კვირა, აპრილი 20, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიUncategorized"ეტაპობრივად გაიზრდება ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დაფინანსება"

“ეტაპობრივად გაიზრდება ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დაფინანსება”

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლიო კობახიძემ განაცხადა, რომ ეტაპობრივად გაიზრდება ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დაფინანსება.

„ჯანდაცვა არის უმნიშვნელოვანესი სფერო ჩვენი ქვეყნისთვის და მოსახლეობისთვის. ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევაა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა და ბუნებრივია გაგრძელდება მოსახლეობის უნივერსალური მოცვა ამ პროგრამით. ამასთან ეტაპობრივად გაიზრდება ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დაფინანსება. უზრუნველყოფილი იქნება ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული სტრატეგიის ამოცანების შესრულება“, – აღნიშნა კობახიძემ.

მისი თქმით, გაგრძელდება მიზნობრივი ჯგუფების სასიცოცხლოდ მნიშვნელობის მედიკამენტებით უზრუნველყოფა.

„გაგრძელდება მიზნობრივი ჯგუფების სასიცოცხლოდ მნიშვნელობის მედიკამენტებით უზრუნველყოფა. გაგრძელდება ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამა. დაინერგება ონკოლოგიური დაავადებების მართვის უახლესი მეთოდები ქართველი და უცხოელი ექიმების თანამშრომლობით. გაგრძელდება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული პრიორიტეტული სტაციონარული დაწესებულებების და სოფლად ამბულატორიების მშენებლობა, რეაბილიტაცია, აღჭურვა და ასევე ყურადღება დაეთმობა პირველადი ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებას“, – განაცხადა კობახიძემ.

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

author avatar
SheniSilamaze.ge
#drpkhakadze
READ  პროდუქტები და კერძები მეძუძური დედისთვის
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

spot_img

ბოლო სიახლეები