ვაშლის დიეტა – დაიკელი 3 დღეში თუ მნიშვნელოვანი წვეულება გელის

0
96
#image_title

დაბალკალორიული პროდუქტი – აი რა არის საჭირო სწრაფი გახდომისთვის. ასე ფიქრობენ ბევრნი და ისინი მართლები არიან, მაგრამ ნაწილობრივ. საჭიროა არამხოლოდ არაკალორიული რაიმეს მირთმევა, არამედ მისი სხვა პროდუქტებთან სწორი შეხამება.

მშვენიერი მაგალითია ვაშლის დიეტა. ხორცთან, სწორ ბოსტნეულთან და დარიჩინთან შეხამებისას ეს ხილი ადვილად დაგვეხმარება სასურველ წონას მივაღწიოთ.

ვაშლის დიეტა – დაიკელი 3 დღეში თუ მნიშვნელოვანი წვეულება გელის | შენი სილამაზე

დიდი პლუსი კიდევ იმაშია, რომ ვაშლის დიეტა მთელი ორგანიზმისთვის სასარგებლოა. ძირითადი პროდუქტი – ვაშლი – აძლიერებს გულის კუნთს და იცავს მას ვირუსებისგან, აჯანსაღებს თირკმელს და დადებითი გავლენა აქვს ტვინის ძარღვებზე. ასევე, გემრიელია, ამიტომაც მეტს ნუღარ დაფიქრდებით!

როგორი ვაშლი სჯობს

ვაშლის დიეტა – დაიკელი 3 დღეში თუ მნიშვნელოვანი წვეულება გელის | შენი სილამაზე

უცნობია საიდან წამოვიდა ის მითი, რომ მხოლოდ მწვანე ვაშლია წონის დასაკლები პროცესისთვის სასარგებლო პროდუქტი. იაპონელი მეცნიერების უკანასკნელმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ წითელიც და მწვანე ვაშლიც გახდომისთვის ერთნაირად სასარგებლოა.

ვაშლის დიეტა – დაიკელი 3 დღეში თუ მნიშვნელოვანი წვეულება გელის | შენი სილამაზე

მათში თანაბარი რაოდენობის პოლიფენოლია, რომელიც ანტიოქსიდანტია და ადრეული დაბერებისგან გვიცავს.

ვაშლის დიეტა – დაიკელი 3 დღეში თუ მნიშვნელოვანი წვეულება გელის | შენი სილამაზე

დიეტა ვაშლზე სხვადასხვა სახეობის ხილს უნდა შეიცავდეს. მაგალითად, მწვანეში ბევრი უნალექო უჯრედია, პექტინი და ვიტამინები. გამომცხვარი პროდუქტი ნაკლებად კალორიულია, წითელი ვაშლი კი აუცილებლად კანიანად უნდა მიირთვათ – ის სასარგებლო ნივთიერებების ზარდახშად ითვლება.

3 დღიანი ვაშლის დიეტის მენიუ

პირველი დღე

ვაშლის დიეტა – დაიკელი 3 დღეში თუ მნიშვნელოვანი წვეულება გელის | შენი სილამაზე

  • 20 გ სრულმარცვლოვანი პური, ნახევარი მწვანე ვაშლი, 30 გ ხაჭო საუზმეზე.
  • 1 ვაშლი და გახუხული პური ლანჩად.
  • 200 გ თევზის სალათა (თეთრი თევზის ფილე ორთქლზე, ვაშლი, ფორთოხალი, მწვანილი, ლიმნის წვენი იოგურტი) სადილად.
  • 1 ვაშლი და 100 გ უცხიმო ხაჭო ლანჩად.
  • 40 გ სრულმარცვლოვანი პური მაგარი ყველით, მწვანილი და ვაშლის ნაჭრები ვახშამზე.

მეორე დღე

ვაშლის დიეტა – დაიკელი 3 დღეში თუ მნიშვნელოვანი წვეულება გელის | შენი სილამაზე

  • 1 წვრილად გახეხილი ვაშლი 30 გ შვრიის ფანტელებით და 150 მლ უცხიმო რძე საუზმეზე.
  • 1 ვაშლი და გახუხული პური მეორე საუზმის სახით.
  • 2 ბლინი ბრინჯის ფქვილისგან დარიჩინით, 1 ვაშლი სადილზე.
  • 1 ვაშლი და 100 გ უცხიმო ხაჭო წასახემსებლად.
  • 40 გ მოხარშული ბრინჯი ვაშლით და ნახევარი ბანანი ვახშმად.
READ  ეს პროდუქტები ზრდის კონცენტრაციის უნარს, აუმჯობესებს მეხსიერებას. ყოველდღე მივირთმევ ერთ-ერთს ამათგან და ვხვდები როგორ ახალგაზრდავდება ჩემი ტვინი.

მესამე დღე

ვაშლის დიეტა – დაიკელი 3 დღეში თუ მნიშვნელოვანი წვეულება გელის | შენი სილამაზე

  • 1 ვაშლი, 50 გ უცხიმო ხაჭო და 20 გ  ქატოს პური საუზმედ.
  • 150 გ უცხიმო კეფირი გახეხილი ვაშლით და ლიმნის წვენით მეორე საუზმეზე.
  • 100 გ ქათმის მკერდი ორთქლზე მწვანე ვაშლის ნაჭრებით და ბულგარული წიწაკით სადილად.
  • 1 ვაშლი და გახუხული პური წასახემსებლად.
  • 200 გ სალათა ვაშლისგან, სტაფილოსგან, ქიშმიშისგან, უცხიმო ხაჭოსგან ვახშმად.

ეს დიეტა ძირითადად 2 კილოს აკლებს, მაგრამ მხოლოდ 3 დღეში და სასარგებლო კვებით.

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ