პროფესორი გიორგი ფხაკაძე, ჯანდაცვის ექსპერტი და PHIG-ის თავმჯდომარე, საჯაროდ მოითხოვს „Nuki Cosmetics“-ის პროდუქციის „ვიტა ნუკი“-ს — ხარისხის დამადასტურებელი სერტიფიკატების წარმოდგენას.
ფხაკაძის თქმით, თუ ბრენდი ვერ წარადგენს ოფიციალურ დოკუმენტებს, ეს ნიშნავს, რომ მომხმარებლები რეალური რისკის წინაშე დგანან.
ნუკი კოშკელიშვილმა ფხაკაძე ცილისწამებაში დაადანაშაულა, რაზეც პროფესორი პასუხობს, რომ მზად არის საკუთარი პოზიცია სასამართლოშიც დაიცვას.
ეს სკანდალი უკვე ფართო საზოგადოებრივი განხილვის საგნად იქცა, რადგან საკითხი ეხება არა მხოლოდ ერთ ბრენდს, არამედ მომხმარებელთა ჯანმრთელობის დაცვასა და ხარისხის კონტროლის მნიშვნელობას. კითხვის გაგრძელება…