სამშაბათი, მარტი 4, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგი,,წერდე ბავშვებისთვის, უდიდესი პასუხისმგებლობა და მადლია" - ექსკლუზიური ინტერვიუ მეზღაპრე ლიზი ბაზერაშვილთან

,,წერდე ბავშვებისთვის, უდიდესი პასუხისმგებლობა და მადლია” – ექსკლუზიური ინტერვიუ მეზღაპრე ლიზი ბაზერაშვილთან

მედიაჰოლდინგ “შენის” მორიგი სტუმარი თანამედროვე მეზღაპრე ლიზი ბაზერაშვილია, უფრო ცნობილი თავისი ფეისბუქ გვერდითა და youtube არხით “თბილელეთის ზღაპრები”…

ლიზი თავად ქმნის ამ საოცარ სამყაროს პატარებისათვის, ხელოვნური ინტელექტის დახმარებით. რა გზას გადის ზღაპარი პატარების გულამდე; რამდენად შრომატევადია ეს პროცესი და რა არის ნოვატორი მეზღაპრის საბოლოო მიზანი?- შეიტყობთ ინტერვიუდან:

 ლიზი, გაეცანი ჩვენს მკითხველს…

– მე ვარ ლიზი ბაზერაშვილი, 31 წლის. პროფესიით ქართულის ენის ფილოლოგი. ვმუშაობ საბავშვო ბაღში აღმზრდელად. გახლავართ თბილელეთის ზღაპრების შემქმნელი.

,,წერდე ბავშვებისთვის, უდიდესი პასუხისმგებლობა და მადლია" - ექსკლუზიური ინტერვიუ მეზღაპრე ლიზი ბაზერაშვილთან

როდის დაიწყეთ ზღაპრების წერა და რა იყო ინსპირაციის წყარო?

– ზოგადად, დიდი ხანია, რაც ვწერ მოთხრობებს და ჩანახატებს, მაგრამ კონკრეტულად, საბავშვო ზღაპრების წერა დავიწყე დაახლოებით ერთი წლის წინ. წერდე ბავშვებისთვის – ეს უდიდესი პასუხისმგებლობა და თან უდიდესი მადლია. მინდოდა, დამეწერა ისეთი ზღაპრები, რომლებიც ბავშვებს, ყველაზე გულწრფელ არსებებს დედამიწაზე, ისეთ ჯადოსნურ სამყაროს შეუქმნიდა, სადაც ისინი საყვარელ პერსონაჟებთან ერთად იმოგზაურებდნენ და ისწავლიდნენ სიკეთეს, მეგობრობას, საკუთარი თავის რწმენას, შიშების დამარცხებას…

– თქვენს Youtube არხზე გვიამბეთ, რამდენი ზღაპარია განთავსებული და რა რაოდენობის აუდიტორიას ფლობთ?

– ჩემი Youtube არხი შეიქმნა 2024 წლის 13 დეკემბერს. ჯერჯერობით მყავს 900-მდე გამომწერი.

– რა ასაკის ბავშვებისთვისაა თქვენი ნაწარმოებები გათვლილი? 

– ჩემი ზღაპრები გათვლილია სკოლამდელი ასაკის ბავშვებისა და დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის.

– რა განასხვავებს ამ ზღაპრებს კლასიკური ზღაპრებისგან?

–  ტრადიციული ქართული ზღაპრების დასასრული „ჭირი იქა, ლხინი აქა, ქატო იქა, ფქვილი აქა“ შევცვალე სიტყვებით „ჭირი არსად, ლხინი აქა, ქატო არსად, ფქვილი აქა“. ასევე, შევიტანე თანამედროვე ელემენტები და მცირედი ფენტეზის ჟანრიც გამოვიყენე.

– რამდენად შრომატევადია? მარტო მუშაობთ თუ გუნდთან ერთად? 

– თავიდან ეს პროექტი მე და ჩემმა ძმამ დავიწყეთ. ამჟამად, უკვე მარტო ვმუშაობ. დიახ, ნამდვილად შრომატევადია, მაგრამ ძალიან სასიამოვნო. ჯერ ვწერ ზღაპარს, შემდგომ ვყოფ სიუჟეტებად და ვიწყებ ხელოვნურ ინტელექტთან მუშაობას და სიუჟეტების დახატვას. შემდგომ, ვიწერ თითოეული სიუჟეტის ხმას. მერე ვეძებ შესაფერის მელოდიას და ბოლოს, ვიდეოს ვამონტაჟებ.

,,წერდე ბავშვებისთვის, უდიდესი პასუხისმგებლობა და მადლია" - ექსკლუზიური ინტერვიუ მეზღაპრე ლიზი ბაზერაშვილთან

– რა არის თქვენი მიზანი? როგორ გამოიყურება თქვენი სამომავლო გეგმები? 

–  ჩემი მიზანია, “თბილელეთის ზღაპრები” გავხადო ბევრად უფრო ცნობადი, ვიდრე ახლაა. მინდა დავაგროვო ზღაპრების გარკვეული რაოდენობა, საბოლოო მიზანი და ოცნება წიგნის გამოშვებაა, წიგნი სახელად “თბილელეთის ზღაპრები”, რომელსაც ჩემს ნაადრევად “გაფრენილ” მამიკოს ხსოვნას მივუძღვნი.

– წარმატებებს გისურვებთ. 

ავტორი – თამარ ფიცხელაური 

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #pitskhelauri #აქხარისხია

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniSilamaze.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
რომელი ქალაქები უნდა მოინახულოთ ჩინეთში

რომელი ქალაქები უნდა მოინახულოთ ჩინეთში

27 February, 2025
რატომ უნდა დალიოთ დილით, უზმოზე 4 ჭიქა (640 მლ) წყალი – გიორგი ფხაკაძის რეკომენდაცია

რატომ უნდა დალიოთ დილით, უზმოზე 4 ჭიქა (640 მლ) წყალი – გიორგი ფხაკაძის რეკომენდაცია

მარტი 3, 2025
დიდთოვლობით მოსახლეობისთვის მიყენებული ზარალის შესასწავლად სპეციალური კომისია შეიქმნა

დიდთოვლობით მოსახლეობისთვის მიყენებული ზარალის შესასწავლად სპეციალური კომისია შეიქმნა

3 მარტი 2025
ორიგინალური აქსესუარები, რომლებიც თქვენს სახლს გაალამაზებს

ორიგინალური აქსესუარები, რომლებიც თქვენს სახლს გაალამაზებს

მარტი 3, 2025
ყველაზე ბინძური ნივთი თქვენს სახლში – სამზარეულოს ღრუბელი!

ყველაზე ბინძური ნივთი თქვენს სახლში – სამზარეულოს ღრუბელი!

თებერვალი 25, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
რა ვნახოთ ბორჯომში – ბორჯომი მდიდარია საოცარი, თვალისმომჭრელი მთებით, ტბებით და ეროვნული პარკებით.

რა ვნახოთ ბორჯომში – ბორჯომი მდიდარია საოცარი, თვალისმომჭრელი მთებით, ტბებით და ეროვნული პარკებით.

თებერვალი 24, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
კისელი – მისი სასარგებლო და მავნე თვისებები

კისელი – მისი სასარგებლო და მავნე თვისებები

მარტი 3, 2025
საუკეთესო სუვენირები ევროპიდან – რჩევები მოგზაურებს

საუკეთესო სუვენირები ევროპიდან – რჩევები მოგზაურებს

3 მარტი 2025
თბილისის რომელ ქუჩებს შეეზღუდება  ელექტრომომარაგება 4 მარტს

თბილისის რომელ ქუჩებს შეეზღუდება ელექტრომომარაგება 4 მარტს

მარტი 3, 2025
რაში ხარჯავენ ყველაზე მეტ თანხას საქართველოს ადგილობრივი ტურისტები

რაში ხარჯავენ ყველაზე მეტ თანხას საქართველოს ადგილობრივი ტურისტები

მარტი 3, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
spot_img

ბოლო სიახლეები