თვალის გარშემო შავი წრეების გაჩენისას, პირველ რიგში, საჭიროა გამომწვევი მიზეზის აღმოფხვრა,
შემდეგ კი სპეციალური ნიღბების, კრემებისა თუ საფენების გამოყენება. ამჯერად, გვინდა შემოგთავაზოთ რამდენიმე ნიღაბი ჩაშავებული თვალებისთვის. ასეთ საშუალებებს სახლის პირობებში დაამზადებთ, თანაც – მინიმალური დანახარჯით.
კარტოფილის ნიღაბი
1 საშუალო ზომის კარტოფილი გაფცქვენით, დაჭერით და რძეში მოხარშეთ. მოხარშული კარტოფილი წვრილ სახეხზე გახეხეთ, დაამატეთ 1 ჩ.კ. ზეითუნის ზეთი (შეგიძლიათ ნებისმიერი მცენარეული ზეთის გამოყენება) და კარგად აურიეთ.
ხაჭოს ნიღაბი
1ს.კ. ხაჭოს და 1 ჩ.კ. დაფქვილ შვრიას („ჰერკულესი“) დაამატეთ 4-5 წვეთი რომელიმე მცენარეული ზეთი და კარგად აურიეთ. მიღებული მასა თვალის გარშემო კანზე სქლად დაიფინეთ. 15-20 წუთის შემდეგ რძეში დასველებული ტამპონით მოიწმინდეთ ან თბილი წყლით ჩამოიბანეთ. მიღებული მასა თვალის გარშემო კანზე სქლად დაიფინეთ. 20 წუთის შემდეგ კი თბილი წყლით კარგად ჩამოიბანეთ.
კიტრის ნიღაბი
1 ს.კ. გახეხილი კიტრი და ამავე რაოდენობის დაქუცმაცებული ოხრახუში კარგად დააბლენდერეთ, დაამატეთ 1 ს.კ. არაჟანი და ერთგვაროვანი მასის მიღებამდე მოურიეთ. მიღებული მასა თვალების გარშემო წაისვით. 20 წუთის შემდეგ დიდი რაოდენობის თბილი წყლით კარგად ჩამოიბანეთ.
საფენები თვალის ირგვლივ სიშავეების მოშორებისთვის
ჩაის საფენი
2 ცალი ჩაის ერთჯერადი საფენი (უკეთესია მწვანე ჩაის პაკეტები) რამდენიმე წამით ჯერ მდუღარეში ჩადეთ, შემდეგ კი 5-10 წუთის განმავლობაში მაცივარში მოათავსეთ.
ასეთი წესით მომზადებული ცივი პაკეტები დაიდეთ თვალებზე, 10 წუთის შემდეგ კი მოიშორეთ და თვალების გარშემო კანზე რომელიმე მკვებავი კრემი შეიზილეთ.
სალბის (შალფეის) საფენი
საჭირო რაოდენობის სალბის ნაყენი (2 ს.კ. სალბი / 1ჭ. წყალი) გაყავით ორ ნაწილად. ნაყენის ერთი ნაწილი მაცივარში გააცივეთ, მეორე კი მხოლოდ 40-50 გრადუსამდე შეაგრილეთ.
ამის შემდეგ თვალებზე ჯერ ცივ, შემდეგ თბილ ნაყენში დასველებული ბამბის ტამპონები მონაცვლეობით დაიფინეთ (5-5 წუთით), 20-30 წუთის შემდეგ თვალები გრილი წყლით ჩამოიბანეთ.
აღნიშნული პროცედურა შეგიძლიათ, ერთი თვის განმავლობაში დღეგამოშვებით ჩაიტაროთ.