ბრიჯიტ ჯონსის დღიური -ახალი ფილმი მზადდება, რომელიც ჰელენ ფილდინგის რომანს „ბრიჯიტ ჯონსს“ ეფუძნება.
ბრიჯით ჯონსის დღიური, ამ ნაწარმოებში ბრიჯიტი უკვე 50 წელს გადაცილებულია, მისი მეუღლე მარკ დარსი გარდაცვლილია, და ის ორი შვილის მარტო აღზრდას ცდილობს. ფილმის სცენარზე თავად ფილდინგი მუშაობს, რაც მიანიშნებს, რომ სიუჟეტი წიგნის მოვლენებს მიჰყვება.
მთავარ როლებს კვლავ რენე ზელვეგერი (ბრიჯიტ ჯონსი) და კოლინ ფერტი (მარკ დარსი) შეასრულებენ. ჰიუ გრანტი, რომელიც დენიელ კლივერის როლს ასრულებდა, აღნიშნავს, რომ ახალი ფილმი „კარგი, გულისამაჩუყებელი და საოცრად სასაცილო ისტორია“ იქნება, თუმცა ასევე „ძალიან, ძალიან სევდიანი“. გრანტის თქმით, მისი პერსონაჟი ახლა 60 წელს არის გადაცილებული და ახალი გამოწვევების წინაშე დგას.
ფილმის პრემიერა 2025 წლის თებერვალში იგეგმება. თუმცა, ამ დროისთვის უცნობია, გაიმეორებს თუ არა ფილმი წიგნში აღწერილ ყველა მოვლენას.
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #pitskhelauri #აქხარისხია
გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi
მასალის გამოყენების პირობები