თუ სახლის ნიღბების მოყვარული ხართ, ალბათ ბანანის გამაახალგაზრდავებელი ეფექტის შესახებაც გსმენიათ. მისი რბილი ნაწილის შემადგენლობაშია B ჯგუფის ვიტამინები, რომლებიც დადებითად აისახებიან კანის მდგომარეობაზე.
ბანანი ეფექტური მკვებავია. ამისთვის საჭიროა რამდენიმე ინგრედიენტი დაუმატოთ.
როგორ გავაკეთოთ ის სახლის პირობებში
ნაოჭები შემცირდება, კანი გაჯანსაღდება, გამონაყარი გაგიქრებათ, ანთება ჩაქრება, პიგმენტური ლაქები ნაკლებად შესამჩნევი იქნება.
ინგრედიენტები
- 1 ბანანი
- 1 ს.კ. რძე
- მუსკატის თხილი
- 1 ს.კ. შვრიის ფქვილი ან დაფსვნილი ფანტელები
იმისთვის, რომ მაქსიმალური სარგებელი მიიღოთ, ინგრედიენტები სწორად უნდა შეარჩიოთ. ბანანი მწიფე უნდა იყოს, მაგრამ არა გაყავისფერებული.
მუსკატის თხილი დააქუცმაცეთ.
თავიდან, ჩანგლის მეშვეობით საგულდაგულოდ დაჭყლიტეთ ბანანი. აიღეთ 3 ს.კ. ბანანის ფაფა, დაუმატეთ რძე და მუსკატის თხილი. კარგად აურიეთ. შემდეგ ცოტაოდენი შვრიის ფქვილი და მიაღებინეთ არაჟნის ფორმა.
ნიღაბი დაიდეთ გასუფთავებულ კანზე სამ ფენად. ერთი ფენის დადების შემდეგ, დაელოდეთ გაშრობას, შემდეგ მორიგი ფენა შეიშრეთ. ნიღაბი სახეზე 30 წთ გაიჩერეთ. ჩამოიბანეთ თბილი წყლით და წაისვით დამატენიანებელი კრემი.
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #pitskhelauri #აქხარისხია
შენი კალკულატორი, გამოიყენეთ ეს კალკულატორი თქვენი სხეულის მასის ინდექსის (BMI) შესამოწმებლად
კალკულატორი – მიუთითე სქესი და სიმაღლე და გაიგე შენი იდეალური წონა
გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi