მიუხედავად იმისა, რომ მონაკოს პრინცესა და გამორჩეული მსახიობი გრეის კელი წლების წინ გარდაიცვალა, იგი დღემდე სილამაზისა და სტილის ხატად ითვლება.
გრეის კელი თავისი ცხოვრების 10 ოქროს წესს გავიზიარებს, რომელთა დახმარებითაც ყოველთვის დახვეწილად და ელეგანტურად გამოიყურებოდა და ამავდროულად, ეს წესები ცხოვრებაშიც ხშირად ეხმარებოდა:
თმის მოწესრიგება და წელში გამართულად სიარული არა მხოლოდ პრინცესასთვის, არამედ ნებისმიერი ქალისთვის სავალდებულოა. ეს საბაზისოა. თუ დამღლელად და რთულად გეჩვენებათ, შეგიძლიათ, სხვა გზა აირჩიოთ.”
“ძლიერ ქალს საკუთარი თავის დაცვა შეუძლია, მაგრამ ნურც მამაკაცისთვის შეგეშინდებათ დახმარების თხოვნა.”
“მიყვარს ხეებს შორის სიარული, ტყის ბილიკებზე, სანაპიროზე სეირნობა. მომწონს მარტო ყოფნა. ამ დროს, თავს ბუნების ნაწილად ვგრძნობ. ელემენტების დასატენად მარტოობა ყველას სჭირდება. ეს თერაპიას ჰგავს.”
,,მარგალიტი ძვირფასი ქვების დედოფალია და ამავდროულად, დედოფლების ძვირფასი ქვაა.”
“მე ფემინისტი ვარ და ვფიქრობ, რომ ქალებს შეუძლიათ, ის გააკეთონ, რასაც აირჩევენ.”
” ისე მოექეცით ბავშვებს, როგორც თანასწორ ადამიანებს, რომლებსაც საკუთარი უფლებები აქვთ; პატივი ეცით მათ გრძნობებსა და მისწრაფებებს.”
“მამაჩემს ძალიან მარტივი შეხედულება ჰქონდა ცხოვრებაზე: ამბობდა, რომ უფასოდ არაფერი მიიღება. ყველაფერი შრომით, შეუპოვრობით და პატიოსნებით უნდა დაიმსახურო.”
ბრაზითა და სისასტიკით ვერანაირ პრობლემას ვერ გადაჭრი.”
“არასოდეს თქვა “არასოდეს” და არასოდეს თქვა “ყოველთვის.”
“ადამიანმა საკუთარი თავისაგან რაღაც უნდა შექმნას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჟურნალის მაკეტს დაემსგავსება.”
https://shenipositive.ge/ https://shenisilamaze.ge/
გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi
მასალის გამოყენების პირობები