ალკოჰოლის მავნებლობა ორგანიზმზე

0
293
#image_title

ალკოჰოლის გავლენა ორგანიზმზე

ალკოჰოლის მიღებისას ყველა ორგანო იტანჯება, განსაკუთრებით ტვინი. ამის გაგება მარტივია, სწორედ ტვინში ხდება მისი დაგროვება. საქმე მხოლოდ ალკოჰოლიკებს არ ეხებათ.

ალკოჰოლის მავნებლობა ორგანიზმზე | შენი სილამაზე

ალკოჰოლისგან გარდაცვლილ ადამიანებში ისეთივე დაზიანებებს აღმოაჩენენ ხოლმე, როგორც ძლიერი საწამლავის შემთხვევაში.

 

 

ტვინის უჯრედების ჟანგბადით მომარაგება მცირდება. მსგავსი ჟანგბადის შიმშილი თუ 5-10 წუთზე მეტს გრძელდება ტვინის უჯრედების მასიურ დანაკარგს იწვევს. რაც უფრო მაღალია ალკოჰოლის კონცენტრაცია სისხლში, მით უფრო მეტი ტვინის უჯრედი კვდება.

ალკოჰოლის მავნებლობა ორგანიზმზე | შენი სილამაზე

თავის ტვინის სტრუქტურის შეცვლა ალკოჰოლის რამდენიმეწლიანი მიღების შემდეგ იწყება.ამ ფაქტის დასამტკიცებლად კვლევაში 20 ადამიანი ჩართეს. 5 მათგანში აშკარად შეინიშნებოდა აზროვნების შეფერხება ჩვეულებრივი საუბრის დროსაც კი. ყველას აღმოაჩნდა ტვინის ატროფიის ნიშნები.

ალკოჰოლის მავნებლობა ორგანიზმზე | შენი სილამაზე

ბევრ მსმელ ადამიანში, მათ შორისაც, ვინც სმა შეწყვიტა, დემენცია აღინიშნება, რაც მხოლოდ ალკოჰოლიკებში ჩნდება.

შეიძლება დალიოთ თვეში ერთხელ, დღესასწაულებზე, დანარჩენი დრო კი სპორტით დაკავდეთ, მაგრამ ალკოჰოლის გავლენა თავის ტვინზე მაინც სავალალო იქნება.

 

ალკოჰოლის მიღებისას ტვინის ყველა ფუნქცია იტანჯება, ყველა გრძნობა. ნებისმიერი შემოქმედებითი ადამიანი, ალკოჰოლის მიღებით თავის შესაძლებლობებს და საქმეს დიდ ზიანს აყენებს. სამწუხაროა უყურო ტალანტს, რომელიც თვალსა და ხელს შუა ქრება.

ალკოჰოლის მავნებლობა ორგანიზმზე | შენი სილამაზე

სმის სიხშირისას დიდი ცვლილებებია ადამიანის ფსიქიკურ ცხოვრებაში. პირველ რიგში შფოთვა, საქმის და სხვა ადამიანების მიმართ გულგრილობა, მათ შორის ოჯახის წევრების.

ალკოჰოლის მავნებლობა ორგანიზმზე | შენი სილამაზე

ალკოჰოლის მასიური მიღებისას ადამიანი ყოველწლიურად დეგრადაციას განიცდის. პარალელურად დეგრადირდება შთამომავლობაც.

ალკოჰოლის მავნებლობა ორგანიზმზე | შენი სილამაზე

 

ყველაფერი ზომიერი რაოდენობით იწყება, შემდეგ გადაიზრდება ხოლმე ჩვევაში. სპირტიანი სასმელების გარშემო ყოველთვის დიდი ფული და ინტერესები ტრიალებს. ისინი ყველგან ხელმისაწვდომია.

უბრალოდ დაფიქრდით შვილებზე, ოჯახზე, მშობლებზე, რომელთა გამოც ღირს ჯანსაღი ცხოვრების წესი დაიცვათ და ამგავრ რთულ სიტუაციაში არ ჩავარდეთ.

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ