თუ ჯერ არ გადაგიწყვეტიათ, როგორი დეკორი შეარჩიოთ და როგორ გააფორმოთ სახლი საახალწლო დღესასწაულებისთვის, დროა, შთაგონება ახალი ტენდენციებიდან მოიძიოთ.
დეკორი შეიძლება იყოს არა მხოლოდ ტრადიციული, არამედ თანამედროვე, არაორდინარული და კრეატიულიც. დიზაინერების აზრით, 2024-2025 წლის ზამთარში ეს 5 ტრენდი განსაკუთრებით პოპულარული იქნება.
დროა, ტრადიციული წითელ-მწვანე პალიტრის საზღვრებს გასცდეთ. ამ სეზონზე დიზაინერები გირჩევენ გამოიყენოთ 90-იანი წლების მკვეთრი და “მჟავე” ტონები, მაგალითად, Brat Green (ნეონის მწვანე), ლავანდისფერი და ვარდისფერი. ასევე, გახადეთ ნაძვის ხე ავანგარდული – დაამატეთ მას ბუმბულები, კრისტალები და უნიკალური ტექსტურები. არ შეგეშინდეთ თამამი ექსპერიმენტების, რადგან ფერები დღესასწაულის განწყობის მთავარი ელემენტია.
ფეტრისგან დამზადებული სათამაშოები წელს პოპულარობის პიკზეა. ასეთი დეკორი თქვენს საახალწლო გარემოს სითბოსა და ხასიათს შემატებს. განსაკუთრებული მოთხოვნა აქვს ხელნაკეთ ფეტრის წინდებს და კერამიკულ დეკორაციებს. ისინი არა მხოლოდ სახლს ალამაზებენ, არამედ ქმნიან ოჯახურ და მყუდრო ატმოსფეროს.
შესაძლოა, თქვენი დეკორი უკვე ასახავს ტრადიციასა და ინდივიდუალურობას, თუმცა ახალი ტენდენციების დამატებით, თქვენი საახალწლო გარემო უფრო თანამედროვე და გამორჩეული გახდება. იყავით კრეატიულები და გაბედეთ ექსპერიმენტები!
https://shenipositive.ge/ https://shenisilamaze.ge/
გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi
მასალის გამოყენების პირობები