სკოლაში მაბულინგებდნენ, საშინელი კანი მქონდა, აკნე.” – ვიქტორია ბეკჰემი
ვიქტორია ბექჰემმა დევიდ ბეკჰემთან ურთიერთობის შესახებ ამჯერად პოდკასტ “Call Her Daddy“-ში ისაუბრა. წამყვანს, ალექს კუპერს დიზაინერმა ქორწინების შესახებ აქამდე უცნობი დეტალები უამბო.
მოდის დიზაინერმა მეუღლის, დევიდ ბექჰემის გაცნობის ისტორიაც გაიხსენა და განმარტა, რომ დევიდმა მასზე დაქორწინება Spice Girls-ის ერთ-ერთი მუსიკალური ვიდეოს ნახვის შემდეგ გადაწყვიტა.
პოდკასტში ვიქტორიამ ღიად ისაუბრა კვებით აშლილობაზე:
“ბავშვობიდანვე ვებრძოდი წონას. 90-იან წლებში საკვების შესახებ იმდენი არაფერი ვიცოდით, რამდენიც ახლა. ამაზე ღიად არავინ საუბრობდა. მახსოვს, მაშინ ყველა “უცხიმო“ საკვებით იყო შეპყრობილი და მეც ცხიმის ჭამის ძალიან მეშინოდა. როდესაც კვებითი აშლილობა გაქვს, ეს უბედურს გხდის.
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #pitskhelauri #აქხარისხია
გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi


