კვირა, აპრილი 20, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიპროცედურააღმოჩენილია პანკრეასის კიბოს მკურნალობის ახალი მეთოდი

აღმოჩენილია პანკრეასის კიბოს მკურნალობის ახალი მეთოდი

მეცნიერებმა პანკრეასის კიბოს მკურნალობის ახალ მეთოდს მიაკვლიეს.  კვლევას ვაშინგტონის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლა აქვეყნებს.

საუბარია მედიკამენტზე – ATI-450, რომელიც ქიმიოთერაპიული პრეპარატების მიმართ კიბოს უჯრედების მგრძნობელობას ზრდის. თაგვებზე უკვე წარმატებით გამოცადეს.  ქიმიოთერაპიასთან ერთად ATI-450-ის გამოყენებამ თაგვებში სიმსივნეების ზომა დაახლოებით ნახევრით შეამცირა და სიცოცხლის ხანგრძლივობა 50%-ით გაზარდა.

ამ დროისათვის, პრეპარატის ადამიანებზე ტესტირება მიმდინარეობს.

პანკრეასის კიბო მსოფლიოში ყველაზე გავრცელებულ ონკოლოგიურ დაავადებათა სიაში მეექვსე ადგილს იკავებს. ყოველწლიურად 180 000 ადამიანს უსვამენ ამ დიაგნოზს. დაავადებისა და სიკვდილიანობის მაჩვენებლები თითქმის ტოლია, რადგანაც პანკრეასის კიბოს აღმოჩენა ხდება საკმაოდ გვიან.

#datashvil   #drpkhakadze   #sheniekimi

READ  მკურ­ნა­ლო­ბა მო­ი­ცავს თირ­კმლი­სა და შარ­დ­სა­წ­ვე­თის ამოკ­ვე­თას - თირკმლის მენ­ჯი­სა და შარ­დსაწ­ვე­თის კი­ბო
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

spot_img

ბოლო სიახლეები