როგორ გავაჯანსაღოთ გაღიავებული თმა
თმის გაუფერულება არა მხოლოდ აშორებს მას პიგმენტს, არამედ ის ანადგურებს ცხიმოვან მჟავებს თმის ღეროში, ხდის მას მშრალსა და მტვრევადს. გაუფერულების პროცესის დროს თმაზე მიყენებული ზიანი შეუქცევადია, მაგრამ არსებობს გზები, რომ თმა უფრო გააჯანსაღოთ და მორჩილი გახადოთ. ამისთვის გთავაზობთ გარკვეულ რჩევებს.
არ დაიბანოთ თმა გაღიავებიდან პირველი 24-48 საათის განმავლობაში. გაუფერულების შემდეგ თმა ძალიან მშრალია, ამიტომ ეცადეთ, შამპუნი არ გაიკაროთ. ასევე, შეეცადეთ არ დაიბანოთ თმა დიდხანს. თუმცა შეგიძლიათ ჩამოიბანოთ თმა წყლით და წაისვათ თმის ბალზამი.
მარტივი ჩამობანის ნაცვლად გამოიყენეთ თმის მკვებავი კოსმეტიკა. თმის დაბანამდე თმაზე წაისვით ნიღაბი ან თმის ზეთი. გაიჩერეთ 3-დან 5 წუთამდე და შემდეგ ჩამოიბანეთ. დაიბანეთ თმა შამპუნით. შეიფუთეთ თმა ცხელი ზეითუნის ან ქოქოსის ზეთით. ავოკადოს ზეთიც იმუშავებს. ცხელი შეფუთვა საშუალებას გაძლევთ უფრო კარგად დაიტენიანოთ თმა.
გამოიყენეთ კონდიციონერი თქვენი თმის დასატენიანებლად. გამოიყენეთ კონდიციონერი შხაპის მიღების შემდეგ. ეს ხვეულ თმას უფრო მოწესრიგებულს გახდის.
ფრთხილად მოეპყარით სველ თმას. სველი თმა განსაკუთრებით მიდრეკილია დაზიანებისკენ, ამიტომ არასოდეს დაივარცხნოთ, სანამ ბოლომდე არ გაშრება. ასევე, ფრთხილად იყავით თმის პირსახოცით გაშრობისას. ნაზად შეიმშრალეთ სველი თმა რბილი მიკროფიბერის პირსახოცით. თუ რბილი პირსახოცი არ გაქვთ, შეგიძლიათ ძველი მაისურით გაიმშრალოთ.
შეეცადეთ რეგულარულად მოიჭრათ გაყოფილი ბოლოები. სთხოვეთ თქვენს სტილისტს, რომ მოგაშოროთ გაყოფილი ბოლოები. გაყოფილი ბოლოები იყოფა რამდენიმე ნაწილად. ზოგჯერ თმა იშლება არა მხოლოდ ბოლოებში, არამედ მთელ სიგრძეზე, შედეგად, თმის მთელი მასა ხდება მშრალი და მტვრევადი. თუ გაყოფილ ბოლოებს დროულად მოაჭრით, ამით თავიდან აიცილებთ თმის მთლიან დაზიანებას.
მასალის გამოყენების პირობები