ანჯელინა ჯოლის და ბრედ პიტს შორის სასამართლო დავა გრძელდება
ანჯელინა ჯოლისა და პიტის სასამართლო პროცესზე პიტმა სასამართლოს განუცხადა, რომ ჯოლიმ რუს ბიზნესმენ იური შეფლერს მათი ღვინის ბიზნესის წილი მიჰყიდა.
ჯოლიმ საკუთარ დეკლარაციაში ადრე აღიარა, რომ რეგულარულად ესაუბრებოდა ბიზნეს მენეჯერს ტერი ბერდს ბიზნესისა და პროფესიული ცხოვრების „ყველა ასპექტზე“, მათ შორის იურიდიულ საკითხებზე.
პიტის თქმით, ის ითხოვს ანჯელინას იმ მეილების ნახვას, სადაც ჯოლი ბრედის წილის გაყიდვის დეტალებზე საუბრობს.
ანჯელინა მიმოწერის გასაჯაროებაზე უარს აცხადებს. მისმა ადვოკატმა, პოლ მერფიმ, Page Six განუცხადა, ბრედი ანჯელინას შევიწროებას ცდილობს.
წყვილმა შატო მირავალი 2008 წელს შეიძინა. პიტი ქონების 60 პროცენტს ფლობდა, ჯოლი – 40%-ს. 2014 წელს, დაქორწინების შემდეგ, პიტმა ჯოლის კიდევ 10% აჩუქა. განქორწინების შემდეგ, ანჯელინამ თავისი აქციები გაყიდა. პიტი კი ამტკიცებდა, რომ გარიგება უკანონო იყო და ყოფილ მეუღლეს უჩივლა. სასამართლო პროცესზე მან განაცხადა, რომ მას და ჯოლის ჰქონდათ შეთანხმება, არ გაეყიდათ თავიანთი წილები ურთიერთშეთანხმების გარეშე, მაგრამ ანჯელინამ ეს შეთანხმება დაარღვია.
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #pitskhelauri #აქხარისხია
გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi


