გაიგეთ, რომელი ციტრუსი გვიცავს სიმსუქნისგან და რომელი ზრუნავს ჩვენს სილამაზეზე.

0
22
#image_title

გაიგეთ, რომელი ციტრუსი გვიცავს სიმსუქნისგან და რომელი ზრუნავს ჩვენს სილამაზეზე.

ქრონიკული დაღლა ორგანიზმში C ვიტამინის უკმარისობის ჭეშმარიტი ნიშანია. 180 გრამიანი ფორთოხალი დაახლოებით 70 გრამ ამ ვიტამინს შეიცავს, რაც ადამიანის ყოველდღიურ მოთხოვნას აკმაყოფილებს. გარდა ამისა, ფორთოხალს ორგანიზმიდან წყალი გამოაქვს და ცხიმებს წვავს. კალციუმის მაღალი შემცველობის გამო, ეს ხილი ძვლებსა და კბილებს ამაგრებს. მასში ბევრი მაგნიუმია, რომელიც გულისა და კუნთების შესანიშნავი დამხმარეა. ფორთოხალი მთავარი მომწოდებელია იშვიათ მიკროელემენტ სელენისა, რომელიც იმუნური სისტემის გაძლიერებას ეხმარება. ეს ციტრუსი განსაკუთრებით სასარგებლოა სიმსუქნის და მისკენ მიდრეკილების დროს. სიმსუქნის თავიდან ასაცილებლად კვირაში 2 დღე რეკომენდებულია მხოლოდ ფორთოხალი, მწვანე სალათა, უშაქრო ჩაი მიირთვათ.

გაიგეთ, რომელი ციტრუსი გვიცავს სიმსუქნისგან და რომელი ზრუნავს ჩვენს სილამაზეზე.

მანდარინი ვიტამინების წყაროა. მისი რბილობი და კანი პექტინებს, ორგანულ მჟავებს, კაროტინს, გლუკოზიდებს, ეთეროვან ზეთებს შეიცავს.

მანდარინი ნაწლავების პერისტალტიკას ასუსტებს, ამიტომ ის ფაღარათის თანმხლები დაავადებებისას მეტად სასარგებლოა.

გაიგეთ, რომელი ციტრუსი გვიცავს სიმსუქნისგან და რომელი ზრუნავს ჩვენს სილამაზეზე.

ნაწლავების დაავადებისას მანდარინის ქერქის ფხვნილი ( 0,5 ჩაის კოვზი დღეში 2-ჯერ ) საჭმლის მონელებას აუმჯობესებს.

მანდარინის ცოცხალი კანის ნაყენს გულისრევის შესაჩერებლად იყენებენ (25-30 წვეთი 3-4 ჯერ დღეში ჭამამდე 30 წუთით ადრე).

გაიგეთ, რომელი ციტრუსი გვიცავს სიმსუქნისგან და რომელი ზრუნავს ჩვენს სილამაზეზე.

მანდარინის წვენი კანს ვიტამინებით კვებავს და ლამაზ ფერს აძლევს. სასარგებლოა მანდარინის წვენით დასველებული ხელსახოცი სახესა და ყელზე დაიდოთ. ხელსახოცი 20 წუთი გაიჩერეთ. ამის შემდეგ კანი ჯერ სველი, შემდეგ მშრალი ტამპონით გაიწმინდეთ.

მასალის გამოყენების პირობები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ