20-21 სექტემბერს დედაქალაქში “თბილისობა 2025” გაიმართა. როგორც ყოველთვის ღონისძიება ტრადიციული მოტივებით მიმდინარეობდა.
შესრულდა ქართული ნაციონალური ცეკვა და სიმღერა. ამასთან, გაიმართა საპატიო თბილისელის დაჯილდოების ცერემონია. ღონისძიებას უამრავი ცნობილი ქართველი ესწრებოდა.
ღონისძიებაზე არაჩვეულებრივად გამოიყურებოდნენ ცნობილი ქალბატონები. თვალი გადავავლოთ რამდენიმე მათგანის ჩაცმულობას.
საპატიო თბილისელის დაჯილდოების ცერემონიის წამყვანი ეკო ფანგანი იყო. მან ულამაზესი შავი ელეგანტური, გრძელი კარგა მოირგო. ეკო არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა და უამრავი კომენტარიც დაიმსახურა.
მოდელი თიკო ჩხეიძე მეუღლესთან ნუკრი რევიშვილთან ერთად ესწრებოდა ღონისძიებას. თიკომ ულამაზესი შავი ორეული მოირგოო, რომელსაც შავი პატარა ჩანთა შეუხამა და უამრავი კომპლიმენტიც დაიმსახურა.
მომღერალი ცირა კობიაშვილიც ესწრებოდა თბილისობის დღესასწაულს. მან სხვა ქალბატონებისგან განსხვავებით არჩევანი თეთრ საღამოს კაბაზე შეაჩერა, ფეხზე კი შავი კლასიკური ფეხსაცმელი და თეთრი ჩანთა შეუხამა.
გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით
ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi