ოთხშაბათი, მარტი 26, 2025
მთავარიინტერვიუარის თუ არა გარუჯვა უსაფრთხო? - სეზონის აქტუალურ კითხვებს დერმატოლოგი ზაზა თელია...

არის თუ არა გარუჯვა უსაფრთხო? – სეზონის აქტუალურ კითხვებს დერმატოლოგი ზაზა თელია პასუხობს

მედიაჰოლდინგ “შენის” მორიგი სტუმარი გახლავთ დერმატოლოგ- ვენეროლოგი ზაზა თელია, რომელიც ზაფხულის ყველაზე აქტუალურ თემაზე – ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებაზე -(გარუჯვა) გვესაუბრა.

გაიგეთ, როდის და რა ინტენსივობით უნდა მიეფიცხოთ მზის ულტრაიისფერ სხივებს? როგორი ტიპის კანის მქონე ადამიანმა (არ) უნდა მიიღოს რუჯი?

ამ თემებზე ზაზა თელია საუბრობს :  

ბატონო ზაზა, რას გვეტყვით რუჯთან დაკავშირებით…? 

– მედიცინასა და დერმატოლოგიაში უსაფრთხო გარუჯვა, ასეთი ცნება არ არსებობს. რუჯი ანუ კანის ფერის ცვლილება ავტომატურად მიშნავს კანის დაზიანებას. ფერის ცვლილება ეს არის დამცველობითი მექანიზმი გარე ფაქტორის დაზიანებისგან, ანუ ულტრაიისფერ სხვივებისგან. ანუ გარუჯული სხეული უკვე ნიშნავს დაზიანებულ კანს, ცვლილებას კანის დეენემში. ასე რომ, სამწუხაროდ,  უსაფრთხო გარუჯვა, ეს ტერმინი არ არსებობს.

რა სიხშირით და რა ინტენსივობით შეგვიძლია მივეფიცხოთ მზეს?

-რაც შეეხება ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებას ზაფხულის პიკურ პერიოდში დილის 11 იდან 16 საათამდე პირდაპირი სხივების ზემოქმედების ქვეშ ყოფნა დაუშვებელია, კატეგორიულად .

რა ასაკიდან უნდა გამოვიყენოთ მზისგან დამცავი საშუალებები?

-ზოგადად, ამ შეკითხვასთან დაკავშირებით ბევრი მითი არსებობს. მაგალითად, ბავშვთა ასაკში რაღაც გარკვეული ტიპის შეზღუდვები აქვს მზის დამცავს. ეს სიმართლეს არ შეესაბამება. რეკომენდებული მზისგან დამცავის გამოყენება არის 0 წლიდან. ვიმეორებ 0 წლიდან. თვეების ბავშვის კანიც უნდა იყოს მზის დამცავი საშვალებით დაცული.

ძალიან გახშირებულია ე.წ  დერმატიტი. ამ შემთხვევაში თუ არის მიზანშეწონილი რუჯის მიღება?

-დერმატიტი არ არის დიაგნოზი. ეს არის სამედიცინო დერმატოლოგიური ტერმინი და ის გულისხმობს კანის დაზიანებასა და ანთებას. ის შეიძლება იყოს გამოწვეული სხვადასხვა დაავადებით.

კონკრეტულად ატოპიური დერმატიტზე რომ გვესაუბროთ…

– არსებობენ პაციენტების კატეგორია, რომელსაც აწუხებს ატოპიური დერმატიტი, მაგრამ მზის სხივების ზემოქმედება მასზე დადებითად მოქმედებს. უუმჯობესდებათ მდგომარეობა. არის პაციენტები, რომლებსაც უარესდებათ მდგომარეობა კანზე მზის სხივების ზემოქმედების შედეგად. ზოგადი რეკომენდაციით, თუ პაციენტი აფიქსირებს, რომ მასზე და მის ატოპიურ დერმატიტზე დადებითად მოქმედებს ულტრაიისფერი სხივები ზოგადი დამცავი უნდა გამოიყენოს. ამ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს დაწვა კატეგორიულად. ის აუცილებლად გაუარესებს მდგომარეობას. რაციონალურად მცირე ხნით შეუძლია ასეთ პაციენტს მზის სხივების ქვეშ ყოფნა.

არის თუ არა გარუჯვა უსაფრთხო? - სეზონის აქტუალურ კითხვებს დერმატოლოგი ზაზა თელია პასუხობს

ბატონო ზაზა ,რა შემთხვევაში უნდა მივაკითხოთ ექიმ- დერმატოლოგს, რომელი სიმპტომი არის საგანგაშო? სიწითლე? კანის წვა. კანის აძრობა და ა.შ? 

-ზაფხულის პერიოდში ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედების შედეგად თუ მოხდა კანის დაზიანება ანუ დამწვრობა. გააჩნია დამწვრობის ხარისხს. ყველა შემთხვევაში უნდა გავიაროთ კონსულტაცია დერმატოლოგთან.

მთავარი არის პრევენცია. პრევენცია უნდა მოვახდინოთ, რომ კანი არ დაიწვას. ეს იქნება საუკეთესო გამოსავალი. თუ მაინც მოხდა მაშინ შესაბამისი მკურნალობა ინიშნება. რეცეპტის გარეშე გასაცემი ანთების საწინააღმდეგო არა სტერეოიდები ინიშნება ე.წ ტკივილგამაყუჩებლები. პაციენტმა უნდა მიიღოს ტაბლეტის სახით . ლოკალურად ვერცხლის ანუ სილვერის შემცველი კრემები. პანთელნოლისა და  დექსპანთენოლის შემცველი საშვალებები. არ არის რეკომენდებული ზეთების და სხვა ხალხური მეთოდების გამოყენება. ასევე სასურველია ხშირად მიიღოთ გრილი შხაპი – ძაკიან ცივი არა.

არის თუ არა გარუჯვა უსაფრთხო? - სეზონის აქტუალურ კითხვებს დერმატოლოგი ზაზა თელია პასუხობს

რა რეკომენდაციას მისცემდით ადამიანებს რომლებსაც შედარებით ღია ფერის კანი აქვთ? ანუ უჭირთ გარუჯვა? 

– ღია ფერის კანი იყოფა ორ ტიპად.   პირველი კანის ტიპია, რომელიც ყოველთვის იწვება და ვერასდროს ვერ ირუჯება. და მეორე ტიპი არის – იწვება მაგრამ ზოგჯერ ირუჯება. ამ შემთხვევაში იქნება რეკომენდაცია, რომ მაქსიმალურად მოერიდონ მზის ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედების ქვეშ ყოფნას. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ზღვაზე ან აუზზე არ წავიდნენ.

ამ ტიპის კანის მქონე ადამიანებმა  აუცილებლად უნდა გამოიყენონ მზისგან დამცავი საშუალებები SPF 50. ქუდი, მზის სათვალე და ამ ყველაფერთან ერთად უნდა იყვნენ ჩრდილში. ანუ ჩავიდა წყალში, ამოვიდა და უნდა გადაინაცვლოს ჩრდილში. დიდი ხანი არ უნდა გაჩერდეს მზეზე.

ავტორი: თამარ ფიცხელაური

#drpkhakadze  #pitskhelauri

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniSilamaze.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
აბუ დაბის მსოფლიო კლასის მუზეუმები და გალერეები

აბუ დაბის მსოფლიო კლასის მუზეუმები და გალერეები

25 March, 2025
როგორ უნდა გამოვიცნოთ რა ტიპის ალერგია გვაწუხებს

როგორ უნდა გამოვიცნოთ რა ტიპის ალერგია გვაწუხებს

მარტი 26, 2025
კარტოფილის ჩაქაფული – სამარხვო და გემრიელი წვნიანი

კარტოფილის ჩაქაფული – სამარხვო და გემრიელი წვნიანი

26 მარტი 2025
რა გავლენას ახდენს ინტერიერის დიზაინი მენტალურ ჯანმრთელობაზე

რა გავლენას ახდენს ინტერიერის დიზაინი მენტალურ ჯანმრთელობაზე

მარტი 25, 2025
პასკის რეცეპტი „გარდენია შევარდნაძისგან“

პასკის რეცეპტი „გარდენია შევარდნაძისგან“

მარტი 26, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
ავიაკომპანია Edelweiss – „საქართველოში უამრავი სანახაობა გელოდებათ“

ავიაკომპანია Edelweiss – „საქართველოში უამრავი სანახაობა გელოდებათ“

მარტი 26, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
წონის კლებისას გამართლებული არის თუ არა შიმშილი?

წონის კლებისას გამართლებული არის თუ არა შიმშილი?

მარტი 25, 2025
როგორია მსოფლიოს ყველაზე რომანტიკული ადგილები წყვილებისთვის, სადაც უნდა გაემგზავროთ 2025 წელს

როგორია მსოფლიოს ყველაზე რომანტიკული ადგილები წყვილებისთვის, სადაც უნდა გაემგზავროთ 2025 წელს

26 მარტი 2025
ტრაგედია მთაწმინდაზე — გარდაცვლილია 30 წლის ბიჭი, ორი პირი მძიმედ არის დაშავებული

ტრაგედია მთაწმინდაზე — გარდაცვლილია 30 წლის ბიჭი, ორი პირი მძიმედ არის დაშავებული

მარტი 25, 2025
Air Serbia თბილისი-ბელგრადის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს იწყებს

Air Serbia თბილისი-ბელგრადის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს იწყებს

მარტი 25, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
spot_img

ბოლო სიახლეები

LIVE