კვირა, სექტემბერი 8, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგირა განსხვავებაა მიკრონიდლინგისა და პლაზმოთერაპიის პროცედურებს შორის

რა განსხვავებაა მიკრონიდლინგისა და პლაზმოთერაპიის პროცედურებს შორის

აკნეს შემდგომი ლაქების სამკურნალოდ, დაბერების ნიშნებთან საბრძოლველად და კანის გასაჯანსაღებლად, სხვა პროცედურებთან ერთად, ინოვაციურ შესაძლებლობად ითვლება მიკრონიდლინგისა და პლაზმოთერაპიის კომბინაცია, რომელიც სულ უფრო და უფრო მოთხოვნადი ხდება.

მიკრონიდლინგი არის მეთოდი, რა დროსაც უწვრილესი ნემსებით დაფარული სპეციალური მოწყობილობით – DermaPen-ით კანს უამრავი მიზანმიმართული მიკროდაზიანება ადგება. კანის დამცავი მექანიზმი ამ პროცესს განიხილავს, როგორც დაზიანებას და დაუყოვნებლივ სამკურნალო პროცესს იწყებს.აღნიშნული მოწყობილობა ასტიმულირებს კანში კოლაგენის დამატებით წარმოებას, რაც ხელს უწყობს ფორების შემცირებას, ნაწიბურების გასადავებას და ამცირებს დაბერების ნიშნებს – წვრილ დანაოჭებას.

რაც შეეხება პლაზმოთერაპიას, ამ დროს სახის კანის გასაჯანსაღებლად პაციენტის სისხლის პლაზმა გამოიყენება, რომელიც თრომბოციტებითაა გაჯერებული. სწორედ თრომბოციტები აჩქარებს ჭრილობებისა და დაზიანებების მკურნალობას, ვინაიდან სისხლის შედედებას უწყობს ხელს. თრომბოციტებით მდიდარი პლაზმა შეიცავს ცილებს, მათ შორის ზრდის ფაქტორებსა და ციტოკინებს. ზემოთ აღნიშნული პრობლემების მოსაგვარებლად კი ამ ორი დამოუკიდებელი მეთოდის შერწყმა უკეთესი შედეგის მომტანია, ვიდრე თითოეული ცალ-ცალკე.

სარგებელზე საუბრისას აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ 2016 წელს ჩატარებულმა კვლევამ აკნეს ნაწიბურებზე მიკრონიდლინგს+პლაზმოთერაპიის გავლენა შეისწავლა. 50 ადამიანზე ჩატარებული კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ გამოხდილი წყლით გაკეთებულმა მიკრონიდლინგმა აკნეს ნაწიბურები 45.84%-ით, ხოლო პლაზმათი მიკრონიდლინგმა 62.20%–ით გააუმჯობესა. აღსანიშნავია, რომ მკურნალობისას გვერდითი ეფექტი ცდის არც ერთ მონაწილეს არ გამოვლენია.

პროცედურა იდეალურია სტრუქტურულად სქელი, ფოროვანი, ცხიმიანი კანის შემთხვევაში. რეკომენდებული არ არის მგრძნობიარე, თხელი და მშრალი კანისთვის, ზედაპირული კაპილარების შემთხვევაში. ცალსახად გამორიცხულია ჩირქოვანი გამონაყარის, პუსტულოზური  აკნეს, სებორეული დერმატიტის, ჰერპესის დროს, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, კანი ისევ დაინფიცირდეს და უარეს მდგომარეობაში აღმოჩნდეს.

შედეგი, პირველი პროცედურიდან, დაახლოებით 10-14 დღეში ჩანს, როდესაც დამუშავებელი კანი ჩამოიფრცქვნება. პაციენტი აუცილებლად შეამჩნევს, რომ იგი უფრო გლუვი და ერთგვაროვანი გახდა. რაც შეეხება სიხშირეს, იდეალურია, 3-4 პროცედურის ჩატარება ერთ თვიანი ინტერვარლით, რათა კანმა აღდგენაც მოასწროს. ინდივიდუალურია ისიც, თუ რა პერიოდის შემდეგაა მიზანშეწონილი კურსის განმეორება, საშაულოდ 6 თვე – 1 წელი.

გადამწყვეტ როლს თამაშობს სანდო და მაღალპროფესიონალური კლინიკა, სადაც პაციენტს ზუსტ დიაგნოზს დაუსვამენ. დიაგნოზისა და კანის მდგომარეობის გათვალისწინებით, სწორად შეირჩვა მკურნალობის გეგმა, სეანსების თანმიმდევრობა. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია გარემო, რომელშიც პაციენტს ეს პროცედურა უტარდება, ერთჯერადი და სტერილური იარაღები, რომელსაც ექიმი გამოიყენებს.

წყარო: https://kani.ge/

#drpkhakadze  #shenisilamaze  #gochadze 

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
Giorgi Pkhakadze
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
როგორ უნდა დაგეგმოთ იდეალური 1 დღე ტრასტევერეში, რომში

როგორ უნდა დაგეგმოთ იდეალური 1 დღე ტრასტევერეში, რომში

7 September, 2024
გაიგეთ უახლესი მიღწევები სამედიცინო რობოტექნოლოგიაში – ღორს ენდოსკოპია დისტანციურად, 9 300 კილომეტრი მანძილიდან, ჩაუტარეს

გაიგეთ უახლესი მიღწევები სამედიცინო რობოტექნოლოგიაში – ღორს ენდოსკოპია დისტანციურად, 9 300 კილომეტრი მანძილიდან, ჩაუტარეს

სექტემბერი 6, 2024
ნაკრებში არასდროს გამიტანია გოლი, პირველი გოლია და იმედია ასე გავაგრძელებთ – გიორგი ქოჩორაშვილი

ნაკრებში არასდროს გამიტანია გოლი, პირველი გოლია და იმედია ასე გავაგრძელებთ – გიორგი ქოჩორაშვილი

8 სექტემბერი 2024
როგორ შევარჩიოთ სამზარეულოს წინსაფარი – 5 მთავარი რჩევა

როგორ შევარჩიოთ სამზარეულოს წინსაფარი – 5 მთავარი რჩევა

სექტემბერი 7, 2024
რატომ არ ვაშენებთ მიწავაშლას? – სამკურნა­ლოა, მასში დიდი რაოდენობით არსებული ინულინი – პოლისაქარიდი, რომელიც გამოიყე­ნება როგორც სახამებლისა და შაქრის შემ­ცვლე­ლი შაქრიანი დიაბეტის დროს

რატომ არ ვაშენებთ მიწავაშლას? – სამკურნა­ლოა, მასში დიდი რაოდენობით არსებული ინულინი – პოლისაქარიდი, რომელიც გამოიყე­ნება როგორც სახამებლისა და შაქრის შემ­ცვლე­ლი შაქრიანი დიაბეტის დროს

სექტემბერი 5, 2024
„თავდაჯერება არის ყველაზე დიდი საჩუქარი, რაც შეიძლება შვილებს აჩუქოთ“ – სანდრო ჯეჯელავა

„თავდაჯერება არის ყველაზე დიდი საჩუქარი, რაც შეიძლება შვილებს აჩუქოთ“ – სანდრო ჯეჯელავა

8 სექტემბერი 2024
თბილისში ერთ-ერთი საინტერესო და ლამაზი ადგილი, რომალიც აუცილებლად უნდა ნახო და სტუმარსაც აჩვენო თბილისის ბოტანიკური ბაღია

თბილისში ერთ-ერთი საინტერესო და ლამაზი ადგილი, რომალიც აუცილებლად უნდა ნახო და სტუმარსაც აჩვენო თბილისის ბოტანიკური ბაღია

სექტემბერი 6, 2024
ბულგარული წიწაკა -რა უნდა ვიცოდეთ მისი სასარგებლო თვისებების შესახებ

ბულგარული წიწაკა -რა უნდა ვიცოდეთ მისი სასარგებლო თვისებების შესახებ

სექტემბერი 7, 2024
სერაპეუმი საკარაში – ეგვიპტის უძველესი ნეკროპოლისის საიდუმლო და ინჟინერიის საოცრება

სერაპეუმი საკარაში – ეგვიპტის უძველესი ნეკროპოლისის საიდუმლო და ინჟინერიის საოცრება

7 სექტემბერი 2024
7 სექტემბერი საქართველოს ეროვნული გმირის ამბროსი ხელაიას დაბადების დღეა

7 სექტემბერი საქართველოს ეროვნული გმირის ამბროსი ხელაიას დაბადების დღეა

სექტემბერი 7, 2024
spot_img

ბოლო სიახლეები