91 წლის ასაკში, ლეგენდარული დიზაინერი, ჯორჯო არმანი გარდაიცვალა

0
112
#image_title

გარდაიცვალა მოდის იტალიელი დიზაინერი, მოდის გლობალური ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი სახე და სახელი ჯორჯო არმანი. ის 91 წლის იყო.

ჯორჯო არმანი სახლში გარდაიცვალა. 2025 წლის ივნისში მან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო პირველად გამოტოვა მილანის მოდის კვირეული, რომელზეც 2026 წლის გაზაფხული-ზაფხულის მამაკაცის ტანსაცმლის ჩვენება გაიმართა. ის ამ თვეში მილანის მოდის კვირეულის ფარგლებში გეგმავდა მასშტაბურ ღონისძიებას, თავისი მოდის სახლის 50 წლის იუბილეს აღსანიშნავად.

გარდაცვალების დროს არმანის მოდის იმპერია 10 მილიარდ დოლარზე მეტად იყო შეფასებული. ტანსაცმელთან ერთად ის მოიცავდა აქსესუარებს, სახლის ავეჯს, სუნამოებს, კოსმეტიკას, წიგნებს, ყვავილებს და შოკოლადებსაც კი.

დიზაინერს ასევე ეკუთვნოდა რამდენიმე ბარი, კლუბი, რესტორანი და საკუთარი საკალათბურთო გუნდი EA7 Emporio Armani Milan-ი, რომელიც უფრო ცნობილია, როგორც Olympia Milano. 1998 წლიდან არმანიმ გახსნა 20-ზე მეტი რესტორანი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში და ორი სასტუმრო – ერთი დუბაიში 2009 წელს და მეორე მილანში 2010 წელს.

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით

ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

 

author avatar
SheniSilamaze.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
READ  დაამტკიცეთ, რომ უფრო ჭკვიანი ხართ, ვიდრე მეორეკლასელი ამ მაგალითით

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ