პარასკევი, მარტი 28, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგიბალენსიაგას სამი გამორჩეული კაბა, რომელიც მსოფლიოში ცნობილმა ქალბატონებმა მოირგეს

ბალენსიაგას სამი გამორჩეული კაბა, რომელიც მსოფლიოში ცნობილმა ქალბატონებმა მოირგეს

ბალენსიაგა” ესპანელი მოდის დიზაინერის, კრისტობალ ბალენსიაგას მიერ დაარსებული მოდის სახლი. მან ქალების ტანსაცმლის სამყაროში მაღალი მოდისთვის დამახასიათებელი ფორმები შემოიტანა. კრისტიან დიორმა კი ბალენსიაგას „ოსტატთა ოსტატი“ უწოდა. ამჟამად Balenciaga ეკუთვნის ფრანგულ კომპანია „Kering“-ს.

ბალენსიაგას მოსწავლეები იყვნენ ისეთი დიზაინერები, როგორებიც არიან პიერ კარდენი, ოსკარ დე ლა რენტა და ემანუელ უნგარო, თუმცა მისი ყველაზე ცნობილი პროტეჟე იყო იუბერ დე ჟივანში. კოკო შანელი განსაკუთრებულ პატივს სცემდა კრისტობალ ბალენსიაგას, აღმერთებდა მის ტექნიკას და მიაჩნდა, რომ პარიზში საუკეთესოდ ჭრიდა თარგებს და საუკეთესოდ კერავდა.

1997 წლიდან 15 წლის განმავლობაში ბრენდის კრეატიული დირექტორი იყო ნიკოლა გესქეიერი. მის შემდეგ ბალენსიაგას სახლს სათავეში ჩაუდგა ალექსანდერ ვონგი, რომლის კავშირიც ბრენდთან არც ისე გრძელვადიანი აღმოჩნდა. 2015 წელს ბალენსიაგას კრეატიული დირექტორი გახდა დემნა გვასალია.

დემნა გვასალია დაიბადა სოხუმში 1981 წლის 25 მარტს. ხატვითა და ტანსაცმლით ბავშვობიდან იყო დაინტერესებული, მაგრამ ოჯახის მოთხოვნით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ეკონომიკის ფაკულტეტზე ჩაირიცხა. სწავლის გაგრძელებას მაგისტრატურაში ეკონომიკის მიმართულებით აპირებდა, მაგრამ მისი ოჯახი საცხოვრებლად გერმანიაში გადავიდა, სადაც დემნამ პროფესიის შეცვლა გადაწყვიტა და ხელოვნების აკადემიაში ჩააბარა.

დემნა გვასალიამ პარიზში, “მარჯიელას” ქალის და მამაკაცის ხაზის წამყვან დიზაინერად სამი წელი იმუშავა. ხელმძღვანელობდა H&M & Margiela-ის კოლაბორაციას 2012 წელს. შემდეგ შეთავაზება მიიღო Louis Vuitton-ის კრეატიული დირექტორისგან, მარკ ჯეიკობსისგან. მიუხედავად მაღალი ანაზღაურებისა და კარგი პირობებისა, გვასალიას “ლუი ვიტონში” მუშაობა არ მოეწონა და თავის მეგობრებთან (Margiela-დან) ერთად, შექმნა საკუთარი ბრენდი, Vetements (ფრანგულად „ტანსაცმელი“). გთავაზობს დემნა გვასალიას სამ გამორჩეულ ლუქს, რომელიც მსოფლიოში ცნობილმა ქალბატონებმა მოირგეს.

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #pitskhelauri #აქხარისხია

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

 

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი სიახლეები
რჩევები ტაჯიკეთში მოგზაურობამდე

რჩევები ტაჯიკეთში მოგზაურობამდე

27 March, 2025
ჰერპესის ვირუსი ტვინში უფრო მარტივად აღწევს, ვიდრე აქამდე ვიფიქრებდით!

ჰერპესის ვირუსი ტვინში უფრო მარტივად აღწევს, ვიდრე აქამდე ვიფიქრებდით!

მარტი 28, 2025
რას ნიშნავს საათის ისრის მიმართულებით მოძრაობა და როგორ განისაზღვრა ის

რას ნიშნავს საათის ისრის მიმართულებით მოძრაობა და როგორ განისაზღვრა ის

28 მარტი 2025
იაფი და მოსახერხებელი – “ერთჯერადი” ავეჯი

იაფი და მოსახერხებელი – “ერთჯერადი” ავეჯი

მარტი 28, 2025
29-30 მარტს საქართველოს ზოგიერთ, ხოლო 31 მარტს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი

29-30 მარტს საქართველოს ზოგიერთ, ხოლო 31 მარტს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი

მარტი 28, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
თბილისის ფუნიკულიორი 120 წლისაა

თბილისის ფუნიკულიორი 120 წლისაა

მარტი 27, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
რასთან ერთად არის დაუშვებელი თევზის მირთმევა?

რასთან ერთად არის დაუშვებელი თევზის მირთმევა?

მარტი 27, 2025
ბავშვთა შრომა და ტრეფიკინგი – დაფინანსების შემცირება საჭიროებს სიფრთხილეს და მონაცემებზე დაფუძნებულ ანალიზს

ბავშვთა შრომა და ტრეფიკინგი – დაფინანსების შემცირება საჭიროებს სიფრთხილეს და მონაცემებზე დაფუძნებულ ანალიზს

28 მარტი 2025
სტინგის კონცერტის ბილეთების ყალბი ვებ-გვერდით გაყიდვის ფაქტი თბილისში — ერთ პირს ფინანსური ზიანის გამო ბრალდება წარუდგინეს

სტინგის კონცერტის ბილეთების ყალბი ვებ-გვერდით გაყიდვის ფაქტი თბილისში — ერთ პირს ფინანსური ზიანის გამო ბრალდება წარუდგინეს

მარტი 28, 2025
,,ადამიანის სხეულის ხელოვნური ასლები – მედიცინის მომავალი თუ ეთიკური რისკი” — პროფესორი გიორგი ფხაკაძე

,,ადამიანის სხეულის ხელოვნური ასლები – მედიცინის მომავალი თუ ეთიკური რისკი” — პროფესორი გიორგი ფხაკაძე

მარტი 28, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
spot_img

ბოლო სიახლეები