გასახდომი პროდუქტები

0
183
#image_title

ყველა ტიპის ფიგურას თავისი უპირატესობა აქვს, მაგრამ ყველა იდეალურისკენ მივისწრაფვით. ზედმეტი წონა აფუჭებს არამხოლოდ გარეგნობას, არამედ ის მავნეა ჯანმრთელობისთვისაც. როგორ გავხდეთ? პირველ რიგში, ყურადღებას ვაქცევთ კვებასა და გასახდომ პროდუქტებს

გასახდომი პროდუქტები არსებობს იმისთვის ტანადი და ჯანმრთელი რომ გახდეთ, აუცილებელი არ არის, უარი თქვათ საჭმელზე. პროდუქტები, რომლებსაც სტატიაში განვიხილავთ,  წვავენ ცხიმს, აჩქარებენ ნივთიერებათა ცვლას, გამოაქვთ ზედმეტი სითხე ორგანიზმიდან.

რა უნდა ვჭამოთ, რათა წონაში დავიკლოთ

1. იოგურტი, მაწონი, კეფირი, ხაჭო

ეს რძის პროდუქტები შეიცავს სასარგებლო ჰორმონ – კალციტრიოლს, აგრეთვე დიდი რაოდენობით ცილას. რძის შრატში არის პროტეინი, რომელიც შლის კანქვეშა ცხიმს. უპირატესობა უცხიმო რძის პროდუქტებს მიანიჭეთ.

გასახდომი პროდუქტები | შენი სილამაზე

2. შვრიის ფაფა

შვრია აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელი ორგანოების მუშაობას, ამიტომ ძალიან სასარგებლოა გახდომის მსურველთათვის.

გასახდომი პროდუქტები | შენი სილამაზე

3. იმბირი

ეს პროდუქტი ასტიმულირებს კუჭის წვენის გამოყოფას, წვავს ცხიმებს და აჩქარებს მეტაბოლიზმს.

გასახდომი პროდუქტები | შენი სილამაზე

4. კომბოსტო

მისი ყველა სახეობა დიდი რაოდენობით უჯრედისს შეიცავს, რომელიც წმენდს ორგანიზმს. ეს დაბალკალორიული პროდუქტი საუკეთესო ვარიანტია შიმშილის ჩასახშობად.

გასახდომი პროდუქტები | შენი სილამაზე

5. კიტრი

კიტრში 95% წყალია და კალორიების უმცირესი რაოდენობა. გასახდომად აუცილებელია დიდი რაოდენობით სითხის მიღება, ამიტომ კიტრი შესანიშნავი დიეტური პროდუქტია.

გასახდომი პროდუქტები | შენი სილამაზე

6. დარიჩინი

ის შლის ცხიმებს, აჩქარებს მეტაბოლიზმს და წვავს შაქარს სისხლში. უბრალოდ დაამატეთ ეს სანელებელი სასმელებს, ან ნამცხვრებს.

გასახდომი პროდუქტები | შენი სილამაზე

7. გრეიფრუტი

ეს სასარგებლო ხილი აქვეითებს ინსულინის დონეს. მის მწარე ნაყოფში არის ნივთიერებები, რომლებიც ხელს უწყობს გახდომას.

გასახდომი პროდუქტები | შენი სილამაზე

8. მწვანე ჩაი

ნამდვილი სამკურნალო ელექსირი, რომელიც საჭმლის მონელების პროცესს აჩქარებს. მასში შემავალი ნივთიერებები შლის შინაგანი ორგანოების გარშემო არსებულ ცხიმსაც კი.

გასახდომი პროდუქტები | შენი სილამაზე

9. ჟოლო

მიირთვით რამდენიმე კენკრა ჭამის შემდეგ და ტანადი გახდებით. ეს დაბალკალორიული პროდუქტი დადებით გავლენას ახდენს ფიგურაზე.

გასახდომი პროდუქტები | შენი სილამაზე

10. მდოგვი და პირშუშხა 

მწარე საკვები კუჭის წვენის გამოყოფას უწყობს ხელს, რაც სასარგებლოა საჭმლის უკეთ მონელებისთვის.

გასახდომი პროდუქტები | შენი სილამაზე

11. ნუში

READ  როგორ მოვიცილოთ 10 წელი?

ეს პროდუქტი ორგანიზმს ცილებით ამდიდრებს, ხოლო ნუშში შემავალი ცხიმები, პრაქტიკულად, არ შეიწოვება.

გასახდომი პროდუქტები | შენი სილამაზე

12. ლობიო

საუკეთესო ცილოვანი საკვები გასახდომად, რომელიც თითქმის აშრობს სხეულს.

გასახდომი პროდუქტები | შენი სილამაზე

13. წითელი ღვინო

ნივთიერება რესვერატროლი, რომელსაც ღვინო შეიცავს, ბლოკავს ცხიმოვანი უჯრედების რეცეპტორებს და ანელებს მათ განვითარებას.

გასახდომი პროდუქტები | შენი სილამაზე

14. მსხალი და ვაშლი

დაბალკალორიული ხილი, რომელიც ამარაგებს ორგანიზმს ვიტამინებით და მუხტავს მხნეობით მთელი დღის განმავლობაში.

გასახდომი პროდუქტები | შენი სილამაზე

როგორც ხედავთ, შიმშილი სულ არ არის აუცილებელი ზედმეტი წონის დასაკლებად. ყველა ზემოჩამოთვლილი პროდუქტი მისაწვდომია და გემრიელი, მათი კომბინირება კი სხვადასხვა კერძში შეიძლება.

გაუზიარეთ სასარგებლო სტატია თქვენს მეგობრებს!

#drpkhakadze #pitskhelauri

https://shenipositive.ge/  https://shenisilamaze.ge/

#აქხარისხია

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

მასალის გამოყენების პირობები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ