სამშაბათი, აპრილი 22, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიპროცედურაისტორიაში პირველად - გულის პირველი ნაწილობრივი ტრანსპლანტი, პაციენტი ბავშვის ორგანიზმთან ერთად იზრდება

ისტორიაში პირველად – გულის პირველი ნაწილობრივი ტრანსპლანტი, პაციენტი ბავშვის ორგანიზმთან ერთად იზრდება

ოპერაციიდან 1 წლის შემდეგ პაციენტის ორგანიზმში გადანერგილი ქსოვილი მის სხეულთან ერთად იზრდება და ფუნქციას ინარჩუნებს.

2022 წლის გაზაფხულზე, ისტორიაში პირველად, ბავშვს გულის ნაწილობრივი ტრანსპლანტაციის პროცედურა ჩაუტარდა.

„ეს პუბლიკაცია არის იმის დასტური, რომ ეს ტექნოლოგია მუშაობს, ეს იდეა მუშაობს და შეიძლება გამოყენებულ იქნას სხვა ბავშვების დასახმარებლად”, – ამბობს დოქტორი ჯოზეფ ტურეკი, რომელიც ხელმძღვანელობდა პროცედურას.

ოუენ მონრო 18 დღის იყო, როცა დონორის გულის ქსოვილი გადაუნერგეს. დაბადებამდე ბავშვს დაუსვეს დიაგნოზი გულის მანკი, ექიმებმა გამოავლინეს, რომ ბავშვს მხოლოდ ერთი დიდი სისხლძარღვი ჰქონდა, რომლის მეშვეობითაც გულიდან სისხლი გამოედინებოდა, წესით კი ორი მომცრო სადინარი უნდა განვითარებოდა.

პროცედურის შემდეგ, ოუენის გადანერგილი სარქველები ზომით გაიზარდა მის გულთან ერთად და მათი ფუნქცია შესანიშნავი იყო, იტყობინება მისი ექიმები JAMA-ში. მზარდი ბავშვი ხვდება განვითარების ყველა ეტაპს, როგორიცაა სეირნობა, დგომა, გარშემო საგნების ძებნა და ბგერების გამოცემა.

ამ დროს ფილტვებს დიდი ოდენობით სისხლი მიეწოდება, რაც სუნთქვას ართულებს და სხეულის დანარჩენ ნაწილებში სისხლის სათანადოდ მიწოდებას აფერხებს. ოუენის სხეულში ან მთლიანი გული უნდა გადაენერგათ, რაც პრობლემური იქნებოდა, ან სარქველი, რომელიც ხშირად უნდა შეცვლილიყო. სპეციალისტებმა მესამე გზა აირჩიეს, რომელიც მანამდე მხოლოდ ღორებზე იყო ნაცადი.

მათ პაციენტის ორგანიზმში დაღუპული ჩვილის სარქვლებისა და არტერიების ტრანსპლანტაცია გადაწყვიტეს, ამის განხორციელებას კი 8 საათი დასჭირდა. ბიჭი საავადმყოფოდან 30 დღეში გაწერეს და იმუნიტეტის დამთრგუნველი მედიკამენტების შედარებით მცირე დოზა დაუნიშნეს.

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

author avatar
SheniSilamaze.ge
#drpkhakadze
READ  რა არის ბოტოქსი და როგორ მოქმედებს ის სახის კანზე
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

spot_img

ბოლო სიახლეები