ორშაბათი, აპრილი 21, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგიპრადა ვერსაჩეს შეძენას გეგმავს? გაიგეთ დეტალები

პრადა ვერსაჩეს შეძენას გეგმავს? გაიგეთ დეტალები

პრადა Versace-ს შეძენას 1.5 მილიარდ ევროდ გეგმავს  გავრცელებული ინფორმაციით, Prada-ს და Capri Holdings-ს შორის მოლაპარაკებები, Versace-ს შეძენის შესახებ, შესაძლოა რამდენიმე კვირაში დასრულდეს.

ვერსაჩე უერთდება პრადას, იტალიური ბიზნეს გაზეთის, Il Sole 24 Ore-ის მიერ გავრცელებული ხმების თანახმად, 10 აპრილს დაწესდა ბოლო ვადა მოლაპარაკებებისთვის. მიუჩია პრადა და პატრიციო ბერტელი მზად არიან გადაიხადონ 1.5 მილიარდი ევრო, რათა “ვერსაჩე” შეუერთდეს Prada Group-ს.

პრადა ვერსაჩეს შეძენას გეგმავს? გაიგეთ დეტალები | შენი სილამაზე

აქვე შეგახსენებთ, რომ იტალიური მოდის სახლი, Versace ამერიკულმა კონგლომერატმა, Capri Holdings-მა 2018 წელს, 2,12 მილიარდ ევროდ შეიძინა. გავრცელებულ ხმებს, Capri Holdings-სა და პრადას შორის არსებული მოლაპარაკებების შესახებ, დამაჯერებელს ისიც ხდის, რომ 13 მარტს, დონატელა ვერსაჩემ ოფიციალურად დატოვა Versace-ს მოდის სახლი და მის შემცვლელად ბრენდმა იტალიელი დიზაინერი, დარიო ვიტალე წარადგინა. დარიო ვიტალე Miu Miu-ს დიზაინერია, “მიუ მიუს” მფლობელი კი, სწორედ Prada Group -ია.

პრადა ვერსაჩეს შეძენას გეგმავს? გაიგეთ დეტალები | შენი სილამაზე

✔️ აღსანიშნავია ისიც, რომ Versace-ში მოსალოდნელი დიდი ცვლილებების შესახებ სიახლეები უკვე გასული წლის შემოდგომიდან ვრცელდება,

პრადა ვერსაჩეს შეძენას გეგმავს? გაიგეთ დეტალები | შენი სილამაზე

მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ბრენდის ამჟამინდელი მფლობელი კომპანიის, Capri Holdings-ის ფინანსური მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. გეტყვით, რომ Capri Holdings ასევე ფლობს ისეთ ბრენდებს, როგორებიცაა: Michael Kors და JIMMY CHOO.

პრადა ვერსაჩეს შეძენას გეგმავს? გაიგეთ დეტალები | შენი სილამაზე

კომპანიისთვის კომერციულად ყველაზე წარმატებული ბრენდია Michael Kors. სწორედ მაიკლ კორსის გაძლიერებისთვის და ბრენდში დამატებითი ინვესტიციისთვის, Capri Holdings მზად არის გაყიდოს Versace.

author avatar
SheniSilamaze.ge
#drpkhakadze
READ  ვაზელინი- უნივერსალური პროდუქტი
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

spot_img

ბოლო სიახლეები