით დამატენიანებელი კრემი საუკეთესო შედეგის მისაღებად.
ნიღაბი არ გამოიყენოთ ღია ჭრილობებზე ან გაღიზიანებულ კანზე.
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #pitskhelauri #აქხარისხია
გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi
მასალის გამოყენების პირობები