თმის გაყოფილი ბოლოები ქალებში საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა.
თმის გაყოფილი ბოლოები ხშირად ჩნდება თმის ფენისა და უთოს ხშირი გამოყენებისას. ჩვენ გეტყვით, რა უნდა გააკეთოთ.
შეიჭრათ თმის ბოლოები
იდეალურ შემთხვევაში, ბოლოების მოსაჭრელად თვენახევარ-ორ თვეში ერთხელ უნდა ეწვიოთ სალონს, თუმცა სიგრძის გაწირვა მოგიწევთ.
ქოქოსის ზეთი
ეს ზეთი კარგად ატენიანებს თმას. წაისვით თბილი ზეთი თმაზე 30 წუთის განმავლობაში, შემდეგ ჩამოიბანეთ შამპუნით. ქოქოსის ზეთი ხელს უწყობს გაყოფილი თმის ბოლოების მკურნალობას.
კვერცხის ნიღაბი
ათქვიფეთ კვერცხი და წაისვით თმის ბოლოებზე. 20 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ ნიღაბი შამპუნით. ექსპერტები ამბობენ, რომ კვერცხი მდიდარია ცილებით, ამიტომ ისინი ხელს უწყობენ თმის გაძლიერებას.
შესაფერისი სავარცხლები
მასალა, რისგანაც აკეთებენ სავარცხელს, მნიშვნელოვან როლს ასრულებს თმის მოვლაში. ბასრი კბილებით პლასტმასის სავარცხლებმა შეიძლება დააზიანოს თმა და გამოიწვიოს თმის ბოლოების გაყოფა და მტვრევა.
გამოიყენეთ ეს რჩევები და ნიღბები. ამით თავიდან აიცილეთ – თმის გაყოფილი ბოლოები და სხვა მსგავსი პრობლემები.
გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi