კვირა, მაისი 11, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგიახალი წელი და საახალწლო დეკორაციები სახლისთვის

ახალი წელი და საახალწლო დეკორაციები სახლისთვის

ახალი წელი ახლოვდება და ჩვენი გონება ნელ-ნელა უკვე იმაზე ფიქრობს, თუ როგორ გააფორმოს სახლი

ახალი წელი მოდის – რა შევმატოთ სახლს? როგორ გავხადოს სივრცე უფრო ორიგინალური? და ა.შ ამიტომაც, გადავწყვიტეთ, გაგიზიაროთ რამდენიმე მარტივი რჩევა საიმისოდ, რომ თქვენი სახლი ჯადოსნურ სივრცედ იქცეს.

გირლიანდები სახლის საახალწლოდ გასაფორმებლად ერთ-ერთი კლასიკური, კარგად ნაცადი და მშვენიერი გზაა – საამისოდ კი, ნაძვის ტოტები დაგჭირდებათ. მისი გაკეთება თქვენც მარტივად შეგიძლიათ.

გსურთ, რომ კიდევ უფრო გამორჩეული იყოთ? საამისოდ, გირჩევთ სპილენძის მილები სასანთლეებად გამოიყენოთ და ისინი სადღესასწაულო ფერებში შეღებოთ. ეს სასანთლეები ნამდვილად დაამშვენებს თქვენი საახალწლო სუფრის ცენტრს.

თქვენი ბუხრისთვის მყუდრო აქცენტების დასამატებლად, გამოიყენეთ თქვენი სამკერვალო უნარები და შეკერეთ წინდები – ზუსტად იმ დიზაინის, როგორიც თქვენ მოგესურვებათ.

ფორთოხალი საახალწლო განწყობის განუყოფელი ნაწილია და შეგიძლიათ, თქვენს სასანთლეებში სწორედ ის გამოიყენოთ არომატის დასამატებლად – შემდეგ უკვე მთელ სახლში სასიამოვნო და, რაც მთავარია, საახალწლო სურნელი იტრიალებს.

#drpkhakadze #pitskhelauri

https://shenipositive.ge/  https://shenisilamaze.ge/

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

 

author avatar
SheniSilamaze.ge
#drpkhakadze
READ  ექსკლუზიური ინტერვიუ ფსიქოლოგ ინგა ბლესსთან, რომელმაც დეკორის შექმნის ჰობი საინტერესო საქმიანობად აქცია ✨️
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

spot_img

ბოლო სიახლეები