ასაკთან ერთად ადამიანის კანი უფრო მშრალი ხდება, ამიტომაც ის უფრო ხშირად საჭიროებს კრემით დატენიანებას. დერმატოლოგებმა განმარტეს, როგორ გავახანგრძლივოთ ეს ასაკობრივი პროცესი.
ასაკობრივი სიმშრალე დაახლოებით 35-40 წლიდან იჩენს თავს. ცხიმოვანი ჯირკვლები ბუნებრივად გამოიმუშავებენ ცხიმს და ატენიანებენ კანს, თუმცა ასაკთან ერთად მათი რაოდენობა მცირდება. ამის გამო კანი შრება, ჩნდება ქავილი და სიმშრალე.
გარდა ამისა, კანის უჯრედების განახლების პროცესი ნელდება, რის შედეგადაც ორგანიზმი ვეღარ აღწევს თავიდან ძველ მკვდარ უჯრედებს. ეს კი კანს მოსაწყენ და მშრალ იერს აძლევს.
ასაკთან დაკავშირებული ჰორმონალური ცვლილებებიც მნიშვნელოვან როლს თამაშობენ. ესტროგენი კანის ცხიმის გამომუშავებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მისი დონის შემცირებასთან ერთად კანი თხელდება, მშრალდება და ელასტიკურობას კარგავს.
რომელი ჩვევები იწვევს კანის სიმშრალეს?
ადამიანები, რომლებიც დიდ დროს ატარებენ მზეზე, განსაკუთრებით მზისგან დაცვის გარეშე, მოგვიანებით განიცდიან კანის სიმშრალეს.
მზის სხივების ზემოქმედება ხელს უწყობს კანის კოლაგენისა და ელასტინის დაშლას, რითაც კანის ბარიერი ზიანდება და ეს ბარიერი მნიშვნელოვან როლს ასრულებს კანის დატენიანების რეგულირებაში.
სტრესიც ასევე აზიანებს კანს – მატულობს კორტიზოლის დონე, რაც ამცირებს კანის უნარს შეინარჩუნოს ტენიანობა.
კანის მოვლისთვის საჭიროა პროფილაქტიკური ღონისძიებების მიღება, როგორიცაა ქიმიური პილინგი, ანტიოქსიდანტური შრატი, დამატენიანებელი კრემი და SPF.
სერტიფიცირებული დერმატოლოგი დინ მრაზი გირჩევთ, ყოველდღიურად გამოიყენოთ C ვიტამინის შრატი, რათა თავიდან აიცილოთ ტოქსინებით გამოწვეული ოქსიდაციური დაზიანებები და გამოიყენოთ მსუბუქი დამატენიანებელი კრემი.
კანის ბარიერის გასაძლიერებლად სასარგებლო ინგრედიენტებში შედის კერამიდები, გლიცერინი და სკვალენი. ისინი მიტირებენ კანის ბუნებრივ დატენიანების ფაქტორს და ეხმარებიან კანის ფუნქციონირების შენარჩუნებაში.
https://shenipositive.ge/ https://shenisilamaze.ge/
გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi