“ჩემი სილამაზე მამაკაცებს მივეცი, სიბრძნეს ცხოველებს ვუძღვნი” – ვეგეტარიანელი ლამაზმანის სკანდალური პირადი ცხოვრება და ბრძოლა ცხოველების დასაცავად: ბრიჯიტ ბარდო – ქალი, რომელმაც ეპოქა შექმნა
ბრიჯიტ ბარდო 91 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამბავმა მსოფლიო შეძრა – ფრანგმა სექს სიმბოლომ ხომ წარუშლელი კვალი დატოვა ისტორიაში და კინოინდუსტრიაში მთელი ეპოქა შექმნა, რომელიც მოგვიანებით თავადვე უარყო და ჩრდილში ცხოვრება არჩია.
ბრიჯიტი იძულებული გახდა სამსახიობო კარიერა მიეტოვებინა და ცხოველთა უფლებებისა და კეთილდღეობისთვის ებრძოლა.
წლების შემდეგ, ბარდოს რეპუტაცია შეილახა ჰომოფობიური განცხადებებისა და რასობრივი სიძულვილის გაღვივების გამოც. მისმა შვილმა კი ემოციური ზიანის მიყენებისთვის მას შემდეგ უჩივლა, რაც ბარდომ უთხრა, რომ “მის გაჩენას, პატარა ძაღლის ყოლა ერჩივნა.
ბრიჯიტ ენ-მარი ბარდო პარიზში, 1934 წლის 28 სექტემბერს დაიბადა. მისი კათოლიკე მშობლები მდიდრები და ღვთისმოსავები იყვნენ და შვილებისგან მაღალ სტანდარტებს მოითხოვდნენ. ის და მისი და, მარი-ჟანი, ქალაქის ყველაზე მდიდრულ უბანში მდებარე ბინაში გაიზარდნენ. ბარდო 7 წლის ასაკიდან ბალეტის გაკვეთილებზე ჩაირიცხა და არაერთი ჯილდოც მოიპოვა.
მოგვიანებით, ოჯახის მეგობარმა დაიყოლია ბრიჯიტი, რომ ჟურნალი Elle-ის ფრანგული გამოცემისთვის ეპოზიორა. მისმა ფოტოებმა ქვეყანაში სენსაცია გამოიწვია. იმ დროს, მოდურ ქალებს მოკლე თმა ჰქონდათ, ეცვათ შეკერილი ქურთუკები და აბრეშუმის საღამოს კაბები. ბრიჯიტის თმა მხრებს ქვემოთ იყო, მას ბალერინას მოქნილი, სპორტული სხეული ჰქონდა და არაფრით ჰგავდა სხვა მოდელებს. ფოტოების წყალობით, ის “jeune fille” (ახალგაზრდა გოგონას) სტილის ახალ სახედ იქცა.
ბრიჯიტის ფოტოებმა ცნობილი კინო-რეჟისორის, მარკ ალეგრეტის ყურადებაც მიიპყრო, რომელმაც თავის ასისტენტს, როჯერ ვადიმს, გოგონას პოვნა დაავალა. სატესტო გადაღებები წარუმატებელი აღმოჩნდა, თუმცა ვადიმმა, რომელიც ბრიჯიტზე 6 წლით უფროსი იყო, გოგონა ჯერ თავის პროტეჟედ, შემდეგ კი საცოლედ გახადა.
ვადიმმა ხელი შეუწყო ბრიჯიტს, რომ ვარსკვლავი გამხდარიყო. მან თავიანთი ქორწილის ფოტოები Paris-Match-ს მიჰყიდა, დაეხმარა ბრიჯიტს ათეულობით ფილმში მცირე როლების პოვნაშიც, მაგრამ 1956 წლამდე ის ძირითადად ბიკინიში პოზირებით იყო ცნობილი – მანამდე ბიკინი ესპანეთში, იტალიასა და ამერიკის დიდ ნაწილში აკრძალული იყო.
შემდეგ კი გამოჩნდა როლი, რომელმაც ბარდო ვარსკვლავად აქცია. ვადიმის სადებიუტო ფილმი “და ღმერთმა შექმნა ქალი” პარიზში გამოვიდა.
რამდენიმე სასიყვარულო რომანის შემდეგ, 1959 წელს, ბრიჯიტი დაქორწინდა მსახიობ ჟაკ შარიეზე, რომელთან ერთადაც ითამაშა ფილმში “ბაბეტი ომში მიდის”. წყვილს ვაჟი, ნიკოლა შეეძინა.
გარდაუვალი განქორწინების შემდეგ, ნიკოლას დედა ათწლეულების განმავლობაში არ უნახავს. მან ბარდოს ემოციური ზიანისთვისაც უჩივლა, როცა თავის ავტობიოგრაფიულ წიგნში, აცხადებდა, რომ ვაჟის ყოლას “ძაღლის გაჩენას” ამჯობინებდა.
ბრიჯიტი იმ დროისთვის საფრანგეთში ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობი იყო, თუმცა მას მხოლოდ ის სურდა, სერიოზულად აღექვათ მისი სამსახიობო ნიჭი: “არ მქონია შანსი, რომ როლები მეთამაშა, ძირითადად ტანსაცმლის გახდა მიწევდა”,- აცხადებდა იმედგაცრუებული ბარდო.
თითქმის 50 ფილმში მონაწილეობის შემდეგ, ბრიჯიტ ბარდომ, 1973 წელს გამოაცხადა, რომ პენსიაზე გადიოდა და ცხოველთა კეთილდღეობას მიუძღვნიდა დარჩენილ ცხოვრებას.
ბარდო ვეგეტარიანელი გახდა, ჩინეთის მთავრობა დათვების “წამებისთვის” გააკრიტიკა და ასობით ათასი დოლარი გადაიხადა რუმინელი მაწანწალა ძაღლების სტერილიზაციის პროგრამის განსახორციელებლად.
სიცოცხლის ბოლო წლებში ბარდოს არაერთხელ წაუყენეს ბრალდება რასობრივი სიძულვილის გამო. ის აპროტესტებდა იმ მეთოდს, რომლითაც ისლამური და ებრაული სარწმუნოებები ცხოველებს საკვებად ხოცავენ.
ბრიჯიტ ბარდო 2025 წლის 28 დეკემბერს, 91 წლის ასაკში გარდაიცვალა.
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #pitskhelauri #აქხარისხია
გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi


