,,მე რომ მთელი მსოფლიოს ფული მქონდეს, აქ არ ვიქნებოდი“ – ვუპი გოლდბერგი თავისი განცხადების გამო კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა
ვუპი გოლდბერგი, ცნობილი მსახიობი მწვავე კრიტიკის ქვეშ მოექცა. ამჟამად, 69 წლის მსახიობი, გადაცემა „The View”-ს თანაწამყვანია. გადაცემის მიმადინარეობისას, ის გამოეხმაურა აშშ-ში არსებულ ეკონომიკურ პრობლემებს და განაცხადა, რომ მას თავადაც უწევს მუშაობა იმისთვის, რომ ფული გამოიმუშაოს, ამიტომაც თავს მშრომელი და საშუალო კლასის წარმომადგენლად თვლის. მისი თქმით, მის შვილებსაც მუშაობა უწევს, რომ თავიანთი შვილები გამოკვებონ.
„მე რომ მთელი მსოფლიოს ფული მქონდეს, აქ არ ვიქნებოდი“, დაამატა მსახიობმა და ტელეწამყვანმა.
ვუპი გოლდბერგის განცხადებამ, ძალიან უარყოფითი გამოხმაურება დაიმსახურა საზოგადოებაში, რაც ლოგიკურიცაა, რადგან როგორც ცნობილია, ვუპი გოლდბერგის ქონება 45 მილიონ დოლარს შეადგენს.
ამიტომ, მისი განცხადება ადამიანებმა, რომლებიც მშრომელ და საშუალო ფენას მიეკუთვნებიან, უარყოფითად და ირონიულადაც კი მიიღეს.
https://shenipositive.ge/ https://shenisilamaze.ge/
გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi
მასალის გამოყენების პირობები