ლინ ფრედერიკი იყო მოდელი, მსახიობი და კინოპროდიუსერი. ის ათწლიანი კარიერის განმავლობაში 30-ზე მეტ ფილმში გადაიღეს.
ლინ ფრედერიკი ერთნაირი წარმატებით ართმევდა თავს როლებს სამეცნიერო ფანტასტიკის, საშინელებათა, რომანტიკული დრამის, კლასიკური ვესტერნისა თუ კომედიის ჟანრს. ლინ ფრედერიკი მიმზიდველობის, დახვეწილი გარეგნობის, ანგელოზის ღიმილისა და კლასიკური შარმის წყალობით, ყოველთვის ყურადღების ცენტრში იყო.
1970-იანი წლების დასაწყისში ფრედერიკი იყო ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და პოპულარული ბრიტანელი თინეიჯერი, ისევე, როგორც ჰეილი მილსი და ოლივია ჰასეი. ის ხშირად ჩნდებოდა, როგორც მოდელი, გაზეთებსა და მოდის ჟურნალებში.
ლინის დებიუტი შედგა ფილმში “Blade of Grass”(1970). კრიტიკოსებმა ფილმს არაერთგვაროვანი შეფასება მისცეს, მაგრამ მისი კარიერა მაინც აღმავალი იყო.
ფრედერიკის, როგორც მსახიობის და მოდელის პოპულარობა 70-იან წლებში გაიზარდა. მან ხელახლა შექმნა საკუთარი თავი, როგორც დახვეწილი, გლამურული გოგონა; გახდა კინოს სექს-სიმბოლო. მისმა კარიერამ დაღმასვლა დაიწყო 1980-იან წლებში და, რამდენიმე მოსმენის მიუხედავად, ვერ მიიღო სასურველი როლი. მისი ბოლო როლი იყო ფილმში „დოქტორ ფუ მანჩუს ბოროტი შეთქმულება“
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #pitskhelauri #აქხარისხია
გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi
მასალის გამოყენების პირობები