სიმპტომები, რომელზეც უნდა გაამახვილოთ ყურადღება

0
314
#image_title

სიმპტომები რომლებიც არ უნდა უგულვებეყოთ! და რას მიგვანიშნებს ისინი

1. საკვები და მედიკამენტები

ყველაზე ხშირად შარდის სუნის შეცვლა სატაცურის მირთმევამ შეიძლება გამოიწვიოს. ასევე იგივე ეფექტი შეიძლება ქონდეს ხახვის, ნივრის და ყავის ხშირ მიღებასაც. ასევე B6 ვიტამინის მიღებაც იწვევს ამას.

სიმპტომები, რომელზეც უნდა გაამახვილოთ ყურადღება | შენი სილამაზე

2. დეჰიდრატაცია

ეს შარდის ცუდი სურნელის ყველაზე გავრცელებული მიზეზი, რაც ასევე მის მუქ შეფერილობასაც იწვევს. ამის გამოსწორება მარტივად შეგიძლიათ მეტი წყლის დალევით. თუ წყლის ნაკლებობამ თავის ტკივილის სიმპტომები გამოიწვია, მაგ შემთხვევაში უკვე ექიმს უნდა მიმართოთ.

სიმპტომები, რომელზეც უნდა გაამახვილოთ ყურადღება | შენი სილამაზე

3. ნაღვლის ბუშტის ინფექცია

ამ ინფექციას ასევე ახასიათებს შარდისთვის სუნის შეცვლის სინდრომი, ასევე ტუალეტში ხშირად მოგიწევთ გასვლა. თუ ეს ორი სიმპტომი ერთდროულად გაწუხებთ, აუცილებლად მიმართეთ ექიმს, რათა ინფექცია თირკმელების დაავადებაში არ გადაიზარდოს.

სიმპტომები, რომელზეც უნდა გაამახვილოთ ყურადღება | შენი სილამაზე

4. დიაბეტი

ის ადამიანები, რომლებსაც დიაბეტი აქვთ და ეს არ იციან, სწორედ ასეთ სიმპტომებს განიცდიან. მათ სისხლში დრამატულად იცვლება შაქრის დონე, რაც შარდის სუნის გამძაფრებასაც იწვევს. როგორც კი იეჭვებთ, რომ დიაბეტი გაქვთ, მაშინვე მიმართეთ ექიმს.

სიმპტომები, რომელზეც უნდა გაამახვილოთ ყურადღება | შენი სილამაზე

5. ღვიძლის დაავადება

თუ შარდის ცუდ სუნთან ერთად ღებინების შეგრძნება და თავბრუსხვევებიც გაწუხებთ, ეს შეიძლება ღვიძლის მუშაობის პრობლემებით იყოს გამოწვეული. ასეთი სინდრომის დროს როგორც კი კანის შეყვითლება დაგეწყებათ, აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს.

სიმპტომები, რომელზეც უნდა გაამახვილოთ ყურადღება | შენი სილამაზე

როდის უნდა მივმართოთ ექიმს?

შარდის სუნის გამძაფრება და ცუდი არომატი თვითონ პრობლემას არ წარმოადგენს, თუმცა თუკი მას ამ სიმპტომებიდან რომელიმე ახლავს თან, სჯობს ექიმს მიმართოთ სასწრაფოდ: მაღალი სიცხე, თავბრუსხვევა, მძიმე ტკივილი საშვილოსნოს არეში, ზურგის ნემსური ტკივილი, სისხლი შარდში, კატასტროფული წყურვილი, ძლიერი დაღლილობა.

author avatar
SheniSilamaze.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ