როგორ გამოვითვალოთ სწორი წონა

0
464
#image_title

ჩვენი სხეულის პარამეტრები დამოკიდებულია არამხოლოდ მასაზე, არამედ ასაკზე და ცხოვრების წესზე. ამიტომაც, იდეალური წონის ასათვლელად გვიჭრდება არამხოლოდ სანტიმეტრი და სასწორი, არამედ კალკულატორიც. გაიგეთ სიმართლე:

წონა როგორ გამოვითვალოთ სწორად?

რას ნიშნავს სხეულის მასის ინდექსი?

როგორ გამოვითვალოთ სწორი წონა | შენი სილამაზე

ეს არის წონის და სიმაღლის ურთიერთქმედება, რომელიც საშუალებას გვაძლევს იდეალური წონა გამოვივალოთ. ერთ-ერთი გავრცელებული ხერხი კლიუტის ფორმულაა.

როგორ გამოვითვალოთ სწორი წონა | შენი სილამაზე

მის თანახმად თქვენი წონა უნდა გაყოთ სიმაღლის მაჩვენებელზე (მეტრებში), რომელიც კვადრატშია აყვანილი. ეს ფორმულა დიეტოლოგების მიერ გამოიყენება.

როგორ გამოვითვალოთ სწორი წონა | შენი სილამაზე

მიღებული შედეგის მიხედვით 6 კატეგორიას გამოყოფენ:

 18-ზე ნაკლები — არასაკმარისი
18,5-დან 24,9-მდე — ნორმაშია
25-დან 29,9-მდე — ზედმეტი
30-დან 34,9-მდე — გაცხიმოვნების პირველი სტადია
35-დან 39,9-მდე — გაცხიმოვნების მეორე სტადია
40 და მეტი— გაცხიმოვნების მესამე სტადია

მაგალითად, 53 კილოს შემთხვევაში, სიმაღლით 162 სმ, წონის ინდექსის ფორმულად შემდეგნაირად გამოითვლება: 53:2,62=20,2

როგორ გამოვითვალოთ სწორი წონა | შენი სილამაზე

უფრო მეტი სიზუსტისთვის, მიღებული შედეგი ასაკთან და სქესთან ერთადაც შევათანხმოთ. ქალისთვის ნორმალური მაჩვენებელია:

19–24 წელი — 19,5
25–34 წელი — 23,2
35–44 წელი — 23,4
45–54 წელი— 25,2
55-ზე მეტი — 27,3

მამაკაცების შემთხვევაში განსხვავდება:

19–24 წელი — 21,4
25–34 წელი — 21,6
35–44 წელი — 22,9
45–54 წელი — 25,8
55-ზე მეტი — 26,6

როგორ გამოვითვალოთ სწორი წონა | შენი სილამაზე

კიუტლის ფორმულის გარდა, კიდევ ერთი ვარიანტი არსებობს. ის პოლ ბროკმა შეიმუშავა და შემდეგნაირად მუშაობს: თავიდან თქვენს სიმაღლეს მოაკელით 110 თუ 40 წელზე ნაკლების ხართ. თუ უფრო მეტის, მაშინ 100. გამოთვალეთ მიღებული ციფრის 10% და შემდეგ მასვე მიუმატეთ ეს 10%.

როგორ გამოვითვალოთ სწორი წონა | შენი სილამაზე

მაგალითად, 27 წლის ასაკში, სიმაღლით 162 სმ იდეალური წონა შემდეგნაირი იქნება:

1) 162 — 110 = 52 კგ
2) 52 X 10 % = 5,2 კგ
3) 52 + 5,2 = 57,2 კგ

როგორ გამოვითვალოთ სწორი წონა | შენი სილამაზე

როგორი მაჩვენებლებიც არ უნდა მიიღოთ, გახსოვდეთ, რომ იდეალური წონა ისაა, რომელშიც თავს კომფორტულად გრძნობთ როგორც მორალურად ისე ფიზიკურად.

READ  ცილა ნამდვილი სასწაულმოქმედია! აი რატომ უნდა მიირთვან 40 წლის ადამიანებმა დღეში 3 კვერცხის ცილა.

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #pitskhelauri #აქხარისხია

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

author avatar
SheniSilamaze.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ