ორშაბათი, აპრილი 14, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისიახლეებიახალი დეტალები გახმაურებულ ჰოლივუდურ სკანდალზე

ახალი დეტალები გახმაურებულ ჰოლივუდურ სკანდალზე

 ახალი დეტალები ცნობილი P Diddy-ს ბრალდებების შესახებ – სასამართლო საქმის მიმდინარეობის ქრონოლოგია

ახალი დეტალები უმძიმეს საქმეზე, რომელმაც მთელი ჰოლივუდი და უკვე მსოფლიო მოიცვა. P Diddy / Puff Daddy (რეალური სახელი Sean Combs) – ჰოლივუდში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ჰიპ-ჰოპ პროდიუსერად მიიჩნევა. მან რეპერისა და პროდიუსერის კარიერა ჯერ კიდევ 90-იანებში დაიწყო, შემდგომ კი ყველაზე მდიდარ და გავლენიან ფიგურად იქცა ჰიპ-ჰოპ ინდუსტრიაში და იყო ერთ-ერთი, მთავარი პერსონა ვინც, ეს ინდუსტრია პრესტიჟული გახადა.

Cassie (Casandra Ventura) შონ კომბსის ყოფილი მეგობარი გოგონაა და სწორედ ქეისსიმ შეიტანა პირველმა მის წინააღმდეგ სარჩელი, რომელმაც ამ ყველაფრისთვის “სტარტის” ღილაკი აამოქმედა.

ქეისსი ვენტურამ, 2023 წლის ნოემბერში, შონ კომბსის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა – ის P Diddy-ს გაუპატიურებასა და მრავალწლიან ძალადობაში ადანაშაულებდა. აღსანიშნავია, რომ Cassie-მ 24 საათში, მეორე დღესვე, სარჩელი გამოიტანა და განაცხადა, რომ ის და P Diddy შეთანხმებამდე მივიდნენ. თუმცა, სწორედ ქეისსის სარჩელს მოჰყვა ათობით სხვა ადამიანების საჩივრები.

“გადავწყვიტე, საკითხი მშვიდობიანი გზით მომეგვარებინა,” – განაცხადა მაშინ ქეისსიმ CNN-თან.

კასანდრა ვენტურას მიერ გამოტანილი საჩივრის შემდეგ, შონ კომბს კიდევ ორმა ქალმა უჩივლა სექსუალურ ძალადობაში. Joi Dickerson-Neal-მა მასთან მუსიკალური კლიპის გადაღებებში მიიღო მონაწილეობა. ჯოიმ სარჩელში განაცხადა, რომ P Diddy-მ მას ნარკოტიკული ნივთიერება ჩაუყარა, რის შემდეგაც მასზე იძალადა – დიქქერსონ-ნილის თქმით, ინციდენტი 1991 წელს მოხდა. ასევე, ჯოიმ აღნიშნა, რომ P Diddy-მ მასზე ძალადობა კამერით გადაიღო და ვიდეომასალა სხვებს აჩვენა.

მეორე – Liza Gardner-მა, P Diddy და Aaron Hall-ი ფიზიკურ ძალადობასა და სექსუალურ თავდასხმაში დაადანაშაულა, რომელიც 1990 წელს მოხდა. ლიზა მაშინ 16 წლის იყო. თავდაპირველად ლიზამ სარჩელი ანონიმურად შეიტანა, თუმცა შემდგომ საჩივარში ცვლილებები შეიტანა – დაამატა ვინაობაც და ახალი დეტალები. შონ კომბსმა ორივე ბრალდება უარყო.

2023 წლის დეკემბერში, ანონიმურმა ქალმა ფსევდონიმით “Jane Doe” ფი დიდისა და კიდევ ორ პიროვნებაზე ფედერალური სარჩელი შეიტანა, სადაც ისინი სექსუალურ ვაჭრობასა და ჯგუფურ გაუპატიურებაში დაადანაშაულა. სავარაუდო თავდასხმის დროს, 2003 წელს, “Jane Doe” 17 წლის იყო. საჩივარში აღნიშნული იყო, რომ კომბსმა სკოლის მოსწავლე სექს-ვაჭრობის სქემაში ჩაითრია, რომელიც მოიცავდა “მისთვის ნარკოტიკული ნივთიერებებისა და ალკოჰოლის მიწოდებას და გადაყვანა მისი კერძო თვითმფრინავით ნიუ-იორკში, სადაც მასზე ჯგუფურად იძალადა სამმა პირმა, შონ კომბსის სტუდიაში”.

READ  ჯანსაღი ცხოვრების წესი და სილამაზე

2023 წლის თებერვალი – Rodney “Lil Rod” Jones, კომბსის ყოფილი ვიდეოგრაფი და მუსიკალური პროდიუსერი, ფედერალურ საჩივარში P Diddy-ს გამოძალვაში, სექსუალურ ძალადობასა და ტრეფიკინგში ადანაშაულებს. როდნი ჯონსმა ასევე განაცხადა, რომ P Diddy მას აიძულებდა, მოეძებნა და კომუნიკაცია დაემყარებინა სექს-ინდუსტრიის მუშაკებთან, ემუქრებოდა მას და წვეულებებზე სტუმრებს ნარკოტიკული საშუალებებით გარეულ ალკოჰოლურ სასმელებს სთავაზობდა. ჯონსის თქმით, მას აქვს ვიდეო და აუდიო მასალა, რომელზეც ჩანს, რომ მუსიკოსი და მისი თანამშრომლები “სერიოზული არაკანონიერი საქმიანობით” არიან დაკავებულები.

ამ და სხვა საჩივრებს ასევე ემატება, 4 აპრილს შეტანილი სარჩელი P Diddy-ს შვილის წინააღმდეგ. საქმის ფარგლებში, მოპასუხედ სწორედ P Diddy დაინიშნა. გრეის ო’მარკეიმ ქრისტიან კომბსი სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულა. სავარაუდო დანაშაული 2022 წლის დეკემბერში მოხდა, როდესაც ის კომბსის ოჯახის იახტაზე მუშაობდა.

ყველა ზემოთ ჩამოთვლილ დანაშაულზე, შონ კომბსის უფლებადამცველი აცხადებდა, რომ აღნიშნული საჩივრები სიმართლეს არ შეესაბამება.

17 მაისს, CNN-მა გამოაქვეყნა ვიდეომასალა სასტუმროს ფარული კამერებიდან, რომელიც 2016 წლით თარიღდება, სადაც ჩანს, რომ P Diddy სასტიკად უსწორდება Cassie Ventura-ს. ვიდეოს გავრცელებიდან 2 დღეში, 19 მაისს, P Diddy-მ ვენტურაზე განხორციელებულ ძალადობაზე საჯაროდ მოიხადა ბოდიში. მოგვიანებით, მან საბოდიშო ვიდეოპოსტი “ინსტაგრამიდან” წაშალა.

21 მაისს, Crystal McKinney – ყოფილი მოდელი და MTV-ს კონკურსების გამარჯვებული, პაფ დედდის სექსუალურ თავდასხმაში ადანაშაულებს. ფედერალურ სარჩელში ის განმარტავს, რომ შემთხვევა მამაკაცთა მოდის კვირეულის ღონისძიების შემდეგ, ნიუ-იორკში მოხდა. იმ დროისთვის, ყოფილი მოდელი 22 წლის იყო.

23 მაისს, April Lampros-მა, რომელმაც კომბსი 1994 წელს გაიცნო, ფი დიდდის სექსუალურ თავდასხმაში, ფიზიკურ ძალადობაში, ემოციური სტრესის მიყენებაში ადანაშაულებს. ლამპროსმა კომბსს დანაშულის 4 ეპიზოდში დასდო ბრალი, რომლებსაც 1990-დან 2000-მდე წლების პერიოდში ჰქონდა ადგილი.

CNN-ის წყაროების მიხედვით, მოსარჩლეების უმეტესობა ფედერალურმა გამომძიებლებმა დაკითხეს. ზოგიერთმა მათგანმა ფედერალებს მტკიცებულებები გადასცეს, რომლებიც გამოძიებას დაეხმარება.

3 ივლისს, Adria English, 18+ ფილმების ყოფილი მსახიობი, შონ კომბსს ტრეფიკინგსა და სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს. ფედერალურ სარჩელში წერია, რომ მას “იყენებდნენ სექსუალურ პაიკად სხვების სიამოვნებისა და ფინანსური სარგებლისთვის” წვეულებების დროს, რომლებიც კომბსის სახლებში იმართებოდა. სარჩელში აგრეთვე აღინიშნება, რომ კომბსი ანდრია ინგლიშს “პროსტიტუციასა და ტრეფიკინგით დაკავებას” აიძულებდა 2006-2009 წლებში.

READ  მარკ ცუკერბერგმა მეუღლის, პრისცილა ჩანის ქანდაკება დადგა

11 სექტემბერს, მუსიკოსი Dawn Richard-სი, მუსიკალური ჯგუფის Danity Kane-ის ყოფილი წევრი, P Diddy-ს ფიზიკურ და სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს. ასევე, მან განაცხადა, რომ მოწმე იყო იმისა, თუ როგორ “სასტიკად უსწორდებოდა” კომბსი ქეისი ვენტურას, როდესაც წყვილი ერთმანეთს 2000-იან წლებში ხვდებოდა.

16 სექტემბერს, 54 წლის რეპერი ნიუ-იორკში დააკავეს. ლოს-ანჯელესსა და მაიმაში P Diddy-ს სახლების ჩხრეკისას, ფედერალებმა ცეცხლსასროლი იარაღი, მათ შორის სამი “AR-15” ამოიღეს, რომლებსაც წაშლილი ჰქონდათ სერიული ნომრები, ასევე ამოიღეს საბავშვო ზეთებისა და ლუბრიკანტების ათასამდე ბოთლი, ნარკოტიკული საშუალებები და მრავალი “სათამაშო ზრდასრულთათვის”.

P Diddy-ს ბრალი ედება “კრიმინალური დაჯგუფების” შექმნაში, გაუპატიურებაში, პროსტიტუციის ხელშეწყობაში, ნარკოტიკების გასაღებაში, ძალდატანებით შრომაში, გატაცებებში, ხანძრებში, ფიზიკურ, ემოციურ და ვერბალურ ძალადობაში, გამოძალვასა და არასრულწლოვნების ექსპლუატაციასა და ძალადობაში. CNN-მა ასევე გამოაქვეყნა 14-გვერდიანი სასამართლო ბრალდების დოკუმენტები.

პროკურორების მტკიცებით, მუსიკოსი ათწლეულების განმავლობაში ძალადობდა ქალებზე და საკუთარი “ქსელის” სხვა წევრებზე, რათა “საკუთარი სექსუალური ფანტაზიები დაეკმაყოფილებინა, დაეცვა საკუთარი რეპუტაცია და ჩადენილი დანაშაულები დაეფარა”. ამას გარდა, პროკურორები ადანაშაულებენ შონ კომბსს ხანგრძლივი სექსუალური ხასიათის ღონისძიებების ორგანიზებაში, სადაც ის ღონისძიებების წევრებს ნარკოტიკული ნივთიერების “Freak Offs-ის” ზემოქმედების ქვეშ ამყოფებდა.

ამ დროისთვის, P Diddy ბრუკლინის ფედერალურ საპატიმროში იმყოფება, სადაც ელოდება სასამართლო პროცესების დაწყებას, რომელიც 9 ოქტომბერსაა ჩანიშნული.

ფი დიდდის ადვოკატებს უკვე ორმა მოსამართლემ უთხრა უარი 50 მილიონი დოლარის ოდენობის გირაოზე. ასევე, მას უარი ეთქვა შინა პატიმრობაზეც.

გავრცელებული ინფორმაციით, შონ კომბსმა საპატიმროში საკვების მიღებაზე უარი თქვა და შიმშილობა დაიწყო. მან განაცხადა, რომ მოწამვლის ეშინია.

წყარო

#drpkhakadze #pitskhelauri

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniSilamaze.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
ჰაკონე, იაპონია: საუკეთესო აქტივობები

ჰაკონე, იაპონია: საუკეთესო აქტივობები

13 April, 2025
24-25 აპრილს თბილისში იგეგმება 2 დღიანი საერთაშორისო ტურნირი „თბილისის გრან-პრი“ სპორტის 2 სახეობაში

24-25 აპრილს თბილისში იგეგმება 2 დღიანი საერთაშორისო ტურნირი „თბილისის გრან-პრი“ სპორტის 2 სახეობაში

აპრილი 11, 2025
როგორ მოქმედებს მრისხანება და სტრესი თქვენს ორგანიზმზე – გიორგი ფხაკაძის რეკომენდაცია

როგორ მოქმედებს მრისხანება და სტრესი თქვენს ორგანიზმზე – გიორგი ფხაკაძის რეკომენდაცია

13 აპრილი 2025
პრაქტიკული და სასარგებლო თვისებები, რაც ხალიჩის შესახებ არ იცოდით

პრაქტიკული და სასარგებლო თვისებები, რაც ხალიჩის შესახებ არ იცოდით

აპრილი 1, 2025
“ყვარლის ბაგა” მიზნობრივი ჯგუფებისთვის ღია კარის დღეებს მოაწყობს – განცხადება

“ყვარლის ბაგა” მიზნობრივი ჯგუფებისთვის ღია კარის დღეებს მოაწყობს – განცხადება

აპრილი 4, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
სად გავისეირნოთ, ბავშვებთან ერთად თბილისში?

სად გავისეირნოთ, ბავშვებთან ერთად თბილისში?

აპრილი 3, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
როგორ შევინახოთ ხილი და ბოსტნეული რათა დარჩეს სუფთა და გემრიელი?

როგორ შევინახოთ ხილი და ბოსტნეული რათა დარჩეს სუფთა და გემრიელი?

აპრილი 4, 2025
საუკეთესო ქართული ემიგრანტული ჯგუფები და ფორუმები

საუკეთესო ქართული ემიგრანტული ჯგუფები და ფორუმები

3 აპრილი 2025
ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტი თბილისში — ბილეთების გაყიდვა იწყება

ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტი თბილისში — ბილეთების გაყიდვა იწყება

აპრილი 4, 2025
როგორია ვალუტის კურსი დღეს — დოლარი, ევრო, გირვანქა სტერლინგი, ლირა და სხვა ვალუტები

როგორია ვალუტის კურსი დღეს — დოლარი, ევრო, გირვანქა სტერლინგი, ლირა და სხვა ვალუტები

აპრილი 4, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
spot_img

ბოლო სიახლეები