თათია შარანგიას პირველი ქორწინება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის შვილიშვილს, ლაშა შევარდნაძეს უკავშირდება
თათია შარანგიას და ლაშა შევარდნაძის განქორწინების შესახებ ინფორმაცია 2013 წლის მარტის დასაწყისში გავრცელდა. გაყრის ინიციატორი თათია გახლდათ. ხმები მათ ოჯახურ უთანხმოებაზე მანამდეც ვრცელდებოდა.
ლაშა შევარდნაძესა და თათია შარანგიას ორი ვაჟი ჰყავთ – სამი წლის ედუარდი და წლინახევრის ალექსანდრე შევარდნაძეები.
თათიას მეორე ქმარი ბიზნესმენი სანდრო შელია იყო.
მოგვიანებით სანდრო ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობდა, რომ ყოფილი ცოლის შვილები წინა ქორწინებიდან, ედუ და სანი,” ყოველთვის დარჩებიან მის ბიჭებად”.”ამას არაფერი შეცვლის. ასევე არაფერი შეცვლის ჩემს მეგობრობას ყოფილი მეუღლის ოჯახის წევრებთან, რომლებიც ჩემთვის ძალიან ახლობლები არიან. არავითარი ბარიერები აქ არ არსებობს.“
შელიას თქმით, წლების შემდეგ ამერიკიდან საკუთარ სამშობლოში სწორედ თათიას სიყვარულმა დააბრუნა და მისი თქმით, დაშორების მიუხედავად, ყოფილ ცოლთან მეგობრულ ურთიერთობას ინარჩუნებდა.
თათია შარანგიამ ჯარჯი თორაძეზე 5 ივნისს, საკუთარ დაბადების დღეზე იქორწინა. მათი თანაცხოვრება ხმაურიანად დაიწყო, რადგან ქორწინებიდან რამდენიმე თვეში, სულ ცოტა ხნის წინ, თათია წერდა, რომ მისი და ჯარჯის სიყვარული დასრულდა. მოგვიანებით კი განმარტა, რომ ეს განცხადება, კამათის ნიადაგზე, გაბრაზებულმა დაწერა და მეუღლეს არც ერთი წუთით არ დაშორებია.
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #pitskhelauri #აქხარისხია
გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi
მასალის გამოყენების პირობები