ორშაბათი, ივნისი 23, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგივარსკვლავები ყველაზე ძვირადღირებული კაბებით

ვარსკვლავები ყველაზე ძვირადღირებული კაბებით

ყველაზე ძვირად ღირებული კაბები და ვარსკვლავები წითელ ხალიჩაზე

ვარსკვლავები როგორც წესი, წითელი ხალიჩისათვის, სხვადასხვა ღონისძიებისათვის განსაკუთრებით ემზადებიან და სურთ გამორჩეულად გამოიყურებოდნენ. თუმცა, ზოგიერთმა მათგანმა სხვადასხვა დროს იმდენად ძვირად ღირებული კაბა აირჩია, რომ პრესის ყურადღება ამ კუთხითაც მიიპყრო:

ჯენიფერ ლოურენსი Dior-ის კაბაში – $80,000

ვარსკვლავები ყველაზე ძვირადღირებული კაბებით | შენი სილამაზე

მას შემდეგ, რაც ჯენიფერ ლოურენსმა Dior-ის სახლთან ხელშეკრულება გააფორმა, მის ოფიციალურ კაბებს სწორედ აღნიშნული მოდის სახლი ქმნის. 2014 წელს ჯენიფერ ლოურენსი “ოსკარის” დაჯილდოებას წითელი ფერის ულამაზესი კაბით დაესწრო, რომლის ღირებულებაც, დაახლოებით, 80 000 დოლარი იყო.

ენ ჰეთეუეი Valentino-ს კაბაში – $80,000

2011 წელს ენ ჰეთეუეი “ოსკარის” დაჯილდოებას Valentino-ს ულამაზესი კაბით დაესწრო, რომლის ღირებულებაც 80 000 დოლარი იყო. ჰეთეუეიმ ღონისძიებისათვის Tiffany & Co-ს ძვირად ღირებული ყელსაბამიც აირჩია. ყელსაბამი – Lucinda 10 მილიონი დოლარი ღირდა.

ქეით უინსლეტი Valentino-ს კაბაში – $100,000

ვარსკვლავები ყველაზე ძვირადღირებული კაბებით | შენი სილამაზე

“”ოსკარის” დაჯილდოება ვარსკვლავებისათვის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ღონისძიებად ითვლება. ამიტომაც, შოუბიზნესის წარმომადგენლები ყოველთვის ცდილობენ, გამორჩეული კოსტიუმები აირჩიონ. ქეით უინსლეტი 2007 წელს დაჯილდოებაზე Valentino-ს კაბით წარდგა, რომლის ღირებულებაც 100 000 დოლარია.

#drpkhakadze #pitskhelauri

https://shenipositive.ge/  https://shenisilamaze.ge/

#აქხარისხია

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

author avatar
SheniSilamaze.ge
#drpkhakadze
READ  როგორ ვებრძოლოთ პიგმენტურ ლაქებს- ხალხური მეთოდებით
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

spot_img

ბოლო სიახლეები