ოთხშაბათი, მარტი 26, 2025
მთავარიინტერვიუ"ყველაზე მეტად მენატრება ჩემი სვანეთი..." - ექსკლუზიური ინტერვიუ "პატარა გოგოს დიდი ამბების"...

“ყველაზე მეტად მენატრება ჩემი სვანეთი…” – ექსკლუზიური ინტერვიუ “პატარა გოგოს დიდი ამბების” შემქმნელ მარიამ ჩოფლიანთან

მედიაჰოლდინგ “შენის” მორიგი რესპონდენტი ცნობილი ბლოგერი მარიამ ჩოფლიანია ✨

მარიამი  საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი ბლოგის “პატარა გოგოს დიდი ამბების” -შემქმნელია. თავისი ბლოგიდან გულახდილად გვიზიარებს ყოველდღიურობას. ემიგრანტის ცხოვრების სირთულეებზე და სამომავლო გეგმებზე ვრცლად წაიკითხეთ ინტერვიუში:

"ყველაზე მეტად მენატრება ჩემი სვანეთი..." - ექსკლუზიური ინტერვიუ "პატარა გოგოს დიდი ამბების" შემქმნელ მარიამ ჩოფლიანთან

_მარიამ, გაეცანით ჩვენს მკითხველს

_მოგესალმებით მე ვარ მარიამ ჩოფლიანი, 26 წლის, ამ ეტაპზე ცხოვრობ ესპანეთში და ვსწავლობ საერთაშორისო ვაჭრობის ადმინისტრაციულ და ფინანსურ მენეჯმენტს.

_რამდენი წელია, რაც ესპანეთში ცხოვრობთ და რას საქმიანობთ მანდ? 

_ჩემი ემიგრაცია იწყება 2018 წლიდან, როდესაც მამას რთული ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო წავედით საფრანგეთში სამკურნალოდ. შემდეგ მე საქართველოში დავბრუნდი გარკვეული დროით, ჩემი ცხრა თვის გოგონასთან ერთად, რომელიც საფრანგეთში დაიბადა. საქართველოდან ჩამოვედი ესპანეთში და აქ ვცხოვრობთ უკვე ექვსი წელია.

ამ ეტაპზე არ ვმუშაობ, ვსწავლობ და ვზრდი ჩემს სამ პატარას. 6, 4 და 3 წლის სალომეს, გაბრიელს და ელაიას. თავისუფალ დროს დაკავებული ვარ ვარჯიშით, დღის გარკვეულ მონაკვეთში ვსწავლობ და ოთხი საათიდან ვარ ბავშვებთან.

"ყველაზე მეტად მენატრება ჩემი სვანეთი..." - ექსკლუზიური ინტერვიუ "პატარა გოგოს დიდი ამბების" შემქმნელ მარიამ ჩოფლიანთან

_რამდენად რთულია ემიგრაციაში ცხოვრება… რა სირთულეების გადალახვა დაგჭირდათ?

_ ყველა ემიგრანტი, მგონი, ერთი და იმავე შეგრძნებით ვცხოვრობთ, ყველა თუ არა უმეტესობა მაინც. პირველად რომ საქართველოდან წამოვედი, თითქოს მიხაროდა უცხო ქვეყნის ნახვა, სხვაგან ცხოვრება, მაგრამ ეს სიხარული მხოლოდ ერთთვიანი აღმოჩნდა. შემდეგ უკვე იწყება მონატრება. გენატრება შენი ძველი ცხოვრება, ნათესავები, მეგობრები. საქართველოდან რომ შემომნატროდნენ, ნეტავ შენ, მანდ ცხოვრობო და ამ დროს მე აქედან სურვილი მკლავდა – ნეტავ, ახლა მანდ დამსვა, მაჭამა ქართული კერძები და მასუნთქა ეგ ჰაერი-მეთქი. ემიგრაცია ჩემთვის, უბრალოდ, ცხოვრებაა… სიცოცხლე კი იქ არის ჩემთვის.

"ყველაზე მეტად მენატრება ჩემი სვანეთი..." - ექსკლუზიური ინტერვიუ "პატარა გოგოს დიდი ამბების" შემქმნელ მარიამ ჩოფლიანთან

_ ყველაზე მეტად რა გაკლიათ და რა გენატრებათ მშობლიური ქვეყნიდან?

_ყველაზე მეტად მენატრება ჩემი სვანეთი და ახლობელი ადამიანები, საყვარელი ადგილები, კერძები (იცინის) დიდი მჭამელი არ ვარ, მაგრამ ქართული კერძები ისე მენატრება… დედას მეურნეობა ჰქონდა, ყველაფერს სახლში ამზადებდა, ყველს, მაწონს, ხაჭოს, ნადუღს… ყველაფერი სახლის გვქონდა და მაშინ არ ვეკარებოდით, ახლა რომ გამომიგზავნიან შებოლილ სულგუნს, იჭმევა თუ არა, ყველაფერს ვაყოლებ. (იცინის)

"ყველაზე მეტად მენატრება ჩემი სვანეთი..." - ექსკლუზიური ინტერვიუ "პატარა გოგოს დიდი ამბების" შემქმნელ მარიამ ჩოფლიანთან

_ მარიამ, გვიამბეთ თქვენი ერთი ჩვეულებრივი დღის შესახებ…

_ ჩემი დილა, თუ გამიმართლა, რვის ნახევარზე იწყება, თუ არ გამიმართლა –  ექვსზე, შვიდის ნახევარზე ფეხზე ვართ. კვირის დღეებში დილას ვდგებით, ვიცვამთ, ვსაუზმობთ, ვულაგებ ჩანთებს, სკოლა ახლოს გვაქვს, საბედნიეროდ. წინა წელს გვიჭირდა, საკმაოდ შორს იყო სახლიდან და განსაკუთრებით ზამთარში, ყინვაში სამი პატარა ბავშვით იმხელა გზაზე წასვლა  – გახსენებაც არ მინდა.

მიმყავს დილას, ვტოვებ და მე ან ბოქსზე მივდივარ, ან სახლში ვბრუნდები, ვაწესრიგებ სახლს და შემდეგ სასწავლებელში ვარ 12-დან 4 საათამდე. ვბრუნდები, გამომყავს პატარები, ზოგჯერ ხატვა აქვს უფროს გოგოს იქ მივდივართ, თუ კარგი ამინდია პარკში ვჩერდებით ცოტა ხანს… თუ – არა სახლში ავდივართ და მივყვებით რუტინას. ჭამა, მოწესრიგება, თამაში, სახლის დალაგება და ასე ცხრა საათამდე, სანამ ძილის დრო მოვა. კვირაში რამდენიმე დღე სალომეს საღამოს ონლაინ გაკვეთილები აქვს, ქართულს სწავლობს. არაჩვეულებრივი მასწავლებელი ჰყავს, ქალბატონი ნინო. შაბათ-კვირას ცეკვა აქვს სალომეს. საბედნიეროდ, ძალიან კარგი ადამიანების დამსახურებით ქართული ცეკვის ანსამბლიც გვაქვს ბილბაოში. მე შვიდი წელი ვცეკვავდი, ჩემს შვილებსაც მინდა უყვარდეთ ქართული ცეკვა… თუ არ გაჰყვებიან, ცოტა მაინც იცოდნენ და შეიგრძნონ, რა ბედნიერება და სიამოვნებაა. ეს არის ძირითადი ჩვენი ჩვეულებრივი დღე, კვირის განრიგით.

-თავს ძლიერ ადამიანად მიიჩნევთ?

_საკუთარ თავზე საუბარი არ მიყვარს. მირჩევნია ყოველთვის სხვამ ისაუბროს ჩემზე, მაგრამ ბევრი მეუბნება, რომ ვარ ძლიერი. ალბათ ვარ, თუმცა ჩემზე ბევრად ძლიერი ქალებიც არიან. ცხოვრებაში უფრო მეტ შვილს ზრდიან, უფრო მეტ გაჭირვებას და ტკივილს უძლებენ. სიძლიერე სჭირდება აუცილებლად ყველაფერს ამ ცხოვრებაში. დედობას – საერთოდ… ეს იმხელა პასუხისმგებლობაა, თან მე 20 წლის გავხდი დედა.

_მიუხედავად დატვირთული განრიგისა და მრავალშვილიანი დედობისა, მუდამ ფორმაში ხართ. როგორია თქვენი თავის მოვლის რუტინა? 

_დღის რუტინას და თავის მოვლას რაც შეეხება, განსაკუთრებული რუტინა არ მაქვს.სახის მოვლა ჩვეულებრივ, დასაბანი გელით, დამატენიანებელი და სპეციალური სამკურნალო მაზი, რომელიც დამჭირდა, რადგან როგორც ჩანს, სტრესის ფონზე, სახეზე გამონაყარი გამიჩნდა. კარგ ფორმაში ყოფნას რაც შეეხება, გენეტიკას უფრო დავაბრალებდი, რადგან დედის და მამის მხრიდან წონის მხრივ საკმაოდ გამხდრები ვართ, ამის გამო ზოგჯერ დისკომფორტიც შემქმნია, მიღებული კომენტარებით. ბავშვობიდან დღემდე. ზოგადად არ მგონია სწორი წონაზე და ადამიანის ფორმებზე ზედმეტი კომენტარების გაკეთება. სხვა განსაკუთრებული რუტინა არ მაქვს, მაკიაჟს ხშირად არ ვიყენებ, მხოლოდ მსუბუქად, თუ სადმე განსაკუთრებულ ადგილას არ მივდივარ, ან დაქალები არ ვიკრიბებით.

_ თუ არის თქვენს სამომავლო გეგმაში საქართველოში დაბრუნება? 

_რა თქმა უნდა. ნეტავ, როდემდე უნდა ვიცხოვროთ სულ ასე გაფანტულებმა…?რომ დავუფიქრდები ხოლმე, ერთი ცხოვრება გვაქვს იმისთვის, რომ საყვარელი ადამიანებით დავტკბეთ და იმასაც წლები მონატრებაში ვატარებთ. ვერ ვეხუტებით, ვერ ვიცინით, გაჭირვების დროს ვერ ვანუგეშებთ ახლოდან ადამიანებს…სოციალური სივრცით გამოვხატავთ ემოციებს. ბევრ რამეზე მწყდება გული, მაგრამ ასე ვერ დგები და ვერ იღებ ამ გადაწყვეტილებას, რომ მორჩა დღეს მივდივარ.

ოდესღაც აუცილებლად მინდა, დავბრუნდე, ოღონდ ეს ოდესღაც როდის იქნება, არ ვიცი…

ავტორი – თაკო ფიცხელაური

#drpkhakadze #pitskhelauri

https://shenipositive.ge/  https://shenisilamaze.ge/

#აქხარისხია

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

 

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniSilamaze.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
აბუ დაბის მსოფლიო კლასის მუზეუმები და გალერეები

აბუ დაბის მსოფლიო კლასის მუზეუმები და გალერეები

25 March, 2025
KTQ-ს ე.წ. “საერთაშორისო აკრედიტაცია” – როცა გერმანიის დუმილი საფრთხეს უქმნის საქართველოს ჯანდაცვას

KTQ-ს ე.წ. “საერთაშორისო აკრედიტაცია” – როცა გერმანიის დუმილი საფრთხეს უქმნის საქართველოს ჯანდაცვას

მარტი 25, 2025
სურსათის ეროვნული სააგენტო 2025 წელს პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სარეალიზაციო ყველა რეგისტრირებულ ობიექტს შეამოწმებს

სურსათის ეროვნული სააგენტო 2025 წელს პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სარეალიზაციო ყველა რეგისტრირებულ ობიექტს შეამოწმებს

25 მარტი 2025
რა გავლენას ახდენს ინტერიერის დიზაინი მენტალურ ჯანმრთელობაზე

რა გავლენას ახდენს ინტერიერის დიზაინი მენტალურ ჯანმრთელობაზე

მარტი 25, 2025
მართლმადიდებელი ეკლესია ავტოკეფალიის დღეს აღნიშნავს

მართლმადიდებელი ეკლესია ავტოკეფალიის დღეს აღნიშნავს

მარტი 25, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
მართლმადიდებელი ეკლესია ავტოკეფალიის დღეს აღნიშნავს

მართლმადიდებელი ეკლესია ავტოკეფალიის დღეს აღნიშნავს

მარტი 25, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
წონის კლებისას გამართლებული არის თუ არა შიმშილი?

წონის კლებისას გამართლებული არის თუ არა შიმშილი?

მარტი 25, 2025
10 რამ, რაც რომში მოგზაურობისას უნდა გააკეთოთ

10 რამ, რაც რომში მოგზაურობისას უნდა გააკეთოთ

25 მარტი 2025
ტრაგედია მთაწმინდაზე — გარდაცვლილია 30 წლის ბიჭი, ორი პირი მძიმედ არის დაშავებული

ტრაგედია მთაწმინდაზე — გარდაცვლილია 30 წლის ბიჭი, ორი პირი მძიმედ არის დაშავებული

მარტი 25, 2025
Air Serbia თბილისი-ბელგრადის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს იწყებს

Air Serbia თბილისი-ბელგრადის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს იწყებს

მარტი 25, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
spot_img

ბოლო სიახლეები

LIVE