ორშაბათი, იანვარი 20, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგიროგორ მოვუაროთ ხელებს ზამთარში

როგორ მოვუაროთ ხელებს ზამთარში

იცივე სტრესია კანისთვის, სხეულის ყველაზე დაუცველი ნაწილი კი ხელებია. ალბათ შეგიმჩნევიათ, რომ ხელებზე კანი ადვილად უხეშდება და თუ დროულად არ მივაქციეთ ყურადღება, სკდება კიდეც.

ხელის ზურგზე ცხიმოვანი ჯირკვალი ცოტაა, ხელისგულზე კი საერთოდ არ არის. ცხიმოვანი ჯირკვლების დანიშნულება, როგორც ვიცით, ცხიმის გამოყოფაა, რომელიც ცხიმოვან შრეს წარმოქმნის, კანს გადაეკვრება და ხელს უშლის წყლის აორთქლებას. დაბალ ტემპერატურაზე ცხიმოვანი ჯირკვლები ნაკლებ ცხიმს გამოყოფს, ამიტომ ირღვევა კანის დამცავი შრის მთლიანობა და გარეთ – სიცივით, შიგნით კი გათბობით გამომშრალ ჰაერზე ხელებიდან უხვად ორთქლდება წყალი. შედეგად კანი იქერცლება, უხეშდება და სკდება.

გარდა ამისა, ზამთარში ცოტაა ვიტამინებით მდიდარი საკვები, რაც მთელ ორგანიზმზე უარყოფითად აისახება. ვიტამინების ნაკლებობით გამოწვეულ არასასურველ პროცესებს ამძიმებს სტრესი და ჰორმონული დისბალანსიც.

არემო პირობებისადმი ესოდენ მგრძნობიარე ხელები ინტენსიურ მოვლას მოითხოვს. მოვლის მიზანი კანის დატენიანება და დამცავი ბარიერის გაძლიერებაა. თუ ხელების გამოშრობაში ავადმყოფობას არ მიუძღვის ბრალი, არც ისე ძნელია, საქმე ნახეთქებამდე არ მიიყვანოთ.

რაც უფრო მშრალი და აქერცლილია კანი, მით უფრო ცხიმიანი კრემია რეკომენდებული. წაისვით დღეში რამდენჯერმე, საუკეთესო შემთხვევაში – ყოველი დაბანის შემდეგ, ოღონდ მანამდე კარგად გაიმშრალეთ. კრემის წასმა ყველაზე მგრძნობიარე ადგილიდან – ხელის ზურგიდან დაიწყეთ. უხვად დაიდეთ და კარგად შეიზილეთ. ნურც თითებს შორის არეებს და ნურც ფრჩხილებს ნუ გამოტოვებთ.

არ დაგავიწყდეთ კრემის წასმა ძილის წინ, რომ დილით გლუვი და ხავერდოვანი კანი გქონდეთ.

წყარო: https://www.aversi.ge/

#drpkhakadze  #shenisilamaze  #gochadze 

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniSilamaze.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
ათენი: 5 ადგილი ტურისტული ხალხმრავლობის მიღმა

ათენი: 5 ადგილი ტურისტული ხალხმრავლობის მიღმა

16 January, 2025
პაპილომავირუსის 9-კომპონენტიანი ვაქცინა უკვე ხელმისაწვდომია სახელმწიფო პროგრამით!

პაპილომავირუსის 9-კომპონენტიანი ვაქცინა უკვე ხელმისაწვდომია სახელმწიფო პროგრამით!

იანვარი 20, 2025
პარლამენტის წინ რკინის ჯებირის დაზიანების ბრალდებით დაკავებულებს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ

პარლამენტის წინ რკინის ჯებირის დაზიანების ბრალდებით დაკავებულებს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ

20 იანვარი 2025
ფერები, რომლებიც ნაცრისფერ საძინებელს განსაკუთრებით უხდება

ფერები, რომლებიც ნაცრისფერ საძინებელს განსაკუთრებით უხდება

იანვარი 19, 2025
თეთრი ხიდის ისტორია…

თეთრი ხიდის ისტორია…

იანვარი 20, 2025
გერმანელ ახალგაზრდებს ყველაზე მეტად ომის ეშინიათ. ახალი კვლევა

გერმანელ ახალგაზრდებს ყველაზე მეტად ომის ეშინიათ. ახალი კვლევა

13 იანვარი 2025
თეთრი ხიდის ისტორია…

თეთრი ხიდის ისტორია…

იანვარი 20, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
რეცეპტი მათთვის ვისაც ღუმელი არ აქვს -“მედოკი,,

რეცეპტი მათთვის ვისაც ღუმელი არ აქვს -“მედოკი,,

იანვარი 19, 2025
როგორ დავზოგოთ ფული საზღვარგარეთ: პრაქტიკული რჩევები

როგორ დავზოგოთ ფული საზღვარგარეთ: პრაქტიკული რჩევები

19 იანვარი 2025
მცხეთიდან ავჭალისკენ 3.4-კილომეტრიანი გვირაბის გაყვანა იგეგმება — თბილისის შემოვლითი გზის პროექტი

მცხეთიდან ავჭალისკენ 3.4-კილომეტრიანი გვირაბის გაყვანა იგეგმება — თბილისის შემოვლითი გზის პროექტი

იანვარი 19, 2025
Tik-Tok-მა აშშ-ში მუშაობა შეწყვიტა — რას ნიშნავს ეს 170 მილიონი მომხმარებლისთვის

Tik-Tok-მა აშშ-ში მუშაობა შეწყვიტა — რას ნიშნავს ეს 170 მილიონი მომხმარებლისთვის

იანვარი 19, 2025
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
spot_img

ბოლო სიახლეები