ბრუნო მარსისა და ლეიდი გაგას კოლაბორაცია – მოპოვებული გრემის ჯილდო საუკეთესო სიმღერის კატეგორიაში

0
253
#image_title

2025 წლის გრემის დაჯილდოებაზე ლედი გაგასა და ბრუნო მარსის დუეტმა “Die With a Smile” წლის საუკეთესო სიმღერის კატეგორიაში გაიმარჯვა.

ბრუნო მარსისა და ლეიდი გაგას სიმღერა 2024 წლის 16 აგვისტოს გამოიცა და მალევე მოიპოვა მსოფლიო აღიარება. “Die With a Smile” გახდა ბილბორდის გლობალური 200-ის ლიდერი, სადაც რვა კვირის განმავლობაში პირველ ადგილზე იმყოფებოდა. გარდა ამისა, ტრეკმა Spotify-ის ისტორიაში ყველაზე სწრაფად დააგროვა მილიარდი მოსმენა, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მის პოპულარობას.

ლედი გაგამ და ბრუნო მარსმა სიმღერა არაერთხელ შეასრულეს ცოცხლად, მათ შორის ლოს-ანჯელესის Intuit Dome-ის სცენაზე და ლას-ვეგასის Metro Goldwyn Mayers-ის პარკში, რაც კიდევ უფრო ზრდიდა ტრეკის პოპულარობას.

გრემის დაჯილდოებაზე მიღწეული წარმატება კიდევ ერთხელ ადასტურებს ლედი გაგასა და ბრუნო მარსის უნიკალურ ნიჭსა და მუსიკალურ შესაძლებლობებს. მათი თანამშრომლობა “Die With a Smile”-ზე მუსიკის სამყაროში ერთ-ერთ ყველაზე დასამახსოვრებელ მოვლენად დარჩება.

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #pitskhelauri #აქხარისხია

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

 

 

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniSilamaze.ge
#drpkhakadze

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ