ხუთშაბათი, აგვისტო 14, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგიეთერზეთები თმის ზრდისთვის

ეთერზეთები თმის ზრდისთვის

ეთერზეთები მცენარეებისგან მიიღება მათი დისტილაციის ან აორთქლების გზით. ისინი უმთავრესად არომატულობის წყალობითაა ცნობილი, მაგრამ ჯანმრთელობისთვის სასარგებლო ბევრ ნივთიერებასაც შეიცავს. მის გაჯანსაღების უნარი მათი ერთ-ერთი სასარგებლო თვისებაა. სხვადასხვა ეთერზეთს სხვადასხვა ეფექტის მოხდენა შეუძლია თმის ზრდით დაწყებული, ბზინვარებისა და ძალის მინიჭებით დამთავრებული.

რომელი ეთერზეთები გამოგადგებათ თმის ზრდისთვის?

ლავანდის ეთერზეთი აჩქარებს თმის ზრდას. ამასთან, აქვს ანტიმიკრობული და ანტიბაქტერიული თვისებებიც, რითაც ხელს უწყობს თავის კანის გაჯანსაღებას.

შეურიეთ რამდენიმე წვეთი ლავანდის ეთერზეთი სამ სუფრის კოვზ ზეითუნის ან ქოქოსის ზეთს და წაისვით თავის კანზე. ათი წუთის შემდეგ შამპუნით ჩამოიბანეთ. ამ პროცედურის ჩატარება კვირაში 2-3-ჯერ შეიძლება. შედეგად ჯანსაღ თავის კანს და სწრაფად მზარდ ჯანსაღ თმას მიიღებთ (თუ რაიმე პრობლემა არ გაქვთ, რომელსაც მხოლოდ ლავანდის ეთერზეთი ვერ მოაგვარებს).

თუ თქვენი მიზანი თმის გასქელება და ზრდის დაჩქარებაა, როზმარინის ეთერზეთი ფასდაუდებელ დახმარებას გაგიწევთ უჯრედთა ზრდის ხელშემწყობი თვისებების გამო.ცდებმა აჩვენა, რომ როზმარინის ეთერზეთს იგივე მოქმედება აქვს, რაც მინოქსიდილს, რომელიც თმის ზრდის ხელშემწყობი ცნობილი საშუალებაა, ოღონდ როზმარინის ექსტრაქტი არ იწვევს თავის კანის ქავილს და სხვა გვერდითი მოვლენებიც ნაკლებად აქვს გამოხატული.

ჩაის ხის ეთერზეთს ძლიერი გამწმენდი, ანტიბაქტერიული და ანტიმიკრობული თვისებები აქვს. გარდა ამისა, ის ხელს უშლის თმის ღერების შეწებებას და ვარცხნას აადვილებს.ჩაის ხის ეთერზეთი ფართოდ გამოიყენება ქერტლის საწინააღმდეგოდაც.

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #pitskhelauri #აქხარისხია #shenisilamaze.ge

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

author avatar
SheniSilamaze.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
READ  გავიწმინდოთ თუ არა ყინულის კუბებით სახის კანი
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

spot_img

ბოლო სიახლეები