არმანიმ გვაჩვენა, როგორ უნდა იცვამდეს ჩვეულებრივი ქალი და არა მოდელი

0
583
#image_title

ჯორჯო არმანიზე უკეთ არავინ იცის რა არის ელეგანტურობა. მოდის ინდუსტრიის გურუმ მოახერხა დაემტკიცებინა, რომ მოდური ყოველთვის მოუხერხებელი და მჭიდრო არაა.

არმანის სტილი ელეგანტურობის და საქმიანი იმიჯის სინონიმია. ჯორჯომ შექმნა ზუსტად ის, რაც ყველა ქალს შეეფერება.

არმანიმ გვაჩვენა, როგორ უნდა იცვამდეს ჩვეულებრივი ქალი და არა მოდელი | შენი სილამაზე

სამოსი ყოველდღიურობისთვის

81 წლის იტალიელი მოდელიერი დარწმუნებულია, რომ ქალებმა უბრალო სამოსი უნდა ატარონ, ნატურალური და ხარისხიანი ქსოვილებით დამზადებული. „განსხვავება სტილსა და მოდას შორის ხარისხშია“ – გვარწმუნებს არმანი.

არმანიმ გვაჩვენა, როგორ უნდა იცვამდეს ჩვეულებრივი ქალი და არა მოდელი | შენი სილამაზე

მოხერხებული და მოდური სამოსი ყოველი დღისთვის ყველა ქალის საუკეთესო მოსართავია. სწორედ ასეთ სამოსს ქმნის ჯორჯო. სრულყოფილი ნაკერი, მსუბუქი ქსოვილები და მინიმალიზმი მის კოლექციებს ელეგანტურობას და აბსოლიტურ ჰარმონიას სძენს.

არმანიმ გვაჩვენა, როგორ უნდა იცვამდეს ჩვეულებრივი ქალი და არა მოდელი | შენი სილამაზე

ჯორჯო არმანის სტილი

„ელეგანტურობა – გარეგნობის გასაღებია, რომელზეც დროს გავლენა არ აქვს. ეს არის ის, რაც მოდიდან არასდროს არ გადავა. ჩემთვის სტილი გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე ხანმოკლე მოდური ტენდეციები.“ – გვიდასტურებს დიზაინერი. შემოდგომა-ზამთრის კოლექცია „ახალ სტანდარტს“ საუკეთესოდ წარმოაჩენს.

არმანიმ გვაჩვენა, როგორ უნდა იცვამდეს ჩვეულებრივი ქალი და არა მოდელი | შენი სილამაზე

სარეკლამო კამპანიის სახეები 90-იანების ტოპ-მოდელები გახდნენ: სტელა ტენანტი, ევა ჰერციგოვა, იასმინ ლე ბონი და ნადია აუერმანი – ნამდვილი ლამაზმანები.

არმანიმ გვაჩვენა, როგორ უნდა იცვამდეს ჩვეულებრივი ქალი და არა მოდელი | შენი სილამაზე

მთელი კოლექცია ნეიტრალურ ტონებშია შესრულებული, სამოსის ნაკერები ლაკონური და მოხერხებულია, ყველაფერი საოცრად ქალურად და ელეგანტურად გამოიყურება.

არმანიმ გვაჩვენა, როგორ უნდა იცვამდეს ჩვეულებრივი ქალი და არა მოდელი | შენი სილამაზე

„აირჩიეთ ნეიტრალური ფერების ქსოვილები, ფერადი ჭრების გარეშე – ისინი თქვენ მოდის თვალსაწიერიდან მოგემსახურებიან.“ – გვირჩევს არმანი.

არმანიმ გვაჩვენა, როგორ უნდა იცვამდეს ჩვეულებრივი ქალი და არა მოდელი | შენი სილამაზე

შავ-თეთრ ფოტოებზე უკეთ იკვეთება ქსოვილების ფაქტურა, რომლებისგანაც ცნობილი ბრენდში სამოსს კერავენ.

ოფისის მკაცრი კოსტიუმები – არმანის ფავორიტი სამოსია. ისინი შემოქმედის ყველა კოლექციაში ღირსეულ ადგილს იმკვიდრებენ.

არმანიმ გვაჩვენა, როგორ უნდა იცვამდეს ჩვეულებრივი ქალი და არა მოდელი | შენი სილამაზე

„სამოსის შექმნა – მსოფლიოში ყველაზე მგრძნობიარე საქმეა“ – დარწმუნებულია ჯორჯო. საკუთარი ხელებით ტანსაცმლის შექმნის პროცესი ჯადოსნურ ფოკუსს ჰგავს. კონცენტრირება ხელის თითებზე ხდება და მანეკენზე სასურველი ფორმის მორგება ნამდვილი მაგიაა.

არმანიმ გვაჩვენა, როგორ უნდა იცვამდეს ჩვეულებრივი ქალი და არა მოდელი | შენი სილამაზე

არმანი გვარწმუნებს: „ტანისამოსის არჩევისას არ ღირს ზედმეტი ძალისხმევის გაღება – ყველაზე მოდური ადამიანები გამოიყურებიან ისე, თითქოს ენერგია საერთოდ არ დაუხარჯავთ საკუთარ გარეგნობაზე“.

READ  დაემშვიდობეთ მუცლის ცხიმსა და ფეხების შეშუპებას. 7 დღეში მინიმუმ 7 კილოგრამით ნაკლები. დიეტა “წებოვანი”- ახალი სიტყვა დიეტოლოგიაში.

არმანიმ გვაჩვენა, როგორ უნდა იცვამდეს ჩვეულებრივი ქალი და არა მოდელი | შენი სილამაზე

ჯორჯო არმანის გამოუვიდა მოდის სამყარო გადაეტრიალებინა და სამოსის როლზე კაცობრიობისთვის წარმოდგენა შეეცვალა. ასეთი რამ მხოლოდ ნამდვილ გენიოსებს გამოსდით.

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #pitskhelauri #აქხარისხია

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ